Wednesday, December 30, 2009

ბოლოსწინადღე


„-დღეს რა დღე არის?

-ხვალის წინა დღე"...

დღეს ნისლი გვაქვს ბუდაპეშტში, ფიქრებიც ჩამომენისლა ცოტათი, მაგრამ მაინც წინასაახალწლო განწყობა დამყვება. არ მაქვს ნაძვის ხე, არ მაქვს სათამაშოები, ბრჭყვიალა გირლიანდები, თოვლი, რაიმენაირი ბაბუა, მაგრამ ვგრძნობ როგორ მიახლოვდება განწყობა. ისე, უცნაურია, სულ მინდოდა ახალ წელს დამეძინა, თბილისში ამას როგორ მოახერხებ ადამიანი მასეთი ფანტაზია თუ ვინმეს გაქვთ, წარმოიდგინეთ და აქ, მგონი მოხერხებადია...ხომ არ მეცადა???? არა, არ ვცდი და წავალ და ვიმხიარულებ და გავერთობი და მოვა ეს ახალი წელიც. ახლა მაკომ გამამხიარულა, ნამარხი ფოტოები გამოჩიჩქნა სადღაც, რო არც მახსოვს იმ საუკუნეში თუ ვიყავი ისეთი ფოტოები და უხ, გავერთე. მიყვარს მე ბავშვობის მოგონებები :))))

რაღაც ნაცრისფერი დღე იყო დილიდან, არადა ამინდი მშვენიერი, ცა - ლურჯი... მაინც მენაცრისფრა, უაზროდ გაილია, უაზროდ დავიღალე, საღამო კარგი იყო, ბარში, მეგობრები, სიცილი, მაინც უაზრობა, მაგრამ სახალისო უაზრობა.

ეს ჩემი თოვლის ბაბუაა და მიყვარს.

ახალი წელი მოდის...უცნაურია.

Monday, December 28, 2009

არ ვიცი რამდენხნიანი დუმილის შემდეგ, მაგრამ კვლავ დავბრუნდი. ბევრი რამ ხდებოდა და წერა მინდოდა, თურმე ძალიან მივეჩვიე ამ სტილში წერას, მაგრამ ვერ ვწერდი, საშობაოდ მკვდარი ევროპა და ლეპტოპის გაფუჭებული დამტენი დამემართა, დღეს ვიყიდე როგორც იქნა და დამთავრდა ჩემი დეპრესია :)))) ახლა სათქმელი აღარ მაქვს აღარაფერი. როდესაც რაღაც ხდება მშინ თუ არ დავწერე, მერე აზრი ეკარგება ყველაფერს. ახლა დაცლილი ვარ, რაღაცა ისე ვინერვიულე ეს დღეები, მარტო და ყველაფერს მოწყვეტილი რომ ვიყავი, რო...არ მომწონს ეს მარტო ყოფნა, სევდიანია ყველაფერი და თავი რაღაცა ძალიან შემეცოდა, არც კომპიუტერი, არც ტელეფონი, არც დამლაპარაკებელი, არც მომკითხავი, ხოდა რა თქმა უნდა მელანქოლიკობა და ამბები... მოკლედ, განვაგრძობ ხვალიდან ამბებს... დღეს დავიძინოთ :)

Wednesday, December 23, 2009

ვენური ჩანართი


სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, რაღაცა თავი სხვა სამყაროში მგონია. ქალაქი დიდია და ვრცელი, მართლა გამაოცა სივრცემ, იმან რომ ყველა შენობა ძალიან ოთხკუთხედი და დიდია, იმან რომ ყველაფერს ძალიან იმპერიალისტული სუნი უდის და მაინც ყველგან სივრცეა, არაფერია ერთმანეთზე მიწებებული, მიდგმული...წინასაშობაოდ აქ რა ხდება ალბათ ყველას გაუგონია და მეც რომ გამიგონია იმიტომ წამოვედი მარტოდმარტო, გიჟივით :) ყველაფერი მომეწონა, ყველაფრით აღვფრთოვანდი, მაგრამ...დღეს მუზეუმში ვიყავი, იმპრესიონიზმის გამოფენაზე და... კინაღამ ვიტირე, მონე ვნახე, ნამდვილი მონე და ვან გოგი და პიკასო და მოდილიანი ვნახე, შოკში ჩავვარდი, რენუარი ვნახე, მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები ვნახე (რა თქმა უნდა იმპრესიონისტთა დარბაზში არ იყო ესა), რა ვიცი, ვინც გამიგია ყველა ვნახე მგონი მაგრაააააამ, დეგას ორი ბალერინაააააააა, აი პიკი იყო, დავდექი და აღარ მოვდიოდი, მაკანკალებდა...ხოდა ახლაც ემოციების ქვეშ ვარ და კარგად კი ვერ ვაზროვნებ, რა ვიცი... ჰოსტელის მისაღებში ვზივარ, ქუდჩამოფხატული, ვარდისფერი ლეპტოპით, ჭრელი წინდებით და ბრაზილიის "შლოპანცებით", აი, ძაააალიან სანახაობა ვარ, მაგრამ რა ვქნა, ამდენი სიარულისგან ფეხსაცმელს ვეღარ ვიცვამ, დღეს კინაღამ ქუჩაში გავიხადე და ფეხშველი წამოვედი, ოღონდ მართლა და ახლა აქ იმიტომ ჩამოვედი რომ ეს რომ არ მეთქვა ვინმესთვის გავგიჟდებოდი და ვუთხარი ვინმესაც და გეუბნებით თქვენც :)))

Sunday, December 20, 2009


რაღაცა ყოვლად არასტატისტიკურ ხასიათზე ვარ. დილით ბრიტა გავაცილე, გამოსამშვიდობებელი საუზმე გვქონდა, მისი გერმანელი მეგობრები მოვიდნენ, მოიტანეს პური, კარაქი, ყველი და ძეხვები, დავალევინეთ ჩაი, მერე ჩაალაგეს თავიანთი დარჩენილი სამ ნახევარი პური, 157 გრ. კარაქი და ა.შ იმავე ჩანთაში რითიც მოიტანეს და წავიდნენ :))) ასე იყო ეს ამბავი. ახლა მოწყენილი ვარ, მთელი თვე მარტო უნდა ვიყო და რაღაცა არ მიზიდავს ეს იდეა. წუხელ გავათენე, მივაკვდი ფილოსოფიას და უნდა ვაღიარო რომ ერთი-ორი ჭკვიანური აზრიც წამომცდა მგონი. ამაღამ სტატისტიკას უნდა ვებრძოლო და მორჩააააააააააააააააააააააააა, 8 იანვრამდე თავისუფალი ვარ, აბსოლუტურად თავისუფალი და მიხარია :))) რა უნდა ვაკეთო ოღონდ არ ვიცი.

ხვალ ვენა, ვემზადები, ერთი სული მაქვს.

ამ სტატისტიკას რა ვუყო არ ვიცი.

კიდე ათასი სისულელე მთელი დღე მაგრამ ახლა რაღაცა ისეთ ხასიათზე ვარ, „მენატრება“ ხასიათზე :))))))))))))))))))))))

Saturday, December 19, 2009

ამ ერთსაც მოვწევ და დავუცდი ღამეს...

ბარდნის, საოცარი დღე იყო, მაგრამ აბსოლუტურად სხვა განცდებს ბადებდა, მეცადინეობისაგან განსხვავებულ განცდებს... ბილეთი ვიყიდე, სასტუმრო დაბრონილია, ამაღამ ერთ თემას მოვრჩები, ხვალ სტატისტიკას დავწერ...რაღაცა უაზროდ ვარ, იყინება აქაურობა, ჩემს ოთახში კიდე ტაშკენტია, ვეღარ ვსუნთქავ, მაგრამ საკმარისია გათბობას ოდნავ დავუწიო, ან კარი შევაღო, რომ ვიყინები, რაღაცა ვერ ვარ მგონი.
უი, დღეს რა ვნახეეეეე, ბილეთის საყიდლად რომ მივდიოდი, მეტროში, კარი უკვე იკეტებოდა რო ვიღაცა ბიჭი ტავგანწირვით გამოექანა, ორივე ხელის სამ-სამი თითი შემოყო კარში და დაიწყო ჯაჯგური, იმდენი მოახერხა რომ თავიც შემოყო, ასე კისრის შუამდე და...ნუ, ამ პოზაში დაძრულ მატარებელს არ გამოკიდებია, მაგრამ არც ბევრი დაკლებია. ამ მემანქანემაც ჯინაზე არ გაუღო კარი და ეს ეჯაჯგურა, ეჯაჯგურა და შემოეტა როგორც იქნა. არადა, ჩემს მეტს კი არავის გაუკვირდა..რა უცნაური ხალხია უფ!

Friday, December 18, 2009

კარგ ხასიათზე ვარ, არ ვიყავი, მაგრამ ახლა ვარ, რაღაცა ენერგიულ და კარგ ხასიათზე. ბევრი ვიარე დღეს, ცოტა ვიმეცადინე კიდეც, რაღაცა წიგნები მოვაქუჩე და სახლში წამოვიღე, იმიტომ რომ საღამოს 11 საათზე რომ ვფხიზლდები, დილის 5-მდე ფხიზლად ვარ, დღის დანარჩენი მონაკვეთი სულ უენერგიობა მკლავს და ვნახოთ აბა, იქნება გამოვიდეს ამაღამ რამე ამ წინგებთან :) კიდევ ის, რომ ფოტოაპარატი ვიყიდე, ვენისთვის ვემზადები და მიხარია, იმედია ავტობუსის ბილეთსაც წარმატებით ვიყიდი. ხოდა ასე :)

Thursday, December 17, 2009

რა გავაფუჭო???


მავნებლობის ხასიათზე ვარ, მაგრამ ამ დავალებებს ვერაფერს ვნებ :))) სხვას ვის ვავნო??? :ეშმაკთვალებიანისმაილიკი:

ისევ ბიბლიოთეკა მთელი დღე და ისევ სტატისტიკის ფილოსოფია და ფილოსოფიური მონაცემები :(( მაგრამ მაინც მავნებლობის ხასიათზე ვარ :)

ბუდაპეშტში ყინავს და შობა ახლოვდება, კიდევ ვენა მოდის, ვგრძნობ როგორ მიახლოვდება, მე კი არ წავალ 21-ში, თვითონ ჩამოვა. ისე, ამ ბოლო დროს ამეკვიატა ეგეთი აზრები, აი, მაგალითად, თუ არ გაახელ თვალს და არ გაიხედ-გამოიხედავ, გინდ ბუდაპეშტში იყავი და გინდ ოფშკვითში, მაინც პეკინზე შეიძება დარჩე მთელი ცხოვრება ან რუსთაველზე, რა მნიშვნელობა აქვს :))))

ხოდა ასე, სანამ ძააააააააალიან გავაფუჭებ რამეს, სჯობს ისევ საკითხავს დავუბრუნდე და ან სტატისტიკა მივიყვანო ბოლომდე ან ჩემი უიმედო თემა საკუთარი თავის ფლობის შესახებ :(((

აბა ხე, მოკითხვამდე....

Wednesday, December 16, 2009

მინდა თოვდეს...ვქსოვდე წინდას...


თოვდა, დილით რომ გავიღვიძე უკვე ნამდვილად თოვდა :) გარეთ არ გავსულვარ, არ ვიცი როგორია თოვლიანი ბუდაპეშტი, ჩავთვალე რომ დიდი გოგო ვარ იმისთვის, რომ ფანტელებს ავედევნო. მეც დიდი გოგოსავით მოვიქეცი, ფანჯარა გამოვაღე, ფანტელები ჩავისუნთქე და საქმიანად დავიწყე საუზმის მზადება...ჩემს სახლში მიყვარს თოვლი, აივნის წინ ხეები რომ მხვდება სასაცილოდ დათოვლილი, აქ შიდა ეზოა, ხეები არ ჩანს ჩემი ფანჯრიდან...მაინც თოვლიან განწყობაზე დავდექი, მაინც რაღაცეები გამახსენდა.. ყველა უსწორმასწორობას ასწორებს თერი თოვლი, ყველაფერს ფაფუკს და ნაზს ხდის, ყველაფერს ფარავს და მარტო კარგი განწყობები, კარგი სიტყვები, კარგი ემოციები რჩება :)

მინდა თოვდეს, თოვდეს მინდა :)

Tuesday, December 15, 2009

ბიბლიოთეკები


ყოველთვის ძალიან ამაღლებულ და საინტერესო საქმიანობად მეჩვენებოდა ბიბლიოთეკაში სიარული და ათასი საინტერესო წიგნის გარემოცვაში კითხვა, ვერასდროს ვახერხებდი ამას :( თავიდან მეგონა ინტელექტი და წიგნის სიყვარული არ მყოფნის ამ საოცარი საქმიანობის შესაცნობად და დასაფასებლადთქო, თუმცა რაც თავი მახსოვს სულ წიგნებთნ ერთად მახსოვს, ყოველთვის მიყვარდა კითხვა, ყოველთვის ვკითხულობდი...ბიბლიოთეკებში არ დავდიოდი. სტუდენტობისას, ყველა რომ ბიბლიოთეკიდან ან ბიბლიოთეკისკენ მოძრაობდა, გადავწყვიტე საქმისადმი სერიოზული მიდგომის არქონა და ყველაფრიდან იოლად გამოძვრომის სურვილი მეღობება ბიბლიოთეკისკენ მიმავალ გზაზეთქო, არც მაშინ დავდიოდი ბიბლიოთეკაში, ბოლო წელს უნივერსტეტში თანამედროვე ბიბლიოთეკა რომ გაგვიკეთეს, დასათვარიელებლადაც არ შევსულვარ, სანამ ლექციები არ დაგვინიშნეს იქ :) ახლა ცეუ, აქაც ბიბლიოთეკომანია, ვაღიარებ, ძალიან სანდომიანიიმიჯისშემქმნელი საქმიანობაა, მაგრამ...არ მინდა ეს იმიჯი :) ვისთანაც კი მთქვამს ბიბლიოთეკაში ვერ ვკითხულობთქო, ყველა მეუბნება, მართალია, ხალხში ყურადღების კონცენრაცია ჭირსო, მეც ჩუმად ვუსმენ ამ მიზეზს, და ხო, ალბათთქო, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ სახლში ტელევიზორის წინ ვმეცადინეობ, თან მუსიკას ვუსმენ, ან ფილმს ვუყურებ, შემიძლია ტელეფონითაც ვილაპარაკო ამ დროს...აქ აღმოვაჩინე რატომ ვერ ვმეცადინეობ ბიბლიოთეკაში, ჭკუიდან მშლის ეს ამდენი ხალხი რომ არის და თან ვითომ რომ არ არის, ფეხაკრეფით რომ დადიან, ჩურჩულით რომ ლაპარაკობენ, ამიტომ ხალხი რო ბიბლიოთეკაში შედის სამეცადინოდ, მე წიგნები გამომაქვს და ბიბლიოთეკის წინ ვზივარ მეზობლის მოძულებული ბავშვივით...თუმცა სემესტრის ბოლომ ეს ამბავიც შეცვალა :( მთელი დღეა ბიბლიოთეკაში ვზივარ და ათასი მიზეზი აღმოვაჩინე რატომაც არ მომწონს ეს ბიბლიოთეკები: ჯერ ერთი ყველაფერი გარდერობში უნდა დატოვო და ისე ამოხვიდე აქ, ტემპერატურა ცვალებადია, ანუ ყველაზე წინდახედული მკითხველი შემოვიდოდა მაისურითა და ჟაკეტით, რომ კლიმატის შესაბამისად ხან გაიხადოს და ხან ჩაიცვას. ჩანთას ვერ შემოიტან, ამიტომ ჩანთიდან უნდა ამოალაგო ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჰიპოთეტურად დაგჭირდეს მთელი დღის მანძილზე და თან წამოიღო, შესაბამისად, დახუნძლული შემოვდივარ ამ ბიბლიოთეკაში და მაინც აღმოვაჩენ რაღაცას რისი შემოტანაც დამავიწყდა და რაც ძალიან მჭირდება. ამიტომ მიწევს ამ დარბაზიდან გასვლა, ერთი სართულით მაღლა ასვლა, ბიბლიოთეკიდან გასვლა (ფეხაკრეფით), ერთი სართულით ქვევით ჩასვლა, გარდერობის რიგში დგომა, უნგრელი მეგარდერობისთვის კიდურების დახმარებით იმის გაგებინება რომ ჩანთიდან რაღაცის ამოღება მინდა უბრალოდ, მერე ჩანთის უკან ჩაბარება და ისევ დარბაზში დაბრუნება (ანუ ისევ ასვლა და შესვლა და მერე ისევ ჩასვლა). აღსანიშნავია, რომ იგივე პროცედურაა ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვისაც (ლოკალური ტუალეტები არ არსებობს), ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ყოველ შემოსვლაზე (ბიბლიოთეკაში :P) სტუდენტის მოწმობის წარდგენას არ ითხოვენ. ახლა ყველაზე მძიმე: ამ ბიბლიოთეკაში არ შეიძლება საჭმელ-სასმელის შემოტანა, წყლის ბოთლს და შოკოლადს ან ვაშლს (ან ბანანს) ვგულისხმობ, თორემ ხარჩო და წითელი ღვინო ახლა მაინცდამაინც არავის მოაქვს, ამ შემთხვევაშიც გარეთ უნდა გახვიდე და კარგ ვარიანტში, ბიბლიოთეკის წინ უნდა გქონდეს რომელიმე სავარძლის ქვეშ გადამალული წყალი და შოკოლადი, ცუდ ვარიანტში, ისევ ის უნგრელი კაცი :( აღარაფერს ვამბობ იმ შემთხვევაზე ტელეფონმა თუ დაგირეკა ან ვინმესთან დალაპარაკება მოგინდა...
ეს ყველაფერი დაახლოებით ასეთი სქემით ვითარდება: მოდიხარ დილით უნივერსტეტში ჩაფუთნული, გაყინული, შენობაში ლღვებიდა უცებ გცხელა, ამიტომ იხდი ყველაფერს, ჩანთიდან იღებ ლეპტოპს, რვეულს, კალამს, აბარებ ჩანთას და ტანსაცმელს მეგარდერობეს და ამოდიხარ ბიბლიოთეკაში. იწყებ წიგნების ძებნას, რომლებიც სხვადასხვა სართულებზეა განლაგებული, პოულობ, იწყებ კიხვას, ის-ისაა უნდა ჩაეფლო, რომ დაგჭირდა ცხვირსახოცი, რომლის ამოტანაც დაგავიწყდა. ტოვებ ყველაფერს, ადიხარ-გადიხარ-ჩადიხარ, იღებ ცხვირსახოცს და ამოდიხარ-შემოდიხარ-ჩამოდიხარ. ჯდები, აგრძელებ კითხვას და ხვდები რომ იმდენი იარე და ისე ცხელა, რომ გწყურია. რას შვები? ადიხარ-გადიხარ, სვამ წყალს, შემოდიხარ-ჩამოდიხარ, ცდილობ აზრობრივად იმ ადგილს დაუბრუნდე, სადაც ის-ის იყო რაღაცა დიადი იდეა უნდა დაგბადებოდა, ძალიან წვალობ, ამ წვალებაში და წყალიც დალეული რომ გაქ საკმაო ოდენობით, გინდება ტუალეტში, ადიხარ-გადიხარ-მიდიხარ, გზაში ის იდეაც მოდის, რაღაცა თემის სტრუქტურაც წარმოგიდგება უცებ თვალწინ, ბედნიერი ხარ, სანამ უკან ბრუნდები და შენს მაგიდას მიუჯდები, აღმოაჩენ რომ არ გახსოვს რაც მოგაფიქრდა :( იწყებ თავიდან...მერე გშივდება, მერე ვიღაცა კონდენციონერს ჩართავს და გცივა, მერე სანამ შეჭამ და ჩაიცვამ კიდე რამდენი დრო იხარჯება კაცმა არ იცის, მერე ისევ, ან ყავა მოგინდება, ან შოკოლადი, ან რვეული დაგრჩება ან ტელეფონზე დარეკავს ვინმე და მოკლედ რა, მთელი დღეა დღეს თან ვმეცადინეობ და თემას ვწერ ფილოსოფიაში და თან რამდენჯერ ავედი და ჩამოვედი ამ კიბეზე აღარ ვიცი უკვე. ოღონდ ახლა არ მითხრათ, თემას თუ წერ რა დროს შოკოლადი და ყავააო :)) შოკოლადის დრო სულ არის ;)
ხოდა ასეთ პირობებში ვარ დღეს მთელი დღეა..ასე ვიტანჯები, არადა რო შეხედავ რა სურათია არა? პირდაპირ, აქ ყოფნა და კითხვა მოგინდება :P

Monday, December 14, 2009

უფანჯრო დღე..

მთელი დღე კომპიუტერის ლაბორატორიაში გავატარე, ყოვლად უაზრო მონაცემებთან ბრძოლასა და მათ რეგრესირებაში. არა, მე ხომ აქამდეც არ ვწყალობდი ამ ყველაფერს, მაგრამ ისეთ ტერმინებს ვიყენებთ დავალების დაწერისას, რომ ვორდი სულ გადაწითლებულია, მსგავსი სიტყვები არ უნახავს არასოდეს :((( არც მე მინახავს, მაგრამ მაინც ჭკვიანი მაიმუნივით ვიმეორებ ათასი წყაროდან ამოკითხულ სისულელეს და ვცდილობ კვლევის ინტერპრეტირებისა და ანალიზის სახე მივცე ამ ყველაფერს. მაგრამ ცოტაღა დარჩა, თან ვენაში მივდივარ 21-ში, ამ ყველაფერს რომ ჩავაბარებ, ჩავჯდები მატარებელში ან ავტობუსში (მატარებელი მირჩევნია) და საერთოდ დავივიწყებ რომ ჩემსა და ვენის გარდა კიდევ რამე არსებობს ამქვეყნად :)) აი, ასე!!!

Sunday, December 13, 2009

უცნაური დღე


დილით თოვდა..ლამაზად, მსუქანი ფანტელებით, მაგრამ არ დაუდევს, უბრალოდ აუტანლად ყინავს ბუდაპეშტში. სასაცილოა, მაგრამ ახალი წელი ჩემთვის დაორთქლილ ფანჯრებთან უფრო ასოცირდება ვიდრე საცივთან. დღეს დილიდან ოჯახის გოგოები ვართ მე და ბრიტა უკვე ორი კვირაა ცდილობს შემაბას საშობაო ნამცხვრის გამოცხობაზე (ერთი მე რაში ვჭირდები არ ვიცი ოღონდ), მოკლედ დღეს მოვნახეთ დრო და რომ მეგონა ვაცხობდით აღმოჩნდა რომ მზა ცომი ვიყიდეთ და ღუმელში შევდეთ :))) მე როგორც დავასკვენი, აქ ასე იციან საჭმელების კეთება: ყველა რეცეპტს ინტერნეტში პოულობენ და ყველა ინგრედიენტს მზა მდგომარეობაში ყიდულობენ! :)) მოკლედ ყველაზე დიდი ჯაფა ნამცხვრის ფორმა იყო, რადგან სპეციალური ფორმები არ მოგვეპოვება და ვერც მაღაზიაში ვიპოვნეთ, მთელი ნახევარი დღე მივუძღვენით ვარსკვლავების და ნაძვის ხეების ხატვასა და გამოჭრას. რაღაც მოჯადოებულ ქვეყანაში ვარ მგონი, ნამცხვრის გამოცხობა ერქვა მაგრამ ხელგარჯილობის გაკვეთილი გვქონდა აშკარად :))

საღამო კარგი იყო, სადღაც ბარში წავედი, ერთ-ერთი ჩემი აქაური მეგობარი მღეროდა და ძააააააააალიან ვისიამოვნე, იმ მუსიკით სავსე დავდივარ ბოლო ორი საათია :)

მეტი არაფერი, რაღაცა მშვიდი დღე იყო, ხვალიდან ისევ სამეცადინო და ისევ სტატისტიკაზე წუწუნი :)

დღნაშვი


თითქოს საუკუნეა არ დამიწერია, არ მახსოვს, ჩავეფალი ცალკე სამეცადინოში, ცალკე კიდე რა ვიცი და ვარ ას ჩაფლული :))) არ მინდა წუწუნი, არც ვიწუწუნებ, უბრალოდ, სიამოვნებით ავკრძალავდი სტატისტიკას :)))

მეტი არაფერი ხდება, რაღაცა ძალიან საშობაო განწყობა და თან ყინვა და თან დავალებები და თან მათი შესრულების ბოლო ვადები და ასე :)

სათაურზე რამე განსაკუთრებულს ნუ იფიქრებთ, ციყვის შვილს ქვია ასე, მე რამდენადაც ვიცი :)

Thursday, December 10, 2009

ვეძებ ენთუზიაზმსა და მოტივაციას...


ეს ჩვენი დავალებები ცხრათავიან გველეშაპებად იქცა, ერთს რომ მოაჭრი და მის ადგილას რომ სამი ახალი ამოდის, დაახლოებით ასეა.

ჩემს ხასიათში არ მიყვარს..არ ვიცი ამ თვისებას რა დავარქვა, მაგრამ აი, რაღაცის კეთებას რომ ვიწყებ და არ გამომდის, თავიდანვე გული ვერ დავუდე, რაღაცამ შემიშალა ხელი ან არ ვიცი რა, მაშინ მირჩევნია ახალი რაღაც დავიწო. შეიძლება ბრძოლისუნარიანობა ქვია, ან „ჟილკა“ ან არ ვიცი, მოკლედ იმის სურვილი არ მიჩნდება ხოლმე რომ ეს, აბურდული საქმე გამოვასწორო, ხოდა ეგ არ მომწონს, თან ძალიან არ მომწონს.

ვფიქრობ რა პრობლემის კველვა მენდომებოდა, რომლის მთავარი პრობლემა შეკითხვის სახით მექნებოდა ჩამოყალიბებული და საკვლევ მეთოდად ინტერვიუს გამოვიყენებდი!!! :((( ჩემით კი არ ვიფქრობ, დაგვავალეს :((( ხოდა დაცლილი ვარ ყველანაირი იდეის, ენთუზიაზმისა და მოტივაციისაგან!

Wednesday, December 9, 2009


გუშინ ჩავერთე რეგისტრაციის მარათონში ანუ 11 იანვარს რომ სემესტრი დაიწყება იმ სემესტრისთვის უკვე უნდა დარეგისტრირდე საგნებზე. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, დილი 08:15-დან. სხვა რა გზა მქონდა, ვაიძულე საკუთარი თავი წინასწარ მომეფიქრებინა იანვარში რა საგნების სწავლის სურვილი შემიპყრობს და დათვზე მონადირესავით მოვიქეცი, ანუ თითქმის არც დამიძინია, რამდენიმე საათით მოვატყუე თვალი, კომპიუტერი ქსელში შეერთებული დავტოვე, დრო რომ არ დამეხარჯა, 8-ზე წამოვხტი, საბანი მოვიხურე და ჩავჯექი ჩირგვებში ანუ დავუდარაჯდი ცხრის 15 წუთს. კალმები, ფურცლები, ცხრილები და ყველა შესაძლო საჭირო ნივთი წინასწარ მოვიმარაგე ხელის გაწვდენის სიშორეზე, საიტი გავხსენი და მამცნო რამდენიმე წუთი დარჩაო, ოღონდ ავტომატურად არ ითვლის თვითონ ანუ ასე წუთნახევარში ერთხელ ახლიდან ვხსნიდი და დადგა ნანატრი 08:15-იც. ფეისბუქზე გამოჩნდა ამ ბოლო დროს (ან მე შევამჩნიე ამ ბოლო დროს) რაღაცა თამაში, წუთში ყველაზე მეტჯერ ვინ მოასწრებს ბურთზე ხელის დაჭერას თუ რაღაცა ეგეთი და იდიოტობად მივიჩნიე ეგ თამაში თავის დროზე და გუშინ დილას ისე ვნანობდი ნავარჯიშები რომ არ ვიყავიიიიი... მოკლედ, ისედაც ჩამოყალიბებული აზრები არ მქონდა და ხო სულ დავიბენი ამ საგნებს რომ შევხედე, მაგრამ მაინც ხომ არ შევიმჩნიე და რო მგონია რომ წარმატებულად დარეგისტრირებული სტუდენტი ვარ, გავხსენი ჩემი რეგისტრაციის ფურცელი და რას ვხედავ ორ საგანზე მომლოდინეთა სიაში ვარ, ანუ ვიღაცა ჩემზე ადრეც დარეგისტრირდა და ეს ვიღაცა იმდენი იყო, რომ ჯგუფი შეივსო და მე წარმატებული მესამე პოზიცია მხვდა (სამეულში ვარ ორივე საგანზე), არადა იქვე წერია რეგისტრაციის დრო 08:15:52!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! აი, იმედგაცრუებულიც აღარ ვარ!! მაგრამ მაინც, დიდი წარმატება მაქვს წინა სემესტრისაგან განსხვავებით, ჯერ ერთი საჭიროზე მეტი კრედიტი მიგროვდება უკვე დარეგისტრირებული საგნებით, მერე იმ ორ სასურველ საგანზეც მოვხვდები, რადგანაც მოწინავე მომლოდინეთა რიგებში ვარ და ისე, ცუდად კი მოვიქეცი, ხამივით, ყველა საგანზე დავრეგისტრირდი, ზოგი არ მაინტერესებს, ზოგი ერთმანეთს ემთხვევა, ზოგი არ ჩატარდება, მაგრამ რაც იყო საიტზე ყველაფერი ავირჩიე და აი, მიტოვების ბოლო წამამდე მექნება არჩეული, კომპენსაციაა ეს წინა სემესტრის ტანჯვისათვის, მერე ავდგები და უუუუუუუუუუდიდეს სიამოვნებას მივანიჭებ საკუთარ თავს უსარგებლო საგნების გადაყრით და ლამაზი ცხრილის შედგენით! აი ასე!!!!

კიდევ ის, რომ ძალიან გამხეცდნენ ეს ლექტორები სემესტრის ბოლოსთან დაკავშირებით და ვაიმე აღარ შემიძლია!

ხო, კიდევ, ეს რომ არ დავწერო არ შემიძლია, სულ ცინცხალი იდეა მოვისმინე როგორ უნდა დაიცვა ქალი აუნაზღაურებადი შრომისაგან. ანუ, ქალები, სახლის საქმეს რომ ვაკეთებთ (უხ, რას ჟღერდა ეს ვაკეთებთ!!!) ეს არის აუნაზღაურებადი შრომა და ამით ირღვევა ქალების უფლებები, შესაბამისად ასეთი ტიპის შრომა უნდა გადანაწილდეს თანაბრად ქალებზე და მამაკაცებზე. ამ ყველაფერში საოცარი ის არის, რომ სახელმწიფომ უნდა შეძლოს და უზრუნველყოს სახლის საქმის თანაბარი გადანაწილება ცოლსა და ქმარზე და ქალებს ბოლოს და ბოლოს უნდა მივცეთ უფლება უჩივლონ მეუღლეებს თუ ისინი არ შეასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას ანუ არ გააკეთებენ სახლის საქმეს! აბაააა! არა, იდეაზე არა, უფრო მექანიზმზე მეცინება, რავარი სანახავი იქნება კვირაობით უბნის ინსპექტორი რომ მოვა და იკითხავს: „აბაა, მოყვარულო მეუღლეებო, მითხარით ვინ დარეცხა გუშინ ჭურჭელი? და ეს უნიტაზი ვინ გახეხა? არავინ? ვისი ჯერი იყო???“ ცოლ-ქმარი ამ დროს ხალათებით უნდა ისხდნენ მორიდებით, სკამის კიდეზე და მაგიდის გადასაფარებლის წვერს აწვალებდნენ დარცხვენილები და თავჩაქინდრულები!!!





Monday, December 7, 2009

C'est la vie

შენს ნაწერებით შენს განწყობას უფრო გაიგებს ადამიანი, ვიდრე რაიმე ამბავსო...არადა, ამბების სათხრობად შეიქმნა ეს ბლოგი. თუმცა რა, ამბებიც განწყობები არაა და პირიქით, განწყობები ამბებს არ ყვებიან?
ჩემი მეგობრები მენატრებიან, უფრო სწორედ მჭირდებიან... ეეე... აქ სხვები არიან, სხვებს რა დალევს, ეს სხვები სულ არიან...მეგობრები კი ხან არიან, ხან არა, ხან გვგონია, ხან არა...

Friday, December 4, 2009

გადაივლის ეს ზამთარიც..

თოვლი მინდა და ნამდვილი დღესასწაული. გარშემო რო ყველაფერი ბრჭყვიალებს, თოვლის ფანტელები რო მოფარფატებენ, ყველას რომ რაღაც უხარია. რაღაც ახალი წლის განწყობა გადმომედო. მეგონა დავსევდიანდებოდი ახალი წლისთვის, ნაძვის ხე რომ არ მექნება, ოჯახური ფუსფუსი რომ ამცდება, ჯერ შორია ახალ წლამდე, მოვასწრებ დასევდიანებასაც :))))

Thursday, December 3, 2009

კორელაცია და ჯანდაბა...


სემესტრის ბოლომ „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“, ასეც აღარ შეიძლება, ყველაფერი მოსაწყენი და მარაზმში გარდამავალი გახდა (არც მანამდე აკლებდა, მაგრამ...). ასე მაგალითად, ორი უმძიმესი დავალება მქონდა გუშინ და დღეს, ერთი ამ დილით უნდა დამედო საიტზე, ერთიც ხვალ დილით უნდა დავდო. პირველი მათგანის წასკითხი 120 გვერდი შეეხებოდა სახრახნისის შემადგენლობას და მისი რაობისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში ლინგვისტურ და ადამიანურ ფაქტორს. ამ საკითხავის შინაარსზე ჩემი პოზიცია უნდა გადმომეცა 500 სიტყვაში, მეორე შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი მოსამართლეების პოლიტიკური შეხედულებების გავლენას მათ გადაწყვეტილებებზე, ამ უკანასკნელის შესახებაც 500 სიტყვა უნდა დავწერო, ოღონდ კორელაციისა და რეგრესიის ინტერპრეტირების შესახებ. ეხლა მე გეკითხებით, მე ამერია რამსები თუ ამათ??? გარდა აღნიშნულისა, წარმატებით ვიმსჯელეთ ფილოსოფიის ლექციაზე დილიდან უსქესო საზოგადოების პროგრესულობაზე, აუცილებლობასა და პერსპექტივებზე!!!! გადავირიე უკვე, მგონი...

Wednesday, December 2, 2009

მაღვიძარაზე წუწუნის მეორე დღე მაღვიძარას ხმის გარეშე გათენდა, თუმცა ცოტათი გვიან გათენდა. მშვენიერი, ნაყოფიერი, ძილით გაჟღენთილი, კონსტრუქტივიზმთან ბრძოლაში გალეული დღე იყო, ვერაფერს იტყვი. უკვე შევარჩიე შემდეგი სემესტრის საგნები, გადავწყვიტე როგორ უნდა გავატარო შობა-ახალი წელი, კიდევ მრავალი სამომავლო საკითხი განვიხილე და შევაჯერე, აი, სულ რამდენიმე დღეში ჩასაბარებელი თემების შესახებ ჯერაც ვერაფერი გადავწყვიტე. გამოვა რამე, იმედია :)

Tuesday, December 1, 2009


ყოველ საღამოს ძალიან მონდომებული და მობილიზებული ადამიანი ვარ, მაღვიძარას ვაყენებ, ათას გეგმას ვსახავ, როგორ ავდგები დილით ადრე, როგორ გავაკეთებ ყველაფერს, მაგრამ აი, მერე იმ რამდენიმე საათში, ძილისთვის რომაა გამოყოფილი, რა მემართება, არ ვიცი! წუხელაც ასეთი კარგი გოგო ვიყავი, დავგეგმე დილით რა უნდა გამეკეთებინა, დავაყენე მაღვიძარა იმაზე ორი საათით ადრე, ვიდრე მჭირდებოდა. ხოდა ოდესღაც რომ ჩამეძინა, მალევე დარეკა მაღვიძარამ, ჯერ ჩვეულებისამებრ 5 წუთით გადავწიე, მერე 10-ით, მერე გადავწყვიტე, რომ დილით არაფერი გამკეთებინა და პირდაპირ ლექციაზე წავსულიყავი, მერე რა ვქენი არ ვიცი (და ეს არის ამ ისტორიაში ყველაე საგანგაშო!) 10 საათზე იმ საშინელი შეგძნეით გავახილე თვალი, რომ მაღვიძარა აღარ რეკავდა :( სანამ ტელეფონი ვიპოვნე კი გავიდა კიდევ 5 წუთი და რას ვხედავ, 11-ის წუთებია უკვე :(((( 11-ზე ლექცია მაქვს, ვერ გავაცდენ სულ რომ მოვკვდე, არადა როგორ გინდა მოასწრო. ნუ, კარგი, რაღაცნაირად მოვახერხე აკრობატული ნომრების ჩატარება და თან ბანაობა და თან ჩაცმა და გეგმაზომიერად (ეეე, რა მაგარი სიტყვაა) გავედი სახლიდან. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ საააააააააააოცრად წვიმდა, აი, არაფერი რომ არ გეშველება ისე, ამიტომ მომიწია ქვედაბოლოს ჩაცმამ, შარვალი რომ არ ამომეგანგლა, ხოდა ეხლა ეს ქვედაბოლო, ჩექმები, თან გაღუნული ქოლგა (ვეღარ გაუძლო გენაცვალე ამ ქარაშოტებს და ახლის ყიდვას მე ვერ მოვაბი თავი) და მივრბივარ რომ ავტობუსს მივასწრო. თავს დავდებ, რომ ამქვეყნად ძალიან ცოტა ტკივილი და განცდა თუ აღემატება გასწრებული ავტობუსის ცქერის ტკივილს :((( ასე, ჩემი თვალით ვუყურე როგორ წავიდა ჩემი იმედის ავტობუსი, მერე არ ვიცი რამდენი ვირე ტრამვაის გაჩერებამდე (სირბილით, ქოლგით და გაწუწვით და ქვედაბოლოთი რაც მთავარია), მერე კიდე უნივერსტეტამდე და ნუ. ლექციას მივასწარი, მაგრამ მაშფოთებს მე მაღვიძარას გამორთვის ტენდენცია :შეშფოთებულნამძინარევისმაილიკი:

Monday, November 30, 2009

შენ ჩემო კარგო...გქვია და

პოეზია კარგია!
გადამეკიდა ერთი გადარეული მეგობარი ამ „ბინდი“-ს უყურეო, არადა არ მინდა, მაგრამ გაცალა ვინმემ?? მთელი ქვეყანა შეიძლება ერთ უნიჭო მელოდრამაზე ლაპარაკობდეს? ხოდა რადგანაც ვადა მომცა მეგობარმა შაბათ დილამდე, ვიფიქრე დღეს ვუყურებდი, გადმოვწერე წუხელ დიდის ამბით, ვემზადებოდი მთელი დღე, მოვიმარაგე შოკოლადი და რად გინდა, ისეთი ვერსია შემრჩა ხელთ, ხმა და გამოსახულება რომ არ ემთხვევა ერთმანეთს (ხმა იგვიანებს ასე 5-7 წუთი). ხოდა კი ვეწვალე ერთი 15 წუთი, გამოსახულებას დავიმახსოვრებ და ისე ვუყურებთქო, ან სხვა პლეერში გავუშვებ ხმას და დავამთხვევ ერთმანეთსთქო ვიფიქრე, მაგრამ მერე ნერვები მომეშალა და შევეშვი, ახლა სხვა საიტიდან ვიწერ და იმაზე მეშლება ნერვები, რომ ქლიბობა გამოდგება, ხო ვიცი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ მეც მაინტერესებს გავიგო რამ გადარია ეს გოგოები (მეც ხო გოგო ვარ, ვა). ხოდა ასე. ვიტანჯები :)))))
პარალელურად პოეტურ ხასიათზე დავდექი და მოვხსენი ჩემი ლექსების გუდას პირი.... :)

Sunday, November 29, 2009

კვირადღე

თენდება, მერე ისევ ღამდება, კვლავ გათენების იმედით ღამდება...ხანდახან მგონია, რომ არც სწავლა შემიძლია, არც ჭკუა მაქვს, არც არაფერი...ხანდახან მგონია, რომ ჩემი ყველა წარმატება მოგონილია, ალბათ არც იყო ასე, ალბათ მეგონა...არ ვიცი...რაღაცა მარტივი იყო ყველაფერი თუ რამისთვის მიმიღწევია. ამის არც სურვილით ვყოფილვარ შეპყრობილი და არც დიდი ძალისხმევა დამიხარჯავს. ახლა ვზივარ და ვფიქრობ. რაღაც მომენტში მგონია, რომ წარსულის გარეშე დავრჩი და ვფიქრობ, რა შემიძლია? ყველაზე ძალიან ის მაშინებს, რომ სურვილი არ მაქვს რამე კონკრეტული შემეძლოს. ვიღაცას რაღაც ვგონივარ? რა მოხდა მერე, მე ხომ ვიცი რომ არ ვარ! ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი და ახლა თითქოს სწორედ ეს პრინციპი მაწუხებს. მინდა ვინმესთვის რამის დამტკიცება? არა! მინდა რამის შეცვლა? არ ვიცი! ამ ყველაფერე ფიქრი კი ალბათ იმიტომ შემომიძვრება ხოლმე ტვინში, რომ რაღაცეები ამ ცხოვრებაში თავისთავადია ჩემთვის, ყველაფერი ყოველთვის ასე იყო და ახლა თუ არ არის ასე ვერ ვიგებ რა ხდება.
ვბორიალობ ეხლა მე უაზროდ და რა მინდა ხო არ იცით ვინმემ???

Saturday, November 28, 2009

მარტო სახლში

ოღონდ არაფერს ვაშავებ, მაგრამ არ მომწონს, დავბორიალებ და ხმამაღლა ვლაპარაკობ. გუშინ დიდს ამბით დავგეგმე როგორ წავიდოდი დღეს უნივერსტეტში, როგორ გავაკეთებდი ათას რაღაცას, მაგრამ ვინ გაიღვიძა?? ახლაც მძინავს მგონი. რაღაცა ირეალურ სამყაროში ვცხოვრობ, ვერ აღვიქვამ რაღაცეებს, ვერ ვგრძნობ. ერთი შეგრძნება მაქვს მუდმივად, თითქოს გამოღვიძება მინდა, რაღაცისაგან გათავისუფლება, მაგრამ ვერ, ვერაფრით. დილაობით ვიცი ხოლმე ასე, შვიდ საათზე თუ არ წამოვხტი, მერე პერიოდულად მეღვიძება და თავს ვერ ვაღწევ ხოლმე ძილს, მთელი დღე...ასე ვარ ახლაც...არ მიყვარს დაუმთავრებელი პერიოდები.!

Friday, November 27, 2009

მოგონებები


რაღაცა ისეთ ხასიათზე მოვედი, ჩემი ზარდახშის გახსნა რომ მინდება ხოლმე და ძვეეელი ამბების ამოლაგება. აუუ, როგორ მიყვარს რაღაცეების გახსენებააა, არ მომბეზრდება თუნდაც ათასჯერ მოვყვე. ეს რამდენიმე დღეა ერთი ამბავი ამეკვიატა. მოკლედ, სახლში ყავა გაგვითავდა და თითქმის მთელი კვირა ყავის გარეშე გავდიოდი სახლიდან, ყოველდღე მავიწყდებოდა ყიდვა, თან, დილით ყავა თუ არ დავლიე ხო გამოთაყვანებული ვარ, ვერაფრით ვერ ვფხიზლდები. ხოდა ყოველ დილით, ნახევრად მძინარე რომ მივბორიალებდი უნივერსტეტისკენ და ყავა მელანდებოდა ხოლმე სულ ამაზე ვფიქრობდი: შარშან აგვისტოს დასაწყისში, სანამ ჯერ კიდევ მშვიდ და დალაგებულ (მეტ-ნაკლებად) ქვეყანაში მეგონა ვცხოვრობდი, სვანეთში წავედით. ეს იყო მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების ოცნება, მართლა სუნქვა მეკვროდა მთელი გზა სიხარულისგან. რაღცა საოცრებას ველოდი და კიდევ უფრო საოცრება დამხვდა, თავისი ბუნებით, ხალხით, გარემოთი, მოკლედ ყველაფრით. ერთადერთი, სამი დღით ვიყავით და თითქმის ვერაფრის ნახვას ვერ მოვასწრებდით. მესტიაში გავჩერდით, მეორე დღეს უშგულში დავგეგმეთ ასვლა, გზად რამდენიმე სოფელში გავჩერდით და ეგ იყო და ეგ. მეორე დილა ცუდი ამბით დაიწყო, უშგული გზა ჩაკეტილიყო. ისეთი მონდომებულები ვიყავით, დროის ნაკლებობა რომ არ გვქონოდა ნამდვილად ავიდოდით ფეხით და ძალიანაც ვისიამონებდით, მაგრამ... მოკლედ სხვა გზა არ იყო, უშგულს დავემშვიდობეთ (ცრემლი ნერწყვს გადავაყოლე, დავიბოღმე და დავიმუქრე, მაინც ჩამოვალ კიდე და უფრო სერიოზულადთქო) და იქვე გაჩნდა იდეა, ჰადიშში ასვლის. ჰადიშიც ერთ-ერთი უმაღლესი სოფელია ევროპაში, 2040 მეტრზე, თეთნულდის ძირასაა და გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, საინტერესო ისტორიაც აქვს, ცნობილი ჰადიშის ოთხთავი სწორედ ამ სოფელში ინახებოდა დიდი ხნის მანძილზე. მოკლედ, გადაწყდა ჰადიში, გადავუხვიეთ „ცენტრალური“ გზიდან და...ჩვეული სურათი, წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე მოდის იქ, სადაც იდეაში სამანქანო გზა უნდა იყოს სოფლამდე. ტრანსპორტით გადასვლის შანსი არ გვაქვს, ჩამოვქვეითდით, გადავლახეთ მდინარის ერთი მონაკვეთი, ავღოღდით მთაზე და ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ამ უგზოობაში დავდექით უკვე გაშლილ სწორ გზაზე, სადღაც წინ სოფელია. მოკლედ, ასე ექვსი კილომეტრი უნდა გვევლო, გზა სწორია, ოდნავ შეღმართი, დიდი არაფერი სირთულე, მაგრამ გარშემო სიცოცხლის ნიშანწყალი არ არის, სათიბები, სათიბები, სათიბები. ცხოველიც კი არ შეგვხვედრია! ყველაზე წინ მივდივარ, მერე რამდენიმე ადამიანი დამეწია და მივდივართ, აღარ დამთავრდა აღარასოდეს ეს გზა. უკვე საათის მიხედვით მისულები უნდა ვიყოთ, მაგრამ სოფელი და ადამიანი კი არა, სათიბებიც აღარ ჩანს, ერთადერთი, რაც გვამშვიდებს ის არის, რომ გზიდან გადახვევის თეორიული შანსიც კი არ გვქონდა ანუ სწორ გზას ვადგავართ და ბოძები (აი, ყველა სოფელში რომ არის, დიდი, რკინის ბოძები, არ ვიცი ელექტროენერგიისაა თუ რისი), ლოგიკურად, სანამ ეს ბოძები არის, სოფლის არსებობის იმედიც არის! ერთი პერიოდი ისიც კი ვიფიქრეთ, იქნებადა უკვე გადავედით საზღვარზე და ახლა თუ დაგვადგა ვინმე ცხენიანი ყაბარდოელი და წაგვასხა შინ ცხვრებივითთქო. ამაზე დიდხანს ვიცინოდით, ბოლოს იმდენი ვილაპარაკეთ, მგონი გულის სიღრმეში ყველას გვქონდა ეჭვი რომ საზღვარი გადაკვეთილი გვქონდა. მოკლედ, მივდივართ უგზოდ და უიმედოდ, უკვე ვნერვიულობთ, იმიტომ რომ იგივე გზა უკანაც გვაქვს გასავლელი, მესტიაში ვართ დასაბრუნებლები, მძღოლი მარტო გვყავს დატოვებული სადღაც გზისა და მდინარის შესაყართან. ბოლოს შაკომ გადაწყვიტა, აი ეს აღმართიც გადავიაროთ და მივბრუნდეთ, აზრი აღარ აქვს მეტ სიარულს, ვერ მოვასწრებთო. ყველაზე მწარე ასეთი გადაწყვეტილების მიღებაა. ყველაფრისთვის მზად რომ ხარ, უდიდესი ენერგია რომ დახარჯე და უცებ, უარი რომ უნდა თქვა, რომ უნდა დანებდე. ყველამ იმედის თვალით შევხედეთ ბოლო აღმართს, ავიარეთ და...ჯერ თეთნულდმა მომტაცა თვალი და მის ძირას შეყუჟულმა სოფელმა!!! რაღაცა არააამიანური სიხარული იყო. მანქანით ის გზა არაფერია, ვერც მიხვდები ისე მიხვალ ჰადიშში, ერთი ჩვეულებრივი სოფელი გეგონება ალბათ, მაგრამ მთელი ეს უმკაცრესი და უკაცრიელი გზა ფეხით, უიმედოდ რომ მიდიხარ, ამ სოფლის დანახვა რაღაცა ათასმაგი დატვირთვის მატარებელი ხდება. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, როგორი სოფელია, რა მომეწონა, აზრი არ აქვს. სვანეთი - ჩემთვის უკვე ყველაფერს აღმატებულ ხარისხში აყენებს, შესაბამისად, ულამაზესი, უკარგესი, უმშვენიერესი...საოცრება. უკვე სიცოცხლის ნიშან-წყალი, პირველი ძროხა დავინახეთ, რამდენიმე ნაბიჯში ძაღლმაც შემოგვიყეფა, მერე ადამიანებიც გამოჩნდნენ, გველოდებოდნენ, წამოსვლამდე მუზეუმიდან დარეკეს სოფელში, იცოდნენ, რომ ეკლესია და ჰადიშის ოთხთავის კოშკი გვაინტერესებდა. ჩვეულებრივი, ალალი, სვანური სტუმართმოყვარეობით შეგვხვდნენ, დაგვათვალიერებინეს (სვანურ ეკლესიებზე და საერთოდ იმ საოცრებაზე, რაც იქ ვნახე, ლაპარაკი არ შემიძლია, ოდესმე, შესაფერი სიტყვები თუ მოვძებნე, დავწერ რამეს), კარტოფილიანი პურები დაგვიცხვეს, რახი დაგვალევინეს, კომპოტი გაგვიხსნეს, უგზოობაზე დაიჩივლეს, სევდიანად გაგვიღიმეს... პატარა სკამი იდგა ეზოში, სკამზე სინით იდო საჭმელი, ნამგზავრები ხართო, უბრალოდ შემოგვთავაზეს, სამზარეულოში დიასახლისი ფუსფუსებდა, ჩვენ დამშეული ველურებივით მუსრს ვავლებდით მათ ვინიცისრამდენხანსსამყოფ სანოვაგეს. მე თეთნულდს ვუყურებდი, ჩემს პირდაპირ ზუკა იდგა, ყველს და პურს ჭამდა და უცებ დავინახე, როგორ გაუფართოვდა თვალები და რაღაცა არაადამიანური განცდა აღებეჭდა სახეზე. ლუკმა გაუშეშდა, გაქვავდა, თვალები დაქაჩა. მის სახეზე წაკითხული ემოცია იმხელა იყო, დავიზაფრე, ნელა მოვტრიალდი და....ჩემს სახეზე რა წაიკითხეს აღარ ვიცი უკვე, იმიტომ რომ 2040 მეტრის სიმაღლეზე, რამდენიმე საათი უკაცრიელ გზაზე სიარულის შემდეგ, დაღლილ-დაქანცულებს, ძალაგამოცლილებს, სხვა სამყაროში გადასულებს, სხვა საუკუნეში გადასულებს, დიასახლისმა ნალექიანი ყავა მოგვართვა.....

მასპინძლები დავლოცეთ, არ ვიცი რახით, არ ვიცი ემოციებით დავთვერით...უკვე ბინდი იყო რომ წამოვედით, არავის დავლოდებივარ, სულ მარტომ ვიარე მთელი გზა, არც საცალფეხო ბილიკების შემშინებია, არც ადიდებული მდინარის, არც უკაცრიელი ადგილების...

P.S. ჰადიშში 45 კოშკია, ვიკიპედიის მონაცემებით 2002 წელს აქ 60 ადამიანი ცხოვრობდა, შარშან მასპინძელმა გვითხრა 8 ოჯახიღა დავრჩით (დაახლოებით 40 კაცი), მაგრამ მალე ბავშვს სკოლაში უწევს წასვლა და მომიწევს მეც გარდაბანში გადასვლაო....

Thursday, November 26, 2009

მთა მიყვარს...


ხეტიალი და ბორიალი მიყვარს, კარვის სუნი მენატრება ხოლმე, ველურივით ცხოვრება. მთა აწრთობს, ხასითსაც აწრთობს, ურთიერთობებსაც აწრთობს, მე ასე მჯერა...ყველაზე დიდი სიამოვნებადაპყრობილი მწვერვალიდან გადმოხედვაა, ასეთი განცდა, ასეთი სიხარული სხვა რამ უნდა მოგანიჭოს, არ მესმის..წარმომიდგენია რას გრძნობენ რთული მწვერვალების დამპყრობლები. მთელი გზა კვდები, მთელი გზა გღრღნის ფიქრი, რომ აღარ გინდა, აღარ შეგიძლია, სულ გინდა სადღაც დარჩე, მერე თავს პირობას აძლევ, რომ მეტს აღარ იზამ ეს თუ ოდესმე დამთავრდება, მერე ბოროტდები, იბოღმები, გიჟდები და ბოლოს, როგორც იქნება ააღწევ მწვერვალზე, გადმოიხედავ და...იმ წამსვე თანახმა ხარ ორი იმდენი გზა და სირთულე კიდევ გაიარო, ოღონდ ეს იგრძნო...მწვერვალზე როდესაც დგეხარ, ფრენა გინდება, საოცრად გინდება გადაეშვა ამ ღრუბლებში, ალაგ გამოჩრილ სიმწვანეში, ალაგ თოვლში, ალაგ წყალში...მთელი სამყარო ჰარმონიაა ამ დროს...ხმის ამოღება არ გინდება, მარტო ჯდომა და ამ ყველაფრით ტკბობა გინდა, თან შენს მიერ დაძლეულ სიძნელეებს ხედავ...შეიძლება მართლა შეიშალო...მთა თავს არარაობად გაგრძნობინებს, გბოღმავს კიდეც, მაგრამ თავს ისე გაყვარებს, ერთხელ თუ მოიწამლე, ვეღარ შეეშვები, ვეღარასოდეს... მთაში მინდა... თუნდაც რამდენიმე დღით, თუნდაც უმარტივეს მწვერვალებზე, თუნდაც ერთი წამით მინდა ღრუბლებში ვიყო და მთელი დაღლა და განცდები მწვერვალზე დგომის, რაღაცის დაძლევის, ჰარმონიის აღქმის ემოციამ წალეკოს...

Wednesday, November 25, 2009

გახსენებაც არ მინდა...

რაღაცა გაზაფხულის ამინდი გვქონდა დღეს ბუდაპეშტში. როგორც ჩემი (და თურმე არა მარტო ჩემი) ემპირიული ცოდნა მკარნახობს, ხვალ იწვიმებს... თუ არ იწვიმა, ეს ნულოვანი ჰიპოთეზის უარყოფის საქმეში მარცხი იქნება და უნდა დავივიწყო ემპირიული ცოდნები მაშინ. ეს ლირიული გადახვევაა, პოპერის თეორია და ყოველგვარი საშნელება. ისე, ძალიან არასაგაზაფხულო ხასიათზე ვარ, აღარ შემიძლია, მთელი კვირაა უკვე გავმანიაკდი და ომის კადრებს ვუყურებ, რაღაც სურათებს ვეძებ, ფილმებს ვნახულობ, მერე მოვთვამ, გულს ვიხეთქავ, ღამე ვეღარ ვიძინებ და რა მაზოხიზმით დაკავება მეტაკა ვერ გავიგე. თან, ადრინდელისაგან განსხვავებით ამ ყველაფერს როგორც გლობალურ (ქვეყნის მასშტაბით) მოვლენას ვეღარ აღვიქვამ, ბოლო ომმა ამ უბედურებისათვის ერთი ადამიანის, ერთი უბრალო გლეხის თვალებით მზერა შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და ეს თითოეული მზერა გულს მისერავს...
ამას ქვია გავჭედე, ახლა თუ დავიწყე, დღესაც მძაფრსიუჟეტიანი ღამე გამომივა, არ მინდა ომი...

Tuesday, November 24, 2009

ერთსა და იმავეზე ლაპარაკს აზრი აქვს??? არ აქვს!!!

Monday, November 23, 2009

გიორგობა

გილოცავთ ყველას, ვინც ისვენებდით დღეს და ბედნიერად გრძნობდით თავს :) მშვენიერი დღე იყო დღეს, ბოლოს პოლიტიკას რომ არ ჩაეშხამებინა :) რას იზამ...ისეთი დღეა, ვერ გაექცევი ამ თემებზე საუბარს. არადა, არ მინდა. ადამიანი ერთხელ დაიბადო და ორ ომს, ერთ რევოლუციას, ორ დიქტატურას და კიდე კაცმა არ იცის რას მოესწრო??? ხო შეიძლება არ გინდოდეს??? გვეშველება იმედია რამე, ბოლო იმედია...

Sunday, November 22, 2009

N 1 უსაქმური :)

გადასარევი შაფათ-კვირე გავატარე :) ხვალიდან ისეთ ენერგიულობას და ათას საქმეს და სამყაროს გადატრიალებას ვგეგმავ, რომ...ძალიან კარგად იქნება ყველაფერი და ვაიმე რამდენი საქმეა, რამდენი რამეა მოსასწრები, გასაკეთებელი, მე კიდე ვზივარ აქ, არც კი მრცხვენია!

მოვეშვი...

ცარიელი დღე იყო, როგორც ხშირად. რაღაც ისეთი, ცხოვრება რომ გვერდით მიდის და შენ რომ შორიდან უყურებ. ჩემს ხასიათში ამ მომენტს ვერ ვიტან, ხშირად რომ ვდგები არაფრის ნდომის განწყობაზე, ხშირად რომ ვჩერდები და ყველაფერი რომ ქრება გარშემო. შესაბამის ხასიათზე ვარ, მეძინება, ვერც გავიგე როგორ გავიდა დღევანდელი დღე...

Friday, November 20, 2009

მეძნება...მგონი

ან უკვე ისე მეძნება, რომ გადამიარა ძილის შეგრძნებამ :)

Thursday, November 19, 2009

წერტილები

დავიღალე გლობალიზაციით, თანასწორობით, ტოლერანტობით და ათასი უმაქნისი იდეით. ნაკვესი გამოვაცხვე დღეს, თუ რაღაცა ჯანდაბა. არადემოკრატიული, არატოლერანტული, არაპოპულარული, არაპროგრესული, მინდოდა გამომექვეყნებინა, მეზარება რაღაც...
შემომიძვრნენ თავში ისევ მავნე ფიქრები. წერტილების დასმას ვერ ვსწავლობ, ყოველთვის ცხოვრება სვამს ჩემთვის წერილებს, არ მომწონს :((( არადა, მნიშვნელოვანია, საჭიროა, აუცილებელია, მე კი ვერ ვსვამ წერტილს, ვტეხ საკუთარი თავისთვის მიცემულ დაპირებებს, ათას სისულელეს ვაკეთებ...სადამდე???? ძილ-ბურანში ვარ, უაზროდ ვარ, დამაწვა ეს უწერტილობა :((((

გადავრიე..

თავი მტკივა, მეძინება, თვალები მეწვის, სამეცადინო მაქვს, სახლში მარტო ვარ და არ მომწონს, მცხელა, მაგრამ ფანჯარას ვერ ვხსნი, ვირუსებს ვპოულობ და ვერ ვშლი... :(((
მას მერე, რაც ჩემი კომპის დასნეულების ამბავი გაიგო, დედაჩემი მეუბნება რომ ვიღაც მისი ნაცნობი შემოვა ჩემს კომპიუტერში (რაღაც ეშმაკის მანქანებით, თურმა რაღაცა პროგრამა ყოფილა ეგეთი) და გადააყენებს ვინდოუსს :))) რა თქმა უნდა „ეშმაკის მანქანა“ ტიმვიუერია და ვინდოუსის გადაყენება - ვირუსის წაშლა, მაგრამ ამაზე აღარ ვედავები (ერთი კვირა ვედავე), ხოდა დღეს დავნებდი! იმის წარმოდგენაც არ მინდა ის ადამიანი როგორ შეიკლა ხელში, რადგან საღამოს სკაიპი რომ ჩავრთე მომივიდა დაახლოებით ამ შინაარსის მესიჯი: „შენი კომპი უნდა გავაკეთო და იმედია საქმის კურსში ხარ“ (სტატუსადაც ეს ეყენა ისეთ დღეში ჩააგდო) :)))) და დიალოგი დაიწყო: „რა ჩივილები აწუხებს კომპს??“ მას მერე დედაჩემისგან ნაწამები ადამიანი მე ვაწამე (და ჩემმა ვირუსმა). ამ ვირუსული მირაჟის თუ მირაჟული ვირუსის დევნა არ ვაკმარე, ბოლოს კლავიატურა გამეჭედა და ვაიძულე ემკითხავა რა იმალებოდა დაშიფრული ნაწერის უკან. ძალიან წარმატებული კი აღმოჩნდა, ვერაფერს იტყვი, პირველივე ცდაზე მიხვდა რომ 62-OK-ს, ხოლო 0ად36ბა - მადლობა-ს ნიშნავდა. მოკლედ, დაშიფრული ტელეგრამები კი გავშიფრეთ, მაგრამ ვირუსს ვერაფერიც ვერ ვუქენით. გუშინდელი მდგომარეობისაგან განსხვავებით, დღეს ანტივირუსი აღარ მაქვს (აქამდე რო მქონდა თორე ხო დაამტვრია ერთი ბუდე კვერცხები და რა საჭიროა :P) ეს ვირუსი კიდე არსადაც არ არის, არ ჩანს, მაგრამ აი, კოშმარ ფილმებში რომ არის, ზურგს უკან სუნთქვას რომ გრძნობ, ეგრეა ეგ ჩემი ვირუსიც და ასე, როდის იჩენს თავს, არავინ იცის.
ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, არეულ სახლში რომ გემართება დაღლილ ადამიანს, ვერსად რომ ვერ ჯდები და ფეხზე დგომის თავიც რომ აღარ გაქვს...
ხოდა დღევანდელი საღამოს პერიპეტიების გამო, ვერც წავიკითხე, ვერც დავწერე, ვერც ვერავის ველაპარაკე და მოვიწყინე... :(((

Tuesday, November 17, 2009

ისევ დაბრუნდება, ჩვენი გაზაფხული...


არც კი ვიცი რამის დაწერა მინდა თუ არა საერთოდ, რაღაცა უაზრო დღე იყო, ისეთი, ადრე დაღამება რომ გაწუხებს, განათება რომ არ გყოფნის, ჰაერი რომ არაა არსად. არ მიყვარს ასეთი დღეები, უაზროდ ვსევდიანდები ხოლმე და არ მომწონს ასე :) არადა დილიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო.

ეს „ისევ დაბრუნდება“ ავიჩემე ძალიან. ჩემი კომპი მხოლოდ ინტერნეტს აღიქვამს და სურათების ფოლდერს, დანარჩენი აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია ჩემთვის, მუსიკის მოსმენა ინტერნეტ-საიტებზე მიწევს და რა თქმა უნდა ირაკლი ჩარკვიანი ჩავიხვიე, ეს სიმღერა არც მქონდა მოსმენილი და ავიჩემე ეხლა. როგორ მაინტერესებს ვინ დაადო ეს კადრები ამ მუსიკააას, ეგეთი ადამიანები ცალკე ფენომენია ჩემთვის. ისეთი კადრები ადევს, სულ შეგრძნება მაქვს, რომ რომელიმე ფართოდ გავრცელებული, მარადიული სიყვარულისა და ჰარმონიის დამამტკიცებელი სლაიდ-შოუ დაიწყება და იწყება ჩარკვიანი, გადაირევი რა...

ხო, კიდე ახალი ამბავი ისაა, რომ ეს ჩემი კომპი ნელ-ნელა პიროვნებად ჩამოყალიბდა, თავისი შეხედულებები აქვს და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს, მთავარია ახლა ფეხი არ აიდგას და ყველაფერი კარგად იქნება, ისე შევეჩვიე უკვე ორმოც წუთში ერთხელ დარესტარტებას, რომ თუ თავისით არ რესტარტდება, ნერვიულობას ვიწყებ :) კიდე ის, რომ სანამ ის ამბავი დავწერე, დოკუმენტებზე ხელი აღარ მიმიწვდებათქო, რამდენიმე მათგანი გამიხსნა უმანკო თვალებით :)))) ვაიმეეეეეეე, მუსიკალური ფაილებიც გახსნა, გადავირევი ეხლა, ვორდიც გახსნააააააააა, დედააა, რა ჭირს ნეტა????? და რაღაცა იმ ვირუსის შემახსენებელ ამბავსაც აღარ აჭყიპინებს სამ წუთში ერთხელ!!!!
ვაიმე, ნეტა ხო არ მეჩვენება?????

ავნერვიულდი ეხლა რაღაცა

Monday, November 16, 2009

ანას დილემა


უნივერსტეტში ერთ-ერთი სავალდებულო საგანია კვლევის მეთოდების შესწავლა, ადრეც გიყვებოდით, საკუთარი პოზიციის წერა და ფორუმზე პოსტვა და ყველაფერი უბედურება ამ საგანთანაა დაკავშირებული. ლექტორის ზე-ორატორულ მონაცემებზე არ დავწერ, თორე მერე კიდევ ერთხელ მომეშლება ნერვები. ხოდა, მოკლედ ამ საგანში ერთ-ერთი ლექცია შეეხებოდა ე.წ. „თამაშის თეორიას“, იმეტყველა ბევრსი ჩვენმა თამაზამ ამ საკითხზე და იმ შაბათ-კვირას ფორუმზე ახალი თემაც გამოჩნდა, დასაპოსტია ორშაბათამდე.... ერთი უბედურება მჭირს (სხვა მრავალთან ერთად) ვიღაცეების საკუთარ თავში დარწმუნებულ სახეებს რომ ვუყურებ, ვერაფრით ვერ ვიჯერებ რომ ეს მხოლოდ იმიჯია, მგონია მართლა ჭკვიანები არიან, მათ აზრებს რომ ვისმენ ჯერ ვთარგმნი (ოღონდ ინგლისურიდან ქართულად კი არა, გაუგებარი და უამრავი, ზოგჯერ უსარგებლო ტერმინით დამძიმებული ენიდან მარტივ, ჩვეულებრივ, კარტოფილის გამყიდველისთვის გასაგებ ანუ ჩემს ენაზე), მერე ვცდილობ რაიმე ღირებული ვიპოვნო ამ ყველაფერში და დიდი ხნის წვალების მერე არაფერი რომ არ გამომდის, ვხვდები რომ პირველივე ჯერზე გაჩენილი ეჭვი ჩემს თავსა შინა, მართალია (როგორც ყოველთვის) და მოკლედ, ასე ვფალნგავ დროს ძირითადად! ხოდა ამ ფორუმზე დასაპოსტადაც ჩავთვალე რომ ვიღაცეები ჩემზე ჭკვიანურს მოიფიქრებდნენ რამეს და ვიფიქრე, წავიკითხავ, ვნახავ რას წერენ, რამე სისულელე არ დავწერო მეთქო. ხოდა გამოცხვა პირველი პოსტი, ჯერ რომ შევხედე გული გამისკდა, ლექციის მოსამზადებელ მასალაზე მეტი ეწერა ავტორს (ამ საგანში საკუთარი პოზიციის გამოსახატავად 500 სიტყვა გვაქვს დასაწერი და პირველივე დღიდან ყველა ამ 500 სიტყვაზე წუწუნებს ჩემი ჩათვლით, ასე მესამე კვირაში აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთი იამზე წუწუნებს, რომ 500 სიტყვა ცოტაა...რას გაიგებ), კარგი, ჯანდაბას ჩემი თავი, დავიწყე კითხვა და ნუ, ჯერ ხო ეს ტერმინები და მაღალფარდოვანი საუბრები და მერე მთელი პოზიცია აგებული პატიმრის დილემაზე. აი, პატიმრის დილემის მსგავსად, როგორც პატიმრის დილემა მოწმობს და ა.შ. მერე ვიღაცეების გამოხმაურებასაც გადავხედე და პატიმრის დილემა, პატიმრის დილემამ, პატიმრის დილემას. ანუ ეს შნეი პატიმრის დილემა ყველამ იცის რა არის ჩემს გარდა. თან არათუ იცის და გაუგია, ისეთი თავისთავადია ამის ცოდნა, რომ მართლა შემრცხვა. მეორე ლექციაზე კი გამოვარკვიე პატიმრის დილემა რაც არის და მის არცოდნაში სასირცხვილოც ვერაფერი დავინახე დიდად (ან თავი დავიმშვიდე), მაგრამ მას მერე ჩემთვის გაუგებარ საკითხებს (მათ შორის იმდღევანდელ პოსტსაც) ანას დილემა დაერქვა.


ხოდა ამ ბოლო დროს რამდენიმე დილემა მაწუხებს განსაკუთრებით:

1. ხელთათმანები ვიყიდე და ძალიან მომწონს და სახლიდან რომ გავდივარ ყოველთვის ვიცმევ ხელთათმანს, მაგრამ მერე კარი რომ მაქვს ჩასაკეტი, იმდენს ვწვალობ, სულ იმაზე ვიფქრობ როგორ ახერხებენ ქურდები ხელთათმანებით მუშაობას????

2. ეს ჩემი მეზობელი ორგანულ ნაწარმზეა დაცენტრილი. მაღაზიაში ამასთან ერთად წასვლა ნიშნავს შეისწავლო ყველა პროდუქტის წარმომავლობის უმცირესი დეტალებიც კი. ასე აიჩემა ორგანული კვერცხებიო და სამი დღე ლაპარაკობდა ამ თემაზე და მეც მშვიდი ღიმილით ვუსმენდი, სანამ არ გადაწყვიტა კარგად აეხსნა რას გულისხმობდა: ამას იმიტომ ვაქცევ ყურადღებას, რომ ზოგიერთ ფირმას ვენდობი, ქათმებს კარგად ეპყრობიანო. თავიდან მეგონა მომესმა, მაგრამ იმავე შემართებით რომ გააგრძელა არ მინდა დეპრესიაში მყოფი ქათმის კვერცხი ვჭამო, რომელიც კვერცის დადების დროს სტრესის ქვეშ იყოო, მაშინ კი გამახსენდა ბავშვობაში, ქროლში კარი-კარ შეგროვებული და მამიკასად მონათლული კვერცხები რომ მაქვს ნაჭამი და ნეტა ეს ჩემი მელანქოლიკობა მამიკას დასტრესილი კვერცხების ბრალი ხომ არაა? ა?

3. ადამიანის სიკვტარეს და უხელფეხობას საზღვარი აქვს???????


კიდე მაწუხებს გარკვეული დილემები, მაგრამ ყველაფერს ერთად ხომ არ დავწერ!


P.S. დღეს დილით ლაპარაკის ხმამ გამაღვიძა (სავარაუდოდ მეზობლებისამ) და უცებ, სანამ გამოვფხიზლდებოდი, მეგონა სახლში ვიყავი, მამაჩემი სამსახურში მიდიოდა და დედაჩემთან ქონდა „დილის ტკბილი საუბარი“, უხ, მომინდა უცებ სახლში...

Sunday, November 15, 2009

უფ...


მთელი კვირა ვირუსისგან ტანჯვის შედეგად მოვიპოვე ვინდოუსის გადასაყენებელი ორი დისკი. ერთი მათგანი უნგრული, მეორე - გაკაწრული, შევაჯერე მონაპოვარი და მივიღე უნგრული და გაკაწრული დისკი ანუ ვირუსმა ჩამცინა და მშვიდად განაგრძო არსებობა, არაფერიც არ ეშველა ჩემს ვარდისფერას. ისეთი სასოწარკვეთილი ვარ, არც ვიცი რა ვუყო, უკვე იმ აზრსაც შევეგუე რომ მთელი სანუკვარი ინფორმაცია შეიძლება დავკარგო, ახლა ერთადერთი იმაზე ვიფქრობ, გადასაგდები არ გახდეს ეს კომპიუტერი, თორე მერე არ ვიცი რა მეშველება :((( დილიდან ამასთან ბრძოლით და სახლის ლაგებით ვარ დაკავებული და არაფერიც რომ არ გამოვიდა, ჩემმა მეზობელმა იმის შიშით, ახლა ამან მართლა თავი არ მოიკლასო, ადგა და ბლინები გამიკეთა, უხ, რა საყვარელია, ყველიანი და ბანანიანი ბლინები მივირთვით (ნეტა დანელია თუ კითხულობს ამას :)))) ) ხოდა ასე, ახლა ვარ სუფთა, ლამაზ სახლში, დავირუსებული კომპიუტერით...ამას რომ გავაკეთებ (იმედი ბოლოს კვდება), სახლი იქნება ისევ ქაოტურ მდგომარეობაში...არ არსებობს რა ამქვეყნად სრულყოფილება :(

Saturday, November 14, 2009

ლენინი და ბავშვები


მემენტო პარკში ვიყავი, ლენინთან სურათები გადავიღე :))) ვითომ სამშობლოში არ მაქვს კომუნისტური გადმონაშთი ძეგლები, ისე გადმოვიხვეწე აქ ამ ლენინების და მარქსების სანახავად (სამაგიეროდ, ამათ სტალინის ძეგლი არ აქვთ!). ისე, საქართველოში მარქსის ძეგლი არ გვქონია ხო?? საინტერესოა რა, ძალიან მომწონს ამ ხალხის მიდგომა ასეთი საკითხებისადმი! რატო გადავადნეთ ყველაფერი რაც იყო? თბილისის ხელისუფლებას ერთი ასეთი პარკის იდეა უნდა მივაწოდო რა, „წინა მთავრობის დანატოვარი“ უნდა ერქვას პარკს და ყველაფერი, რაც ახალ ლიდერს ახალი წელთაღრიცხვის გამოცხადებაში ხელს შეუშლის იმ პარკში უნდა გაუშვა, მაგარი იქნება :)))) ხოდა ასე, ბევრი ვიბორიალეთ, ამინდიც ისეთი იყო, სუსხიანი და რა ვიცი, მომეწონა მე ეს პარკი და დღევანდელი დღე, ოღონდ ისევ თავი მტკივა და მე მგონი მოსაჭრელია რა :)))

Friday, November 13, 2009

სახეს ნუ მალავ...


რაღაც აქტიური დღე იყო თითქოს, ბევრი სიცილებით, ბევრი ბორიალით, ბევრი პოზიტივით. საბოლოოდ გამოვიფიტე ცოტა, მაგრამ დაღლილობის ბრალია ეტყობა :) გაივლის ესეც...დღეს პარასკევია, 13 ნოემბერი და არაფერი ცუდი არ მომხდარა, იმედია დარჩენილ ოც წუთშიც არაფერი შეიცვლება...არასოდეს მჩვევოდა ცრურწმენები, ყოველთვის მეცინებოდა ასეთ რაღაცეებზე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ორჯერ მახსოვს პარასკევს რომ დაემთხვა 13, ერთი ცამეტი აგვისტო იყო, ერთიც 13 მარტი...ძალიან ცუდად მახსოვს ორივე დღე, ამაზე ვფიქრობდი დილიდან, მაგრამ დღეს ყველაფერმა კარგად ჩაიარა :))))

ახლა დაღლილი ვარ და რაღაც ისეთ, გულახდილობის ხასიათზე დავდექი, მგონი მეძინება...მეზარება გულახდილობა, რამე ახალი ნიღაბი მინდა, სუუულ ახალი, ხალისიანი, ცინიკური, ცივი, რომ ვერ მიეკარები და შორიდან მოგნუსხავს ისეთი... მოვძებნი ალბათ რამეს :)

ხანდახან ადამიანები იმაზე უფრო მარტივები და პრიმიტიულები არიან, ვიდრე მე მგონია, ამიტომ არ ამართლებს ჩემი ანალიზები, დასკვნები და ტვინის ჭყლეტვები :)))) რას იზამ...

Thursday, November 12, 2009

მზე...

დილით რომ გავიღვიძე, მზე ანათებდა, უცებ მივხვდი რომ ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი უნდა დაიკიდო და დაივიწყო, სახლიც დალაგდება (დალაგდა უკვე, დღეს იყო დამლაგებელი და ისევ თეთრია ჩემი აბაზანა), კომპიუტერსაც ეშველება (თუ არადა, უკომპიუტეროდაც შეიძლება ცხოვრება), აბურდული სიტუაციებიც გაიხსნება ნელ-ნელა, ცუდ და ფუჭ სიზმრებსაც აღარ ვნახავ, ერთსა და იმავე შეცდომასაც აღარ დავუშვებ, ყველა წვრილმანზე გულიც არ მეტკინება, გაზაფხულიც მოვა :)))
მადლობა ყველას ვინც გამიძელით, ან ვისაც უარეს დეპრესიაში მყოფი აგიტანივართ. :)
დღეს რამდენიმე მეგობარიც შემეხმიანა, ერთმა ჩემმა მეგობარმა, უფრო სწორად ორმა, ხელიც მოაწერეს (იმედია, კიდევ არ გადაედოთ ეს ამბავი), ხოდა მივხვდი რომ სამყარო სიყვარულისთვის არსებობს და უნდა გაიღიმო და ასე :)))
თითქოს აქამდე არ ვიცოდიიი, რას იზამ...
ახლა, რომ მოსაღამოვდა ცოტა კი მოვიწყინე, მაგრამ მაინც საზეიმოდ ვაცხადებ: არაგეგმიური დეპრესია დაძლეულია!!!!!!

Wednesday, November 11, 2009

დეპრესიადეპრესიადეპრესიადეპრესია

საზიზღარი კვირაა რა, ყველაფერმა ერთად შემომიტია, არ შემიძლია ამ ვირუსის, პრობლემების და თავის ტკივილების და ყველა აუტანელი არსების ერთად ატანა :((( არადა, რა კარგად ვიყავი ახლა დავიწყე მსოფლიო სევდებით თავის დამძიმება...მელანქოლიკობის გამოვლენა, გამახსენდა რომ მარტო ვარ, მცივა, უცხო ქალაქში ვარ, ჩემებს ერთი წელი ვერ ვნახავ (ნუ...32 კვირა), რომ ღორის გრიპი მძვინვარებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღსადგენია, ჩემი სამშობლო მისახედია, სომალიში ბავშვები შიმშილით იხოცებიან (ბავშვობაში ასე ვიცოდი და ასეა ახლაც, რა უნდა დამართნოდათ მას მერე რო??) და რა ვიცი კიდე, ვინმეს რამე თუ გაგახსენდეთ, შემომაშველეთ, ყველაფერზე ერთად უნდა ავიტკივო თავი ამ კვირაში :((((((((((

Tuesday, November 10, 2009

დავიღალე

აღარ თენდება ბუდაპეშტში, სუუულ ღამეა, წვიმს და ღამეა...ჩემი სახლი ჭუჭყიანია, კომპიუტერი - ვირუსიანი, მე ქათამივით ვარ, ვერაფერს ვერ ვწყვეტ, ვერაფერს ვერ ვაყალიბებ, არ მინდა ასე...თავი მტკივა მე.... :((((

Monday, November 9, 2009

იმედგაცრუებები...


დღე იყო...ნუღა იტყვი!




გუშინ მთელი დღე სახლის ლაგებას და განსაკუთრებით აბაზანის ხეხვას შევალიე, მერე ისეთი ბედნიერი ვიყავი ყველაფერი რომ ბზინავდა, რომ აბაზანაში გულის საამებლად შევიხედავდი ხოლმე... „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი“... დღეს დილით ვიღვიძებ და ამ ჩემს სიმწრით ნახეხ აბაზანაში სამი კაცი არ არის???? რა უნდოდათ, რას ეძებდნენ... მოკლედ, აღმოჩნდა (გუშინ, გვიან საღამოს) რომ დღეს დილიდან მუშები გვყავდა, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინათ ნიშანდობლივ, ამის ამოცნობა ჩვენი და ჩვენი უნგრელი მეზობლის (ვაფლებს რომ მოვუკითხავთ ხოლმე) ჟესტების ენაზე საუბრის უნარს აღემატებოდა, ხოდა ამ დილით, მე რომ გავიღვიძე ისინი უკვე იქ იყვნენ, აბაანა ოკუპირებული ჰქონდათ, ცხელი წყალი დემობილიზირებული, სამზარეულოს კარი ღიად დატოვებული და დააბოტებდნენ მთელს სახლში რაციებით (მთელს შენობაში ცვლიდნენ რაღაც მილებს და ეტყობა ჩვენ ცენტრალურ ადგილას ვართ დისლოცირებული, თორემ აბაზანასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენ არ გვქონია). ხოდა ვიყავით ასე, ფრიად გაჭირვებაში. საველე პირობები გავიხსენე და პირის დაბანა და კბილების გახეხვა კი მოვახერხე, მაგრამ მთლად თვის დაბანა გუდამაყრის სტილში არ გამომივიდა, ის კი არა, ასე 12 საათზე შემომივარდა (კი ჯოხით დადის მაგრამ მაინც) ის ჩემი მოხუცი მეზობელი და სულ ჯიკავ-ჯიკავით გამათრია თავიანთ ტუალეტში, თან უნგრულად მეტყველებდა განუწყვეტლივ, წამოდი შე საცოდავო, რა დღეში ხარ სახეზე გეტყობაო, ალბათ ამას თუ მეუბნებოდა :))))) ხოდა ასე. ეს ერთი პრობლემა, რომ კვირა დაიწყო აურზაურით, მე ვერ მოვახერხე დილით ბანაობა (ეს ჩემთვის ამქვეყნიური კატასტროფების ტოპ ხუთეულში შედის), ვიღც კაცები დააბოტებდნენ სახლში. ამის მერე კომპს ეტაკა რაღაცა ჯანდბა, ისეთი ვირუსი ჩამოვწერეეე, თვალით უნახავი, გადამრიააააა, სულ გაშავდა, რაღაცა არაადექვატური გახდა და ნუ, მოკლედ.


ახლა ავეწოწე მაინც, ჩამოვიმხე თავზე ქუდი (რომელიც წინა კვირას კოხტად მეფარა, იმიტომ რომ იმიჯი იყო და ახლა ჩამოვიმხე იმიტომ, რომ თმას ვერ მოვუხერხე ვერაფერი), ჩავტენე ეს კომპი ჩანთაში და წავეხეტე უნივერსტეტში. იქ, რამდენიმე „პროფესიონალს“ ვანახე კომპი და ყველამ უიმედოდ გადააქნია თავი, მაგათმა კი არა თვით დიდმა კვაჭმაც ვერაფერი ვერ უშველა ისეთი ვირუსი მოვძებნე, აბააა, ნიჭი მაქვს მე, ნიჭი. ამ ბორიალში ტელეფონი და ჩემი უნივერსალური რვეული სახლში დამრჩა, ანუ უნივერსტეტშიც კაი გაოგნებული დავდიოდი.




მაგრამ სახლშ მოსვლის მერე დაიწყო საოცრება თუ დაიწყო. ჯერ ერთი შემოვედი თუ არა, გავიყინე (მთელი დღე ღია ქონდათ კარი მუშებს), მერე იატაკს მივეწებე (ტალახიანი ფეხებით დადიოდნენ) და მერე....აბაზანაააააააააააააააააა, ჩემი თეთრი აბაზანაააააა, აი, არ იცით, სუუუულ შავია და მოთუთხნული და გული აგერევა, ვერ შეხვალ ისეთ დღეშია და ნახევარი კი გავწმინდე უკვე, თან პარალელურად დამხვდა დედაჩემის ზარების N რაოდენობა, მოვედი თუ არა, კიდევ რეკავდა, მოკლედ, ჩვეული დომხალი და თან აბაზანააააააააააააააა ;((((((( არადა, ახლა ვის უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ვერ ვიტან ჭუჭყებს და ზურტყლებს, რამდენ ჭურჭელს და სარეცხსაც გინდა იმდენს დავრეცხავ (ხელით), ოღონდ მტვერი არ გადამაწმენდინო, ან მტვრის წმენდას რომ ვიწყებ, ზუსტად სამ წუთში ერთხელ ვიბან ხელებს და წარმოიდგინეეეეთ, ახლა ეს აბაზანა უნდა ვხეხოოოო, თან გუშინ მაინც არ გამეხეხა ;( არადა, ისეთია ვერ შეხვალ, სამშენებლო მასალების მთელი სპექტრია იატაკზე ;((((( თან ეს კომპი შავია, თან კიდე... კიდეს არ დავწერ მაგრამ ხომ არის ის კიდე-ც ხოდა მე მელანქოლიკი ვარ და არ შეიძლება ამდენიიიიიი




უხ, რა გულიანად ვიტირებდი.......

Sunday, November 8, 2009

zemfira


ჩემი ცხოვრების მუსიკაა (ოხ, რა განცხადებააა!!!), თვისი ყველაფრით, თავისი მელოდიით, სიტყვებით, განწყობებით, მოგონებებით, ხალხით ვისაც უყვარდა ან არ უყვარდა ეს მუსიკა. ახლაც ასეა, გარეთ ისეთი ამინდია, დილიდან მგონია არ გათენებულა ჯერ, წვიმს, წვიმს, წვიმს, მე ვზივარ თბილ ოთახში, მუსიკით გამთბარ ოთახში და ვუსმენ ზემფირას...და მგონია სველ ასფალტს ვუყურებ და ზღვის ნაპირზე მივდივარ წვიმაში, მანქანით და იქაც ეს მუსიკაა...გარშემო ნისლია, ბათუმია რა, ან ქობულეთი-ბათუმის ძველი გზა, მიხვეულ-მოხვეული, წვიმიანი, ნისლიანი, ან რომელიმე მიტოვებული ქალაქია, მოწყენილი ქუჩის ლამპიონებით და ასფალტზე მივიწყებული ყვითელი ფოთლებით. სურეალისტური ამინდია, სურეალისტური განწყობები სუფევს, არაფერი არ გამიკვირდება დღეს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ისეთი სიმშვიდეააა.... „ოსტატი და მარგარიტა“ გახსოვთ? სიმშვიდის მოპოვება ყველაზე დიდი საჩუქარი რომ არის მოხეტიალე, დაკარგული სულებისთვის...ჯერ არ მომიპოვებია, ხანდახან გაიელვებს ხოლმე ეს სიმშვიდე მხოლოდ ...

Saturday, November 7, 2009

ვეძებ ოქროს შუალედებს...

რაც უფრო მომწონს აქაურობა, დრო მით უფრო სწრაფად გადის, ვერც კი ვიგრძენი ეს ერთი კვირა სად წავიდა...

გუშინ კარგი საღამო იყო, სადღაც ვიხეტიალეთ ბეევრი, ან არც ისე ბევრი, მოკლედ კარგი იყო რა. ისე, სულ ასეა, სადმე თუ არ მივდივარ, ბარში ან კლუბში ან სადმე ასეთ ადგილას, სულ მგონია რომ ყუმი ვარ, რაღცა საოცრებას გამოვაკლდი, რაღაცა გამომრჩა, მაგრამ საკმარისია წავიდე, მაშინვე მახსენდება რატომ აღარ მინდება ხოლმე შემდეგ ჯერზე ამ გაბუღულ ჭყლეტვაში ყოფნა ))) მგონი მართლა ყუმი ვარ ;)

დღეს რაღაცა საინტერესო დღე იყო, ტერორის სახლი ანუ ტერორის მუზეუმი დავათვალიერეთ. ეს არის შენობა, რომელიც ჯერ ნაცისტების ადმინისტრაციას ეკუთვნოდა, მერე კომუნისტების, რომელთანაც ასოცირებულია მთელი ის მძიმე პერიოდი რაც უნგრეთმა გაიარა, განსაკუთრებით კომუნისტების ხელში. ძალიან შთამბეჭდავი მუზეუმია, თავისი ტანკით, სურათებით, ძალიან ცოცხალი დეკორაციებით და ... თითქოს ხელუხლებლად შენახული საწამებელი ოთახებით. ბოლო მომიღო იმ სარდაფმა, სახრჩობელები, გაზის კამერები, მართლა გაზის სუნი დგას თან, არ ათბობენ იქაურობას და ...არ ვიცი, გონს ძლივს მოვედი, ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა, ახლაც მაჟრიალებს ამას რომ ვწერ... თან ძალიან კარგადაა გაკეთებული მთელი მუზეუმი, ანუ სინათლის ეფექტები, ეს სუნი, სიცივე, ძალიან ახლოს შეიგრძნობ ყველაფერს და თან კედლებზე დამონტაჟბულ მონიტორებზე მიდის კადრები. 50-იანი წლების რა ვთქვა, ყველასთვის საერთო წარსულია მეოცე საუკუნის პირველი სამი მეოთხედი, მაგრამ 89 წლის ოკუპაციის კადრები ისეთი ნაცნობი და ისეთი მტკივნეულია, გადავრიე... და ეს სტალინი კიდე.... რაზე დავფიქრდი იცი? ქართველი ერის როლზე მთელ ამ საშინელებაში და საერთოდ ერების როლზე მსოფლიო ისტორიაში... უხ, გადავიჭერი ეხლა...

სამაგიეროდ გაგრძელება ქონდა საღამოს კარგი, სადღაც მყუდრო ბარში დავსხედით და გლუვეინი დავლიეთ და ბეეევრი ვილაპარაკეთ არაფერზე... მიყვარს ხანდახან ეს არაფერზე ლაპარაკები.. და ცივ საღამოს თბილ ბარში ჯდომა და არაფერზე ლაპარაკი კიდევ უფრო ძალიან მიყვარს :)))

Thursday, November 5, 2009

არ მომწონს ეს სიცივე და მგონი გაციება. მართლა კოსმონავტივით ვხდები გაციებული როცა ვარ, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ვერ აღვიქვამ, ვერ ვაზროვნებ.. :((( არ მინდა რა... ხოდა არც გავცივდები (ამას არ შევიმჩნევ, უკვე რომ ვარ). დღეს ფრიად უაზრო დღე გამოდგა, რაღაცა ქათმური ან საქათმესავით, რომელიც უკეთ ჟღერს! მთელი დღე უნივერსტეტში, საინტერესო არაფერი, უაზროდ ბორიალი, მერე უფრო უაზროდ კითხვა, ვითომ მეცადინეობა და ათასი სისულელე. არა, მგონი მაინც გაციების ბრალია ყველაფერი, თორემ ყოველდღე ასე არ არის, ფერადიათქო გიჟივით რომ გავიძახი აგერ უკვე რამდენი დღეააა???? ხოდა ასე :) დაღლილია ანუკა, ხვალ დაწერს რამეს...

Wednesday, November 4, 2009

სამს დაწეეეერს?????


ყოფა პატარ-პატარა მონკვეთებისაგან შედგება, რომლებიც მთლიანობაში ჩვენს ცხოვრებას ქმნიან. რაღაცეებს ვხსნი, რაღაცეებს ვერ ვხსნი, მაგრამ ქარის წისქვილებთან ბრძოლას და ყველაფრის ამოხსნის ცდას შევეშვი. ასე უფრო საინტერესოა ან ასე უფრო მარტივია, რას გაიგებ. ადამიანი ყველაფერს საკუთარი გადმოსახედიდან ზომავს, შესაბამისად ყველაფერს აქვს ახსნა და გამართლება. ეხლა ჩავახუჭუჭე, არადა ისევ ისეთ ქარაფშუტულ ხასაითზე ვარ, უაზრო, უაზრო, უაზრო და სასაცილო ხასიათზე და მომწონს :))))
უნივერსტეტში ის ხდება, რომ ყველა დაზომბდა უკვე, დამრგვალებული თვალებით დადიან, არასოდეს არ ძინავთ, ან სადაც მოუხერხდებათ იქ ძინავთ, დღეს მე და ზურა ვმეცადინეობით, ჯერ ზურა წამოწვა სკამზე და დაძნებას ცდილობდა, მე ყავის საყიდლად გამოვედი, ბიბლიოთეკასთან სავარძელში ერთს ეძინა, ყავის აპარატთან ტახტზე -მეორეს, გზად ვიღაც კედელს მიყრდნობილი თვლემდა, ზოგს სამეცადინოსთან ერთად ძინავს, ზოგს სამეცადინოს გარეშე, მაგრამ სურათი ყველგან ერთია და ყველა ერთსა და იმავეს გაიძახის, როგორ მოახერხა და წინა ღამეს ორი საათი „მოატყუა თვალი“, დღეს თავი მტკიოდა და რომ დავიწუწუნე, მიპასუხეს, რაც ჩვენ უძილობა და კითხვა გვიწევს, კიდევ კარგად ვართო და ამის ფონზე კი მრცხვენია რო ვთქვა, რომ ღამეში მინიმუმ რვა საათი მძინავს (მინიმუუუუმ!!!!!) და დილით ზედმეტი ძილისგან თვალებდასიებული ვიღვიძებ და ხანდახან საქმე რომ არაფერი მაქვს რა ვაკეთო აღარ ვიცი და ათას სულელურ სატელევიზიო შოუს ვუყურებ, მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ და რა ვიცი კიდე მე რას აღარ ვაკეთებ და ასე ვარ შერცხვენილი, ხმას ვერ ვიღებ, ან დებილი ვეგონები ვინმეს (თუ უკვე არ ვგონივარ) ან კიდე ისეთი ტიპები რო არიან, არაფერი არ მიმეცადინიაო რო გიმტკიცებენ და წიგნი გადაზუთხული რო აქვთ (კლასში მყავდა ერთი ეგეთი, გვარს არ დავასახელებ და არ ვიცი, რატო ეგონა სირცხვილი ლექსის სწავლა და ყველაფერზე ამბობდა არ წამიკითხავს, არ მიმეცადინია, არ მოვმზადებულვარო და მერე ისე ყვებოდააა, ის ნიჭი არ იყო, არ შეიძლება ნიჭიერება გამოიხატოს ალექსანდრე ჭავჭავაძის „გოგჩა“-ს ზეპირად მოყოლაში, თუ არ წაგიკითხავს, რანაირად ყვები მამაცხონებულო, მაგას ნიჭიერება კი არა, რეინკარნაცია ქვია მაშინ), ხოდა ამ უკანასკნელის შანსიც მაქვს, მე ხომ ქათამი ვარ! :)))) ერთ-ერთ საგანზე ყოველ კვირას გვაქვს ჩვენი მოსაზრება დასაწერი გარკვეულ ტექსტებზე და წინა კვირას საოცრად საძაგელი ტექსტი რომ იყო ბოლომდე წაკითხვა დამეზარა (ერთსა და იმავეს ყვებოდა ავტორი ყველა შესაძლო დროსა და ბრუნვაში) და ავდექი და დავწერე მეც ათასი სისულელე, რაც თავში მომივიდა. შეფასებების გამოქვეყნების დროს საიტზე წერილი რომ დამხვდა მასწავლებლის ასისტენტისგან, კი ვიფიქრე ისე გამწარდა, პირადად მწერს აქ აღარ დაგინახოო და გულის კანკალით გავხსენი, წერილი კი რაღაც ტექნიკურ საკითხებს შეეხებოდა, მაგრამ შეფასება მივიღე 100-დან 100, ხოდა ქათამი ვარ, აბა რა ვარ, ახლაც მგონია რომ წინა 85 ქულად შეფასებულ მოსაზრებებთან ახლოსაც ვერ მივა ეს, ბოლო და კი მიყურებენ ეჭვის თვალით და მგონი ცოტა გარეკილიც ვგონივარ ამ ჩემს ჯგუფელებს, მაგრამ რა... ხოდა ასე, არ ვზომბდები მე ჯერ და დამსახურებული სამოსანი ვიქნები მალე, მაგრამ მითხარით აბა, დამსახურებული სამოსანი არ სჯობს გამოუძინებელ ხუთოსანს?????


P.S. ჯგუფელი მყავდა ერთი, მაგარი კაცი, დიდი ხვედელა, ხოდა სესიები რო იწყებოდა მაგისთვის გამოცდებისათვის მომზადება გამოიხატებოდა ჩემი ფანჯრების ქვეშ ბღავილში, მოვიდოდა ხოლმე პეკინზე, იწყებდა ბღავილს (თუ ნინოსთან ვმეცადინეობდით, მაშინ რეკავდა) და ძალიან ფართოდ გაღიმებული მეკთხებოდა: „ანუკაააა, სამს დაწეეერს???“ მე მგონი კარგად ქონდა დაცდილი, თუ რა ვიცი, აბა სამი მართლა არ მიმიღია ჯერ კიდევ ცხოვრებაში და მაშინ საიდან უნდა მცოდნოდა????

Tuesday, November 3, 2009


უკვე ოფიციალურად და სინდისის ქენჯნის გარეშე გავხდი უსაქმური, მხოლოდ მიმდინარე სამეცადინოები (ყველას წაკითხვა სავალდებულო არაა, რაღა თქმა უნდა) და დეკემბრის შუა რიცხვებამდე ორი პაწაწკინტელა თემა (მესამეძე ვფიქრობ შეიძლება არც მოიკლას ადამიანმა თავი) და ასეეე, მიხარია და გეგმები მაქვს და მგონი თანამოაზრეებიც მყავს ამ გეგმებში ;) და ასეეეეე, ყველაფერი ისეთი ფერადია რამდენიმე დღეა, რომ მეშინია... :) თუმცა რა, სუ ფერადი იქნება, თუ არ იქნება და მერე ისევ გაფერადდება, რა პრობლემაა :)))))))))))))))))))

Monday, November 2, 2009

მომწონს აქ...


ერთი პრეზენტაცია მორჩა, ახლა ხვალ წერა და მერე დავიწყებ ლიტერატურის კითხვას, რა ბედნიერებააა, არა, ახლაც შემიძლია დავიწყო, მაგრამ ციცქნა სინდისი შემრჩა და მთლად მხატვრული ლიტერატურის კითხვა, მეცადინეობის ნაცვლად არ შემიძლია (ნეტში ბორიალი გაცილებით უფრო კეთილშობილური გამართლებაა, იქ მშობლებს უნდა ველაპარაკო, აქ საიტი უნდა შევამოწმო, იყოს მაინც ჩართული, რა იცი რა ხდება და ა.შ.) დღეს რაღაცა, ძაააალიან სხვამ გავიღვიძე მგონი, ათასში ერთხელ რომ ვარ ხოლმე ისეთმა :) დღესასწაული რომ არის ყველაფერი და რომ გიხარია და რომ...მე ვამაყობ საკუთარი თავით, შენ?

Sunday, November 1, 2009

უიმეეეეეეე, იმდენი მაქვს სამეცადინოოო, მაგრამ ისე მტკივა თავიიიი! წუხელ ჰელოვინი იყო და ამის მერე მეცადინეობა რაღაცა არ ჯდება არაფერში...თან ფილოსოფია როგორ უნდა იკითხო და გააანალიზო ამ ყველაფრის მერე, იავიცი.... მაგრამ გუშინ კარგი იყო, თავისი კოსტუმების ძებნიდან დაწყებული, ღონისძიებით და მერე საერთო-სახალხო მსვლელობით და კლუბის დაპყრობით დამთავრებული :))) მე ფერია ვიყავი თუ ჯადოქარი თუ რა ვიცი, ზოგი ჰარი პოტერს მეძახდა, ზოგმა ჯადოსნური ჯოხი წამართვა და ზოგი ქუდს მეცილებოდა და ასე...კარგია მოკლედ ყველაფერი სწავლის გარდა, მე როგორც ვხვდები :)

Friday, October 30, 2009

კარგი დღე გამოვიდა

თავისი პატარ-პატარა ამბებით და ყველაფრით, ბოლოს ჩემთან სტუმრიანობით და რა ვიცი, რაღაცა უცებ დავიღალე ოღონდ, შინაგანად, ერთმა სიტყვამ გადამიწყვიტა ხასიათი თითქოს... სხვა რა, ადრე ბნელდება და გვიან თენდება...ზამთარია ევროპაში. ხვალ ჰელოუინია, ხოდა დილიდან ჯერ რამე აქსესუარი უნდა ვიყიდო, მერე კიდევ რაღაცეები მაქვს „წვრილმანები“ საყიდელი (შოპოჰოლიკობა გავიხსენე ისევ, მანიაკი ვარ და ხამი რა...) მერე წავალ ამ ღონისძიებაზე და აი, ორშაბათის პრეზენტაციისა და სამშაბათის გამოცდისთვის ვინ მოემზადება არ ვიცი, მსურველები გამომეხმაურეთ :)))

Thursday, October 29, 2009

ენერგიები

დღეს რაღაც ენერგიის მოზღვავებით გავიღვიძე, ვღიღნებდი, ვიღიმოდი...მომწონს ჩემი თავი ასე როცა ვარ, რაღაც ყველაფერი მიხარია, ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი კარგია... კიდევ ის, რომ ძალიან საინტერესო ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა, ძველ თუ ახალ ნაცნობებთან, რაღაც ახალი ხდება მათში ყოველდღე და ამ ახლის ამოცნობა მომწონს... აუუუ, რა მაგარიააა, ყველაფერი მაგარია, ყველაფერი კარგადაა და მიხარია და კიდევ დღეს გამოცდა დავწერე და კიდევ რაღაცეები მოვაგვარე და კიდევ რაღცეები დავალაგე (თავში) და კიდევ...მეტი რაღა...კარგი დღე იყო...

Wednesday, October 28, 2009

ვერ გავერკვიე წერა მომბეზრდა თუ სამეცადინო მაქვს..რაღაც უაზრო ამინდებია და მეც უაზროდ ვარ, ან პირიქით.

Tuesday, October 27, 2009

ნუ დაღონდები...

ექვსი წლის წინ ცოცხლები ვიყავით, ბავშვები ვიყავით, თავი დიდები გვეგონა, ცხოვრება გვიხაროდა და უდარდელობაზე ვდარდობდით....ექვსი წელი გავიდა, თითქოს გუშინ გათენდა ის დღე, ან საერთოდ არც გათენებულა და დამესიზმრა...

Monday, October 26, 2009

ახლა თბილისში უკვე 27 დადგა, ნარიყალაზე ალბათ ქალაქთან შედარებით უფრო ცივა, შეიძლება ცრის კიდეც, ხშირად ცრის ხოლმე 27-ის ღამეს...არ ვიცი იქ ვინ არის, მაგრამ გარშემო სიჩუმეა, სადღაც გალავანს მიღმა ქალაქს ძინავს, ზოგს არც სძინავს...ნარიყალაზე ბნელა და ცივა, შეიძლება ბანალურია, მაგრამ იქ მინდა ვიყო....ნარიყალაზე დუმილია ამ დროს ყოველთვის, უკვე მშრალი დუმილი..აღარც ვტირით, აღარც ვხუმრობთ, ავდივართ და ვდუმვართ ხოლმე...სხვა რა შეგვიძლია. მეც ასე ვარ, ცარიელი, აღარც ცუდად, აღარც მოგონებებით სავსე, აღარც მაგონდება, აღარც მტკივა თითქოს, უბრალოდ ჩემი ცხოვრების მუდმივა გახდა ეს ყველაფერი...მგონი პირველი წელია რაც 27 ღამე ნარიყალაზე არ თენდება ჩემთვის, უცნაურია უბრალოდ...

Sunday, October 25, 2009

თავისგამხნევებაპოსტი


პოლიტიკურ მეცნიერებაში რა მიღწევები მექნება ვერ გეტყვით, არც ის ვიცი ფილოსოფოსობა როგორ გამომივა, რაზე ჩამოვყალიბდები, ეგალიტარიანისტი ვარ თუ უტილიტარისტი, თუ ისევ როულზის მიმდევრად დავრჩები (ყველა გაოცებული მიყურებდა ჯგუფში ეს რომ ამოვიკნავლე), მაგრამ ერთი ფაქტია, მზარეულობის კურსებს წარმატებით გავივლი ამ ერთ წლის მანძილზე :)))) კიდევ ის, რომ ჯერ კიდევ ვერ ამოვხსენი როგორ უნდა წერო შენი პოზიცია თემაზე, რომელზეც პოზიცია და რეაქცია არ გაქვს, იმდენად სისულელეა, არა, მესმის ღმ შეიძება კრიტიკ დაუსაბუთო ლექტორს, მაგრამ მთლად იმასაც ხომ ვერ დაწერ საქმე არ ჰქონია ამის დამწერსთქო???? ვარ ასეთ გაჭირვებაში

Saturday, October 24, 2009

და დამრჩა სევდა...

ძალიან მეძნებოდა ეტყობა გუშინ, თორე რამ დამაწერინა აბა ის სისულელე :))) ბრატისლავაში ვიყავი, მომეწონა, საკმაოდ კარგი ქალაქია :) დღეს დაღლილმა გავიღვიძე, დილიდან მოხარშულიც არ ქვია იმას, მე როგორც ვარ, ყველაფერი ერთად მიტევს ხოლმე ამ პერიოდში, გაივლის ესეც...ასეთებს გაუვლია??? ექვსი წელია უკვე და ყველაზე საოცარი ის არის, რომ არაფერი არ იცვლება, განსაკუთრებით ოქტომბერში...როგორი უაზროა ყველაფერი

Friday, October 23, 2009

მეძინებამეძნებამეძინებამეძინებამეძინება

და კიდევ რაღაც აზრები არ მანებებს თავს...თან მომწონს ეს ყველაფერი ;)

Thursday, October 22, 2009

ბევრი მეცადინეობის შემდეგ, ხვალ ბრატისლავაში მივდივარ, სლოვაკეთში უნდა აღვნიშნო უნგრეთის ნაციონალური დღესასწაული, გეტყვით მერე როგორი იყო :))))

Wednesday, October 21, 2009

მთელი დღეა სტატისტიკის დავალებას ვაკეთებთ მთელი კურსი, მართლა მთელი დღე მოვუნდით, გადავირიე. თუმცა ერთი დადებითი თვისება აღმოაჩნდა სტატისტიკას, ერთადერთი საგანია ჯერჯერობით, რომლის დავალების კეთებისასაც, სხვა რამეზე ფიქრის დრო არ გრჩება...მომწონს, იმედია კიდევ მექნება რამე დავალებები :)))

Tuesday, October 20, 2009

უმზეო ქალაქი...


ახლა მივხვდი, მზე მაკლია, აღარც მცივა, აღარც არაფერი, უბრალოდ მზე არ არის, არსად არ არის...

Monday, October 19, 2009

დავიღალე


დავიქანცე, ვერ ვაზროვნებ, თვალები მტკივა და მაინც კომპს ვუყურებ, თავი მტკივა და მაინც რაღაცეებზე ვფიქრობ...კარგი გაგრძელება აქვს ამ ჩამონათვალს...მაგრამ მართლა დაღლილი ვარ ყველანაირი გაგრძელებისთვის.

Sunday, October 18, 2009

ფუუუუუუუ

აუუუ, როდის გაივლის ეს პერიოდიიიიიი, უკვე ყველა მაღიზიანებს, ან რას ვერჩი, მაგრამ მაინც...ამიტანეთ ცოტაც და ასე ორიოდ კვირაში ყველაფერი კარგად იქნება, იმედია...

Saturday, October 17, 2009

ისევ მელანქოლია...

თუმცა მელანქოლიის ადგილიც აღარ დამრჩა, მთელი დღეა პრეზენტაციისთვის ვემზადებით მე და ჩემი ჯგუფელი ლუკაში, გავგიჟდით ბოლოს, დედა ვიგინეთ ორ ხმაში. დვორკინი და კოენი და ორივე ერთამენთს და მერე საკუთარ თვს რომ ეწინააღმდეგება და რაღაც აბსურდულ და უტოპიურ იდეებს რომ ამტკიცებს...აღარ შემიძლია...გადავირიეეეეეე, მივაკვდით რა ამ დვორკინს, მაგრამ სამაგიეროდ ხვალ დავიძინებ :)))

Friday, October 16, 2009

მოწყენილი დღე


არ უწვიმია, უბრალოდ მოწყენილი დღე იყო...ისეთი, რაც უნდა აანთო, ოთახს რომ ვერ ანათებ :(( ვერც ქალაქს, ვერც სულს...არ მიყვარს ასეთი დღეები. სადღაც შორს, ლურჯი ცა რომ არის, მაგრამ ძაააალიან, ძააალიან შორს...თან გცივა, თან გწყურია, თან... ათასი თან მოსდევს და ათასივე ერთად შემოგაწვება ხოლმე ასეთ დღეებში ადამიანს..მერე ყველაფერი უაზროა, იმდენად უაზრო, რომ ყველაფერზე ერთად იწყებ ფიქრს, ხანდახან გადაწყვეტილებებსაც იღებ, საშინელება...ახლა დავფიქრდი, მარტო ამინდის ბრალი არ არის ჩემი დღევანდელი განწყობა, თუ ამინდია ესეც???? არ მინდა, მერე იყოს, სხვა დროს, სხვა სამყაროში...

Thursday, October 15, 2009

მერი პოპინსი


ოღონდ ჩათბუნული... ქოლგა რომ ვიყიდე და ჩემს პრინციპებთან დიდ კომპრომისზე წავედი ამ მოქმედებით, ეს მოგახსენეთ მგონი უკვე, ხოდა დადგა ამ ქოლგის აქტიურად გამოყენების დროც, მაგრამ რად გინდა, ისეთი ქარია, ჯერ ეს ქოლგა იღუნება, მერე შიგადაშგ იკეცება (ოღონდ ცუდი ქოლგა არ არის, უქარი და მზიან ამინდში გადასარევად გმაოდგება, ჩანთაში რომ მიდევს ხოლმე, მტერს თვალს უბნელებს ისეთია) და დღეს, აგერ უკვე მეორე მესამე წვიმიან დღეს აღმოვაჩნე, რომ იდეაში ხომ კონცენტრირებული უნდა ვიყო იმაზე, რომ არ დავსველდე, მე კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ ქოლგა არ წამართვას ქარმა, და ვებღაუჭები ორივე ხელით (მერე ხელებიც მეყინება), მერე ვცდილობ გავასწორო და ქოლგის ფორმა მივცე იმ ნივთს, ხელში რომ მიჭირავს, თან ამ დროს სვლას არ ვანელებ, რას ამბობ, ცივა და თან მეჩქარება, ტან ვცდილობ გვერდი ავუარო ზუსტად ჩემს მდგომარეობაში მყოფ ვინმე გაჭირვებულს და ვააარ ასე, ყველაზე დიდი გამართლება ის არის, ვინმე საწვიმარიანი კეთილი ადამიანი თუ გამოივლის (ჩემზე მაღალი უნდა იყოს) და ისიც წამაშველებს ხელს და მერე ასე, მთელი ბუდაპეშტის დახმარებით გამართული ქოლგა იმ ქუჩის კუთხემდე მიცავს წვიმისგან, მერე ისევ თვიდან იწყება...არადა, ის პარკი რამენაირად ხომ უნდა გადალახო უნივერსტეტამდე...უხ, ძალიან გაჭირვებაში ვარ რა...

Wednesday, October 14, 2009

ბრრრრ


ისე აცივდააააა, რაც რამ ტანსაცმელი გამაჩნდა ხო მეცვა დღეს, მაგრამ კიდე ვნანობდი, რატომ მეტი არ მაცვიათქო. ოღონდ არ ვხუმრობ და ოღონდ რომ ვიცი ხოლმე ზამთარში მოკლესახელოებიანით სიარული, ისე კი არ მეცვა, მართლა ყველაფერი მეცვა. ამდენი ტანსაცმელი მას მერე არ მცმია, რაც ლაპარაკი ვისწავლე (ანუ დედაჩემი ერთპიროვნულად აღარ წყვეტს ჩემი ჩაცმის საკითხს) ხოოოდა, მაინც გავიყინე. არადა, უნივერსტეტში ისე ცხლოდა, მეცადინეობის ნაცვლად ნელ-ნელა გახდას მოვუნდი, მერე ჩაცმას და კი მოვიდა წამოსვლის დროც... ხოდა ასე. ახლა ვარ გაყინული და ვფიქრობ რა დავწერო. და გამახსენდა რომ ამის დაუწერლობა არ იქნება, როგორ არსებობენ კეთილშობილი ადამიანები კვაჭის სახით და როგორ დამალევინა მე გაყინულს, მარტოსულს და მიუსაფარს დღეს ვირტუალური ყავა...ხოდა ასე, მე მიყვარს კვაჭი!!!!

P.S. ყავაზე შემოთავაზებებს ვიღებ :)))) ეს იმ შემთხვევისთვის, ვინმეს გული თუ დაგწყდათ...

Tuesday, October 13, 2009


ამას შემოდგომა აღარ ქვია, ნამდვილი ზამთარი მოვიდა :( ისეთ ქარი იყო დღეეეს... გადაირევი! ხოდა ჩემმა სტატისტიკის ლექტორმა გადაწყვიტა, რომ სტატისტიკით ჩვენი ტანჯვა საკმარისი არ არის და კონდენციონერი ქონდა მთელი ორი საათი ჩართული. ასეა გენაცვალე, არ არის ადვილი აქ სწავლა, აბააა! სხვა არაფერი, სტანდარტული დღეები, სტანდარტული ამბები, მაგრამ ველოდები, რაღაც კარგი იქნება, ვიცი ;)

Monday, October 12, 2009

წვიმს..


მთელი დღეა არ გადაუღია, თან ცივა....რაღაცა მეც ისე ვარ, ამინდის შესაბამისად. მეძინება, არაფერი არ მინდა, წვიმის სმენა და რაიმე კარგის კითხვა მინდა, არ არის კარგი უცხო ქალაქში წვიმა...მოვიწყინე. კარგი ის იყო, რომ ეგერის სურათების ნაწილი მოვიპოვე და ვათვალიერებ ახლა და მიხარია. კიდევ ის, რომ დღეს სამმა ქართველმა სტუდენტმა ქართული ღვინისა და პოეზიის საღამო მოაწყო. ღვინო უნგრული იყო და ლექსებს ინგლისურად კითხულობდნენ, მაგრამ კუსტარულად დამზადებული ხაჭაპური ქონდათ და ეს საღამოს საუკეთესო ნაწილი იყო :))))

P.S. სურათს რაც შეეხება, არც თემატურია და არც არაფერი, მაგრამ ახალია და თითქოს მომწონს და მე ხო ხამი ვარ და როგორ მოვითმენდი ახლა ეს რომ არ დამედო???

Sunday, October 11, 2009

მიწისძვრა, იუსტიცია და მოგონებანი გარდასულ დღეთა....

მიწისძვრა ყოფილა თბილისში, იმედია ყველაფერი კარგადაა :) ბუდაპეშტში მიწისძვრები არ იცის ალბათ, ჯერ არ ყოფილა..ისე, შარშან 11 ოქტომბერსაც იყო თბილისში პატარა მიწისძვრა, სამი ბიძგი, იუსტიციაში ვიყავი, ტრენინგს ატარებდა მაშინ ჯერ კიდევ ჩემი რიგითი თანამშრომელი და მომავალში კარგადშეფერებული უფროსი ;) ჩემი ტრენინგი მქონდა მე ჩასატარებელი, მაგრამ ვინ გამიშვა, საერთო დამაწიოკებელმა ერთს ტრენინგის ჩატარება და მეორეს ტრენინგზე ჯდომა მოგვისაჯა. ხოდა ვიყავით ასე, საერთო გაჭირვება გვქონდა მაშინ და შევჩიოდით ერთმანეთს :))) შაბათი იყო, ჭირივით მეზარებოდა იუსტიციაში მისვლა, თან მარტოს, თან დილიდან და თან მთელი დღით :( კეთილი ადამიანებიც არ აღმოჩნდნენ კეთილები და არ შემომიერთდნენ მაშინ, ხოდა მერე კი გავცივდი კიდეც და ლიმონიანი ჩაიც კი ვსვი ბევრი :)))))) მაგრამ ეგ სხვა თემაა, ხოდა ვართ ამ ტრენინგზე, ღაღადებს ტრენერი ადმინისტრაციული წარმოების სხვადასხვა საკითხებზე და უცებ, მაგიდა აზანზარდა. მე რა შემაშინებდა, ჩემს კაბინეტში, მეტროს ყოველ გავლაზე თაროებიდან ბაინდერები ცვიოდა ხოლმე და აუდიტორიას გადავხედე, არიან გადაფითრებულები და მაგიდას მოჭიდებულები (ისე, რამდენიმე კაცი არ ჩანდა, შეიძლება მაგიდის ქვეშაც იყვნენ, რას გაიგებ) ხოდა მე ოლიმპირი სიმშვიდით გამოვაცხადე, ნუ გეშინიათ, აქ მეტრო გადის და ძველი შენობა რომ არის იმიტომ აქვს ასეთი ვიბრაციათქო. არ უნდოდათ დაჯერება, მაგრამ გავიგიჟე თავი, რას მასწავლით, ნახევარი წელია უკვე ასეთ პირობებში ვმუშაობთქო და დამშვიდნენ, მადლიერი თვალებით შემომხედეს (რა ვიცი, ეტყობა პათოლოგიური შიში ქონდათ მიწისძვრის, თორე რა მნიშვნელობა აქვს რატომ გაზანზარებს) ხოდა დავუბრუნდით ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებას და მერე სანატრელი ლანჩის დროც მოვიდა. წახეტნენ ჩინურში (მე მაშინაც არ მიყვარდა ჩინური სამზარეული და იუსტიციის კედლებში დავიწყე მარტომ ბორიალი, ჩემს ჯინაზე არავინ იყო იქ, სხვა დროს ღამეც არ მოგასვენებდნენ!!!) ხოდა რო მობრუნდნენ, კი მომიტანეს ამბავი, სამბალიანი მიწისძვრა ყოფილა, სამი ბიძგით!!!! უფ, რა ვიცი, მე კი მართლა მეტრო მეგონა და...ზუსტად ეგრე აზანზარებდა ისიც!!!! ხოდა ასე...

Saturday, October 10, 2009

თუ კიდევ დღევანდელი დღეა




ვაიმეეე, ახლა შემოვედი სახლში, მმმაგრად მეძინება, მაგრამ მაინც დავწერ, რომ ვიყავი ექსკურსიაზე ქალაქ ეგერში. ბუდაპეშტთან ახლოს არის, ძველი ქალაქია, ციხე უნდა დაგათვალიერებინოთო და გიდი დაგვიქირავეს, რომლიც ისე გვიყვებოდა ამ ციხის ისტორიას, იტირებდი. არადა, ერთი ჩვეულებრივი გალავანი იყო. ნოსტალგიის ბრალი არ არის, საქართველოში მართლა ნებისმიერი ციხე სჯობს ამას და ისტორიაც ყველა მათგან უფრო საინტერესო აქვს, გადაგვაყოლეს ამათმა თურქებთან ორჯერ ვიომეთო, ნეტა დაგვათვლევინა ქართველებს ვისთან რამდენჯერ გვაქვს ომი გადავლილი და რაღა გვინდა მეტი :)))) სხვა მხრივაც კარგი იყო, ვიცინეთ, გავერთეთ. ვაიმეეე, ვიცინეთ არ ერქვა ისე ამას, მაგრამ ყველაფერს ხო არ დავწერ :)))) მერე ღვინის სარდაფში წავედით და გავსინჯეთ ექვსი თ რვა სახეობის ღვინო, მართალია ყველა ერთნაირად არ მომეწონა, მაგრამ მაინც კარგად გამოვთვერით სტუდენტებიან პროფესორებიანად :) ხოდა ასე, ახლა ჩამოვედი და რომ არ მეძნებოდეს და ჩემს ტანსაცმელს ღვინის სარდაფის სუნი არ უდიოდეს, ყველაფერი კარგად იქნებოდა :)

Friday, October 9, 2009

რა გითხრა, რით გაგახარო...

უთენია ხო მივეხეტე ამ უნივერსტეტში, ლექტორიან სტუდენტებიანად, ყველას გვეძინა და უმარტივეს არითმეტიკულ მოქმედებებს ვერ ვასრულებდით (ვერც პროფესორი, ხაზს ვუსვამ!!!) ხოდა მერე აღმოჩნდა რომ შემდეგი ლექცია გვიცდებოდა, ანუ საქმე არაფერი მქონდა, სამეცადინოც არაფერი დიდად, მომდევნო კვირის მიმდინარე რაღაცეები და სულ ეგ არის და აი, ასე ვარ მას მერე, მოვედი სახლში, ვიბორიალე, ვიბორიალე, ზოგი რამ გავაფუჭე, ზოგი ვერ, ვიმეცადინე ნაწილობრივ, ვიჩათავე ნაწილობრივ, რაღაცეებს ვუყურე ნაწილობრივ.... ვემზადები ხვალინდელი დღისთვის. ექსკურსიაზე მივდივარ, სადღც ახლომდებარე ქალაქში, კი მოგვწერეს რაც უნდა ვნახოთ, მაგრამ რომ ვნახავ მერე მოგიყვებით :))))

Thursday, October 8, 2009

ქორწილია, ქეიფია, გრიალი...

და მე იქ არ ვარ :( არადა მინდა, აი, უუუუუუუუძალიანმაგრესად მინდა ეხლა იქ ყოფნა, სიძის გაცნობა, უუულამაზესი პატარძლის ყურება, ჩემს მეგობრებთან ერთად მოლხენა და ამქვეყნად ყველაზე საყვარელი არსების ჩახუტება...ხოდა არ ვარ, ხოდა რას იზამ...ასეც ხდება :(((
ხოდა ასე, დავბორიალებ მეგობრების და ნათესავების ქორწილების ნაცვლად ფილოსოფიის ლექციებზე. ამ ლექტორზე რო არ გითხრათ არ შეიძლება. ე.ი ერთი პატარა და საყვარელი მექსიკელია, ძააალიან მრგვალი თავით და ასევე მრგვალი სათვალეებით, ტომარასავით შარვლით, გადმოშვებული პერანგებით და რომელიღაცა მულტფილმის გმირივით. ისე დადის, მთელი კორპუსით იმ ფეხისკენ ტრიალდება რომელსაც წინ დგამს. თან ცოტათი მანიაკი გამოდგა. გადასახადების გადახდისა და საყოველთაო სიკეთის განაწილების პროცესის სამართლიანობას გვიხსნის მაგალთებით: წარმოიდგინეთ, თქვენ უნდა მისცეთ თქვენი ერთ-ერთი თვალი ბრმას (თქვენ ხომ მაინც ორი გაქვთ და ერთი გრჩებათ ანუ), მაგრამ მთავარი აუდიტორიის რეაქციაა, რომელიც იმას კი არ ფიქრობს, რატომ უნდა დაიჩიჩქნოს თვალები, არამედ კითხულობს: მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, მე რომ დავბრმავდე ამ ერთი თვალით, მეც მომცემენ??? ან კიდევ, შეკითხვა: პიტერმა (ერთი საყვარელი, თმახუჭუჭა, კოკროჭინა ამერიკელია) შეჭამა ვიღაც (აღიარებული კანიბალიზმი) არავის აინტერესებს რა დაემართა პიტერს, ყველა კითხულობს ის ვიღაც თანახმა იყო თუ არა პიტერის მუცელში დაესრულებინა სიცოცხლე. ან კიდევ კაზუსი: პოლიციამ აღკვეთა სადომაზოხისტური სქესობრივი აქტი, აუდიტორიის რეაქცია: სახალხო იყო აქტი?- არა! აბა, პოლიციამ საიდან იცოდა, მიწვეულები იყვნენ აქტის საყურებლად???? (ეს ბოლო შემთხვევა და ამ ტიპის შეკითხვები საერთოდ ერთი წყაროდან მოდის მუდმივად და ესაა რომ გვიხალისებს ცხოვრებას). მოკლედ ვერთობით რა, მაგრამ მერე ზოგიერთი იჯერებს რომ შეიძლება უნდა შეგჭამოს. დღეს მთელი დღე ეგ გვქონდა აქტუალურ თემად.
ხოდა ასეა, თუ არავინ შემჭამა მანამდე, ხვალაც დავწერ რამეს!!!!
P.S. არააა, ეს რომ არ დავწერო არ შეიძლება. და ჩემმა მეგობრებმა კარგად გაიგონეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!! არამეგობრებმაც :) დღეს კომპლიმენტი მივიღე ჯერ მაისურზე (რაღაცა უბადრუკი ბზიკებიანი მაისურია, ძაააალიან სასაცილო), მერე ჩემს განთქმულ საყურეებზე და ეს კომპლიმენტები იმით დასრულდა, როგორ ყველა წვრილმანში იგრძნობა რომ ქალი ხარო!!!!!! კი გავოცდი, მარა ხო არ შევიმჩნევდი :))))))))))))))))))

Wednesday, October 7, 2009

უძრაობის ხანა

მთელი დღეა ასე ვარ, უძრავად. ტახტზე, ლეპტოპით და იმდენად ცოტა სამეცადინოთი, რომ ჯერაც არ მიმეცადინია. ნეტა რა ვაკეთე მთელი დღე????

Tuesday, October 6, 2009

დღე, გასაღები, სოსისი


ასეთი დღე იყო. რაღაც ძალიან გამიტაცა იმ აზრით ტკბობამ, რომ თითქოს ისე გათენდა პრობლემა არ შემქმნია არაფერზე და სახლთან მოსულმა აღმოვაჩინე, რომ გასაღები მქონდა დაკარგული...არავინ იცის როგორ მეზარებოდა უკან წასვლა, მაგრამ საკეტის გამოცვლაზე ფიქრიც კი უფრო დამეზარა და წავედი. რა გინდა არადა რომ ქნა, ქუჩა კი ვიცოდი დაახლოებით, სადაც შეიძლებოდა დამეკარგა გასაღები (სამი ალბათობა მქონდა: 1.დილით კარში ჩავტოვე 2. ნაგავი რომ გადავყარე, გასაღებიც მივაყოლე 3. ქუჩაში, ჩანთიდან რაღაცეები რომ გადმომიცვივდა, იმათ გადმოყვა) ხოდა წავედი, მაგრამ არავინ არ მეტყველებს და არავის ესმის ჩემთვის ნაცნობი ენები, შევედი ერთ მაღაზიაში, ვუხსნი შეჭირვებული სახით ჩემს გამოუვალ მდგომარეობას და მიღიმის გამყიდველი და თვს მიქნევს გახარებული. სამჯერ რომ ვკითხე გასაღები ხომ არ მოუტანია აქ ვინმესთქო და კიო, კიო რო მეძახა და გასაღები არ მომცა წამოვედი. პოლიციელი დავინახე ქუჩაში, ვიფიქრე მეშველათქო, მაგრამ რად გინდა (კინაღამ დამაპატიმრეს) ვეკთხები ინგლისური თუ იცითქო, გერმანულად მპასუხობს ცოტა მესმისო, გერმანულად ვეკითხები გასაღებზე, ინგლისურად მპასუხობს ვერ გავიგეო, მოკლედ, გადავწყვიტე ფანტაზიისთვის მომეხმო და ჯიბეზე რომ გასაღები ეკიდა იმაზე ვანიშნებ, როგორც კი მოძრაობა დავიწყე დაიძაბა, მისი ჯიბისკენ რომ დავიხარე სუ გადაირია (რა ვიცი, რა ეგონა) ხოდა გადაიკეტა ქუჩაზე (ჩიხია პატარა) მოძრაობა, მოვიდა სასეირნოდ გამოსული მოხუცი ბებო, მუშა, ბანკის თანამშრომლები, გამვლელები და გვიყურებენ ამ ჩემს დაბნეულ პოლიციელს და მე. მე უკვე გონი აღარ მეკითხება, საღამოს ხუთი საათია და საერთოდ ლუკმა არ მიჭამია ჯერ და მინდა გასაღები და ამ პოლიციელის შიშები ბოდიში და არ მაინტერესებს. ხოოოდა, კონსილიუმმა დაასკვნა: ბებომ, არ ვიცი ზუსტად რა თქვა, მაგრამ მე სანდომიანი სახით მიყურებდა და პოლიციელს ამშვიდებდა, ბანკირები მათვალიერებდნენ (ეგენი ხო არაფერში არ გამოგადგებიან იხ. პოსტი ბანკები), ვიღაცეები რაღაცეებს ამბობდნენ და ბოლოს მუშა მოვიდა და მათ ფონზე ბრწყინვალე ინგლისურით მითხრა, ამათ ახლა არაფერი არ ესმით შენი გასაღების და წამოდი, მე გიშველიო და წამიყვანა გასაღების ასლის დასამზადებელ სახელოსნოში. უიმე დედაააა, რა დავაშავეეეეე! მოკლედ, ბოლოს ამათ რომ დავეხსენი ხელიდან შევედი მომდევნო მაღაზიაში და ისეთი სახე მქონდა ის გამყიდველი ბიჭი ლამის სახლში წამომყვა, მარტო როგორ მიხვალო და ისე, გასაღები დავკარგემეთქი ლამის ტირილით რომ ვუთხარი, აბა, რა ეწერაოოოო? აგაშენა ღმერთმა! გადავრჩი მოკლედ! ახლა ეს გადავრჩი, მაგრამ გასაღების პოვნის ბედნიერებამ სამწუხაროდ შიმშილის გრძნობა ვერ მომიკლა და მივლასლასდი მარკეტამდე, იდეაში მაიონეზის ყიდვა მინდოდა მარტო, მაგრამ მშიერი რომ მაღაზიაში არ უნდა შეხვიდე ვერ ვისწავლე...ხოდა ოდესღაც სახლამდეც მოვაღწიე და სოსისის შეწვა განვიზრახე, ეს ჩემი მეზობელიც დავპატიჟე და მგონი კალენდარში წითლად მოხაზავს დღევანდელ დღეს, გადაირია, გაგიჟდა, თან ორი ცალი სოსისი რომ შევუწვი სულ შეიშალა და მოკლედ, ის კი გემრიელად ვჭამეთ (სოსისის შეწვაც რომ ვიცი აღარ ვამახვილებ ყურადღებას) მაგრამ ეს ისეთი აღფრთოვანებული დადიოდა, ჯერ მეკითხებოდა ეხლა მე რითი გცე პატივიო და ბოლოს დედა და ძმა გამაცნო სკაიპით...ასეთ დღეში ვარ აი!

Monday, October 5, 2009

სტატისტიკასტატისტიკასტატისტიკა


გამომეტენა უკვე ტვინი ამდენი ფორმულებით და ათასი ქლიბობებით, აღარ შემიძლია, მაინც გამოვნახე ჩასუნთქვის ხუთ წუთი და გეტყვით რა დღეშიც ვარ. ე.ი. სულ მეზარებოდა ამის წაკითხვა და მეტი გზა რომ აღარაა, ხვალისთვის რომ უნდა წავიკითხო, კი მოვაგროვე სამოცი ფურცელი :((( ხოდა ვზივარ ახლა და ვურახუნებ თავს, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება იმის მერე რომ არ მაინტერესებს, ის არის, რომ არ მესმის რაში შეიძლება გამომადგეს (ფილოსოფიის ნაირსახეობაც ასეთივე გამოუსადეგარია, მაგრამ საინტერესო). აი, ვთქვათ გავბრიყვდი და მეცნიერული მუშაობა და კვლევის ჩატარება მომინდა. ნუ, ამის ალბათობა რამდენია, სტატისტიკოსებმა დათვალონ, მერე კაი, ვთქვათ ისეთ დონეზე გავბრუყვდი რომ კვლევის მეთოდად რაიმე სტატისტიკური ანალიზი ავირჩიე, ეს კიდე უფრო მინუს უსასრულო ალბათობა, ვთქვათ გაბრიყვებასთან ერთად გამოვყეყეჩდი კიდეც და ჩავატარე კვლევა, გამოვკითხე საშუალო ასაკისა და სქესის ადამიანები მათი სხეულის საშუალო ტემპერატურის გამოსარკვევად და მიკავია ხელში ფურცლების დასტა, ვერ გავიგე, ამდენი თუ ვქენი, ერთ სპეციალისტს ვერ ვიშოვნი რომ ამ ყველაფერს დიაგრამის სახე მისცეს???????

Sunday, October 4, 2009

ერთი..

ათამდე თვლა იცი? მოდი ერთად დავითვალოთ...ერთი თვე გავიდა რაც აქ ვარ, კიდევ ცხრა დარჩა, მთელი 37 კვირა :))) უფრო სევიდიანად და რომანტიულად არ დავწერ! რა საჭიროა :)

Saturday, October 3, 2009

ასეც ხდება


ხანდახან...რაღაც ოქტობერფესტის მსგავსი მაოწყვეს ბუდაპეშტშიც და ავდექით და წავედით, ქართველები და რუსები. საერთოდ, რაღაცა საოცარი ფესტივალი იყო, ჯერ ის რომ ოქტობერფესტი ერქვა, მერე ის, რომ აკორდეონზე უკრავდა სცენაზე ორი შემსრულებელი არც მეტი არც ნაკლები რუსულ და უკრაინულ სიმღერებს, ცოტაც რომ დავრჩენილიყავით, შეიძლება სულიკოც დაეკრათ რაიმე ფორმით :))) სხვა არაფერი, ვიცინეთ, დავლიეთ, გაავერთეთ, მე წამოვედი...მანამდე კი ძალიან საქმიანი ქალი ვარ დილიდან და ძალიან ვიფერებ ამ საქმიანი ქალის იმიჯს. როგორც ამბობენ საეჭვო ტექნოლოგიებით დავამზადე მაკარონი და ისეთი გემრიელი იყო, გადავირიე, არადა, ძალიან მშიერიც არ ვიყავი...მაინც მეგემრიელა...საკუთარი შრომა მაინც რა არის, გადაირევი :) ასე რომ, დღეიდან ვიცი კარტოფილის და კვერცხის შეწვა, მაკარონის მოხარშვა!!!!! არ ვარ დასაწუნი ქალი :)))) კიდევ სოსისები ვიყიდე და ამ კვირაში მაგის შეწვასაც ვცდი და ეგეც მეცოდინება ;) ასეა გენაცვალე, ხაჭაპურის ცხობა თანდაყოლილი ნიჭი კი არ არის!!!!! (ჩემი დაკვირვებით)...