Wednesday, September 30, 2009

Kuschel-Tee


მთელი დღეა ვმეტყველებ ყველა შესაძლო ენაზე, ამ გერმანულის ჯგუფში მყავს რუსი ბიჭი და ბელორუსი გოგო, იმათ რუსულად ველაპარაკები, მასწავლებელს - გერმანულად, რუმინელს - ინგლისურად და მერე, მშობლიური ქართული რომ არ დამავიწყდეს, ხანდახან ჩავილაპარაკებ ხოლმე ჩემთვის :))))), მესმის მუდმივად უნგრული და რა ვიცი, შემომეშველეთ კიდე, ვინმემ რამე ენა თუ იცით. დღეს მთელი დღეა სახლში ვარ და ასე იქნება ხოლმე ოთხშაბათობით, სუუულ სახლში ვიქნები და საღამოს წავალ გერმანულზე. კიდევ ის, რომ დღეს ბიბლიოთეკაში სამართლის განყოფილება დავლაშქრე და ადმინისტრაციული სამართლის რაღაც წიგნები მოვქექე, ორი ცალი სახლშიც წამოვიღე და ისე მიხარია, გეგონება უმშვენიერესი პოეტური ნაწარმოები მაქვს წასაკითხი. აბა, მე არ მაკლია??????
ხო, სახლში რომ მოვედი, ამ უსაყვარლესმა ჩემმა მეზობელმა ჩაი უნდა დაგალევინოო, განსაკუთრებული ჩაი მაქვსო, „ჩახუტების ჩაი" ან „ამბორის ჩაი" ასე იქნება ალბათ ქართულად, გულის ფორმის პაკეტებშია ხილის ჩაი და ძაააალიან საყვარელია, ძირითადად იმისთვისაა, სტუმრად თუ გყავს ვინმე და თავისით ვერ ხვდება რომ უნდა გაკოცოს, უნდა დაალევინო ეს. მე და ბრიტამ კი მივირთვით გემრიელად და თუ შემხვდა სადმე, თბილიშშიც წამოვიღებ, რა იცი, რაში გამომადგება :))))

Tuesday, September 29, 2009

ევროინტეგრაცია


მძიმე და მტკივნეული თემა იყო ჩემთვის ოდითგანვე, მაგრამ ახლა უფრო მძაფრად შევიგრძნობ ამ სიმძიმესა და ტკივილს. რა მინდოდა, რას ვეძებდი, რა დამრჩენოდააა, ვყოფილიყავი ჩემთვის, ნუ, თუ არ ვიქნებოდი, ამ ევროინტეგრაციაზე მაინც არ ჩავწერილიყავი, ხომ შეიძლებოდა...არადა, საოცრება, კოშმარი, თავისი ეკონომიკური ასპექტებით, გადავირიე, რაღაცა ძღინკი 15 ფურცელია წასაკითხი და კომენტარები გასაკეთებელი და ისე მეზარება, სახლის ლაგება დავიწყე...რას არ მოვიგონებ ხოლმე... კიდე ის, რომ...კი მრცხვენია, მარა ვის დავუმალო? დღეს ავდექი და კალკულატორისა და რვეულის საყიდლად წავედი დიიიიიიიიდ მაღაზიაში (არკადში ანუ, სავაჭრო ცენტრია ეგეთი, სხვა მაღაზიებში რვეულის მსგავსი არაფერი მოიპოვება) და რა ვქენი??? ჩექმა ვიყიდე :))) არ მქონდა და შემხვდა და რა მექნა? ახლა ინტრიგნობა არ იყოს და რვეულის საყიდლად წასული ფეხსაცმელების მაღაზიაში როგორ მოხვდიო არ მკითხოთ!!! ხოდა ეგრე, კი მიხარია, კი,მაგრამ ამ ევროინტეგრაციის საკითხში რა გვეშველება ან მე და ან უბედურ საქართველოს, კაცმა არ იცი...

Monday, September 28, 2009

დავიღალე...

ისეთი დაღლილი მოვედი აღარაფერი აღარ მინდა...დავწერდი ახლა ყველა საშნელებას რაც მიფიქრია, მაგრამ არა, მე ხომ კარგი გოგო ვარ... უბრალოდ, დაღლილი კარგი გოგო ვარ, მერე, ოდესმე კიდევ დავწერ რამეს...

Sunday, September 27, 2009

გადაირევი

გადავრიე მეზობლები, მთელი დღეა სახლში ვარ, ჯეოსტარის შესარჩევს ვუყურებ და ვიფხრიწები სიცილით, დედა, რა არის ეს? სად იპოვნეს ეს ხალხი ან ვაიმე დედააააა არა, ის მაინც ყველაზე მაგარია „ხ“ თქვიო გოგოს რომ დაუჟინეს და „ხუ“ რო იძახა ბოლომდე, გავიგუდე სიცილით, გამახსენდა მაგაზე ძველი, კარგი დრო, ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ :))))) უმრავლესობა, ვინც კითხულობს, კი მიხვდება რაც გამახსენდა :) ხოდა ასე...გავატარე მთელი დღე ტახტზე და უსაქმურობაში, თუ არ ჩავთვლით, რომ ცოტა ვიმეცადინე კიდეც, ნაგავიც გადავყარე, ჩემი ნივთებიც მოვაწესრიგე ხვალისთვის და ცოტა საჭმელიც ვჭამე (საჭმელი არ ქვია ოღონდ იმას მე რასაც ვჭამ). ახლა იწყება ყველაზე მძიმე მომენტი, კიდევ მაქვს ხვალისთვის დავალება, ფორუმის მაგვარ საიტზე უნდ დავწერო ჩემი აზრი კონკრეტულ მოცემულობასთან დაკავშირებით....არადა, ყველაზე რთული ესაა აქ სწავლის ამბავში, აზრი მაინც უნდა გქონდეს, მიუხედავად იმისა გაქვს თუ არა, ნუ...შეგიძლია არ გქონდეს, მაგრამ ასე ერთი ფურცელი მაინც უნდა დაწერო....არადა, სხვა გზა არ არის, ვეცდები რამეს :))

Saturday, September 26, 2009

იყო და არა იყო რა...

ყოველდღე ვწერ რომ ბევრი ვიარე, დავათვალიერე ქალაქი (ნაწილობრივ), ძალიან მომწონს, ვცდილობ ხანდახან ჩემი ტელეფონით სურათებიც გადავიღო (აპარატი რატომ არ მაქვს ეგ ცალკე ქათმობის ამბავია), მერე არ ვიცი კომპში როგორ უნდა გადავიტანო (USB კაბელი არ მაქვს და უფრო თანამედროვე ხერხებს ვერ ვფლობ), მერე არ ვიცი მეტი რა დავწერო.... ახლა ვუყურე რაღაც ფილმს „მე სემი ვარ“ და ძალიან მომეწონა :)))) თან გაწებილი სულაც არაა :))) მეტი არაფერი, ცოტას დღეს ვიმეცადინებ, ცოტას ხვალ, მერე ზეგ ისევ უნივერსტეტი, მერე ისევ არაფერი....

Friday, September 25, 2009

ჩვენ დიდი მდინარეებისთვის არ გვიმღერია...

მოვახერხე და საოცარი ცხრილი შევიდგინე: ყოველ დიალს 9 საათზე მაქვს ლექცია და შემდეგი ან სამზე, ან ხუთზე...შუალედში რა უნდა ვაკეთო ხოლმე ჯერ არ გადამიწყვეტია! მოვიფქირებ რამეს ალბათ...დღეს მდინარის პირას ვიჯექი, მერე ცოტა ვისეირნე...საერთოდ, ეს ქალაქი სავსეა ბომჟებით, ვერ აუხვალ იმდენი არიან, თავისთვის სხედან ყველგან, იქექებიან ნაგავში, მოწყობილი აქვთ თავშესაფარი ყველა გადახურულ ადგილას... გადაირევი! დღეს ერთი მათგანი ვნახე, სანიტარული დღე ქონდა, მდინარის პირას იყო, აკურატულად ქონდა დახეული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ქვებზე გასაშრობად მიფენილი, თვითონ ტრუსებით იდგა და ნასკებს რეცხავდა...უკან რომ გამოივარე უკვე თავს იბანდა, აბააა, ზოგს საძლე ტომარაც აქვს და იმაში ძინავს, კარდონის „ფანჯარასთან“...ნეტავ ზამთარში რას შვებიან?

Thursday, September 24, 2009

მე და ბრიტა :))))


რა მინდა და...

ძალიან მაინტერესებს, როგორი ადამიანი ვიქნებოდი, რომ ვიცოდე რა მინდა...აი, ზუსტად რომ მქონდეს ცხოვრებისა და ყოველი დღის მიზანი ჩამოყალიბებული (დღისას ვახერხებ, სულ რეჟიმში ვცხოვრობ), ზუსტად ვიცოდე რა მაინტერესებს (ძირითადად ის ვიცი ხოლმე, რა არ მაინტერესებს და ეს სია ხანდხან უსასრულოა), ვიცოდე როგორ მოვიქცე (ყოველი სტრატეგიული გეგმა კრახით მთვრდება, განსაკუთრებულ შემთხვევებს ეხება) და მქონდეს შერჩეული სამაგისტრო თემა...
წელს სეუ-ს უამრავი პოლიტოლოგობასმოწყურებული ახალგაზრდა შემოსევია, ყველაზე მეტი - ქართველი, მერე - რუსი (დებატებში ვეცდებით ერთმანეთი არ დავხოცოთ), მერე ათასი ჯურისა და ეროვნების ადამიანი, ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრციდან და ალაგ-ალაგ პროგრესული დასავლეთიდანაც, მათ შორის შტატებიდან. ყველაზე უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როდესაც ლექტორი გვთხოვს წარვადგინოთ საკუთარი თავი, მთელი ჯგუფი უკლებლივ ყვება თავის გამოცდილებაზე პოლიტოლოგიის ან ძალიან მონათესავე სფეროში, რამდენი ხარისხი აქვთ, რა თემებზე უმუშავიათ და რაზე ვერა, როდესაც საქმე მათ ინტერესს ეხება თითქმის ასეთი ტექსტი აქვთ: „ამა და ამ საერთაშორისო უნივერისტეტის წარმატებით დასრულებისა და ამა და ამ (ძძძძააააალიან აქტუალურ) თემისათვის ხარისხის მიღების შემდეგ, ერთი წელი შევისვენე და ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ჩემი შემდგომი კვლევების საგანი და ჩამოვყალიბდი თემაზე...“, მერე ეკითხებიან ამ კონკრეტულ საგანზე რა გაინერესებსო და პასუხებია, მე იმას როგორ გავიმეორებ, მაგრამ ნამუსიანმა ლექტორმა პირდაპირ ნიშანი უნდა დაწეროს!!! გადაირევიი და ასეთი 50 და მერე ერთი ქართველი გოგო, რომელიც ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომებს ცალ-ცალკე ამბობს (აბა, ერთი რომ თქვას ძაააალიან უვიცი გამოვა იმათ ფონზე) და სულელური ღიმილით ამბობს, აქ იმიტომ ჩამოვედი, მაინტერესებს ეს პოლიტოლოგია საერთოდ რა ხილია და რაღაცა ახლის სწავლა მინდოდა ამდენი კანონის მერე და არც პოლიტოლოგიის გამეგება რამე და არც თეზისის თემა არ ვიცი ჯერო, რაც ძალიან უკვირთ, მერე მეკითხებიან ამ კონკრეტულ (ვთქვათ პოლიტ.ეკონომიკა) საგანზე რატომ დარეგისტრირდიო და კიდევ უფრო სულელური ღიმილით პასუხობს, წარმოდგენა არ მაქვს ამ საგანზე და რამე ხომ უნდა გავიგოო (აბა, იმას ხომ არ იტყვის, კრედიტები როგორმე ხომ უნდა მოვაგროვო და სხვანაირად არ გამოდისო)...ასეთ დღეში ვარ აი...
არადა, სხვა რამის დაწერა მინდოდა, კიდევ მერე იყოს ყველაფერი სხვა....

Wednesday, September 23, 2009

ბინადრობისმოწმობიანი ანუკა


მთელი დღეა გზააბნეული დავრბივარ, ყოვლად უგვანი მენეჯმენტის დღე მქონდა. დილით, უთენია - ლექცია, მგონი არ მძინებია საერთოდ წუხელ, ნუ...რამდენიმე საათი, გადავაკვდი ცალკე ინტერნეტს და ცალკე ამქვეყნად ყველაზე ბრიყვულ სტატიას ევროინტეგრაციაზე, რომლის განხილვაც დღეს ვერ მოვასწარით :((( მერე, იმის შიშით, დილით არ ჩამძნებოდა, უთენია გავიღვიძე და აღმოჩნდა რომ სახლიდან ერთი საათით ადრე გავედი...რა მექნა, წავბორიალდი ფეხით. როგორც კი 9 საათი გახდა და ლექტორი უნდა შემოსულიყო აუდიტორიაში, დაიწყო დედაჩემმა რეკვა, მობილური ჩართე, ბანკი გეძებს და გირეკავენო (იმდენი ვწერე ამ ბანკებზე, სახლში მაკითხავენ უკვე). მოკლეეეედ, ატყდა ერთი ამბავი, არადა მობილურზე მირეკავს ან მიმესიჯებს, მობილური ჩართეო (ეგრეა ძირითადად, სკაიპში მწერს ხოლმე შემოდიო), თან მოვიდა ეს ჩემი ფეხშიშველი ლექტორი, თან ბინადრობის მოწმობის ასაღებად ვარ წასასვლელი და 12 საათამდე მუშაობენ და მე 11-ის ნახევარზე მიმთავრდება ლექცია...გადავირიე მოკლედ, მაგრამ გმირულად გავუძელი და გავემართე ბუდაფოკის 60 ნომრის დასალაშქრად. ახლა იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი: ბუდაფოკის ქუჩა ბუდაში მდებარეობს, საინტერესო ქუჩაა საკმაოად, ჩემი სახლიდან ყვითელი ტრამვაი ზუსტად ამ ქუჩის კუთხესთნ აჩერებს და ზუუუსტად მაგ კუთხეშია ბუდაფოკის #59 (საჯარო რეესტრი მანდაა განლაგებული და მაგიტომ ვიცი), ხოდა მეც ჭკვიანივით წავედი და ნუ, რა უნდა იფიქრო ნორმალურმა ადამიანმა? 59-ის ახლოს იქნება სადმე 60-იც ხო? არადა, 59-ის პირდაპირ #20 იწონებს თავს, რა გინდა რო ქნა? გავუყევი ამ ოხერ ქუჩას, გავცდი ყველას და ყველაფერს, გავედი ჩვენთან რო ცენტრალურ ტრასას ეძახიან იმაზე, გავძვერი ხიდის ქვეშ, მარა რა გინდა,, კენტი რიცხვები უკვე 100-ს აცდა და ლუწები ჯერ 30-ზეა. გავაჩერე ვიღაც სანდომიანი ყმაწვილი, ჯერ იმაზე გაოცდა 101 ნომერთან რომ ვიდექი და 60-ს ვკითხულობდი, მერე ავუხსენი ნუმერაცია ქობულეთივით აქვს ამ ქუჩასთქო იქედან იწყებათქო და აგერ წინ, მარჯვენა მხარეს არაფერი რომ არ ჩანს და ტრიალი მინდორია, მაინც წავიდეთქო???? და ძალიან ბევრი იფიქრა, მიყურა, მიყურა და რა სამწუხაროა რომ ლუწი ნომრები მარჯვნივააო... რა უნდა მექნა? წავედი ამ ტრიალი მინდვრებისკენ. მარცხნივ სახლებია, ნომრებით, ამბებით, მარჯვნივ არაფერიც არაა და დაშლიგინებენ სატვირთო მანქანები და ტრაილერები. მე ფეხით მივდივარ და უკვე ვეღარც მივდივარ...თან ყველაზე მაგარი, მივალ ავტობუსის გაჩერებაზე, დაველოდები ავტობუსს ასე 5-7 წუთი (მაგვიანდება ნუ) ჩავიქნევ ხელს და ისე რომ გავცდები გაჩერებას რომ უკან ვეღარ მოვასწრო, მოვა ეს ავტობუსი და ჩამიქროლებს...რაც მე ვიწვალეეე... კაი, ეგ არაფერი, როგორც იქნა, მეღირსა და გამოჩნდა 50 ნომერი. დიაგონალზე გადავჭერი ტრასაო თუ ავტობანიო თუ რაც იყო, არ მაინტერესებდა და მიიიიიიივდივარ კიდე, მიიიივდივარ, ამ #50-სა და #60-ს შორის კიდევ ერთი-ორი ტრიალი მინდორი კი იყო, რაღა დაგიმალოთ, მაგრამ ვაჟკაცურად გავუძელი ბოლომდე და მივაღწიე საემიგრაციო სამსახურამდე... აწერია უშველებელ შენობას #60 შევედი, გამომართვეს პასპორტი, მელაპარაკნენ კარგა ხანს და გვერდით შენობაში მიბრძანდითო, მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო, ხუთ უშველებელ შენობას ეწერა #60, ზოგი დაკეტილი იყო და ზოგი გვერდით მიბრძანდითო მეუბნებოდა და ნუ, მგონი ერთი კილომეტრი მარტო ბუდაფოკის #60-ში ვიარე, მაგრამ შედეგი არის, ბინადრობის მოწმობაც მაქვს და ის საემიგრაციო ოფიცერი ძალიან მონდომებით მიხსნიდა როგორ შეიძლია უნგრეთში დავრჩე საერთოდაც, მითუმეტეს თუ მომეწონა ბუდაპეშტი. ჩანართის სახით ისიც უნდა ითქვას, რომ უშუალოდ ოფიცერთან ორჯერ მომიწია შესვლა და ორივეჯერ, ზუსტად ჩემი რიგი რომ მოვიდა მაშინ დამირეკა დედაჩემმაც და ბანკმაც. გადაირევი პირდაპირ... მერე ისევ უნივერსტეტში, მერე ისევ სახლში, ერთი და იგივე გზა გავიარე ორასჯერ დღეს...მაგრამ, რაც მთავარია, ფურცლომანიას მოვრჩი მგონი...

ვშორდებით



ყოველ წუთას ვშორდებით...

და აკრძალული სევდის ტოტებით

ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს.

თუმცა, არ შერჩა აზრი არაფერს.

არც ერთგულებას და არც მოლოდინს,

რადგან გმირებად დავრჩით ბოლომდის

და ვერც შევიტყვეთ რომ გვექცა მხარი.

რომ სული ვგვემეთ და არა ლეში

და ის სიწმინდე ჩავკალით ჩვენში

რითაც მდიდარი იყო და არის...

ადამიანი....

Tuesday, September 22, 2009

ორი ბატი


დღეს დილით ადრე გავიღვიძე, ფეხით წავედი უნივერსტეტში, ძალიან სასიამოვნო გზაა, დილით სიარულიც ძალიან მომწონს, რაღცა ხურდები, ენერგიით ივსები..საერთოდ ჩემი რუტინული ცხოვრებიდან გამომდინარე, ყოველთვის, როდესაც თუნდაც რაღაც უმნიშვნელო ირღვევა ამ რუტინაში, ვიცი რომ იმ დღეს რამე უნდა მოხდეს. დღესაც ასე იყო, დილით გადასასვლელზე გავიფიქრე, რომ ეს დღე რაღაცით იქნებოდა განსხვავებული სხვა დღეებისაგან და, რა თქმა უნდა, მართალი აღმოვჩნდი...დღეს მაკარონი იყო მენიუში და პირველად, უკვე მესამე კვირის მანძილზე, მოხდა ისე, რომ კარტოფილი არ მიჭამია... :)))))))))))

ახლა რაც შეეხება ბატებს....

თუმცა ბატებზე მერე იყოს...

Monday, September 21, 2009

ჩემი 235


ეს პოლიციელი ოქტობერისა და ზრინის კუთხეში დგას, ძალიან საყვარელი ულვაშბიანი ბაბუაა, ღიპიანი, რამე რომც დააშავო, თავს გადააქნევს ალბათ, გამოკიდება დაეზარება და ულვაშებს აიპრიხავს გრძნობების გამოსახატავად...მიყვარს ასეთი ფიგურები, ახლა ეს ამოვიჩემე, უნივერსტეტის გზაზე მხვდება ყოველ დილით, მხარზე ხელი დარტყმით ვხვდები და ვუღიმი, ტურისტებითაა ხშირად გარშემორტყმული და მაშინ მხოლოდ მხედრულ სალამს ვჯერდები...სახელიც უნდა დავარქვა რამე...

Sunday, September 20, 2009

მოკითხვამდე...


წერილს ვწერ, ბოთლში ვლუქავ და დუნაის ვატან...თუ შენადმე მოაღწევს და იეროგლიფებს გაშიფრავ ყველაფერი ისევ კარგად იქნება, ან რამდენიმე წუთით მაინც გვეგონება, თითქოს ყველაფერი კარგადაა...თუ ვერ მოაღწევს? მე ხომ დაკარგული წერილების მწერალი ვარ, მოკითხვამდე წერილების....ისევ მდინარის პირას ვიჯდები...სხვა არაფერი...

კუცე-კუცე კაცეეე


გუშინ მაგარი დღე იყო, ჯერ იყო და დილიდან მე და ბრიტამ ოჯაახის ქალობა განვიზრახეთ და შემოსასვლელში ნათურები გამოვცვალე :ამაყისმაილიკი: რაც, მთავარია, მოვახერხეთ მხოლოდ უნგრულად მომეტყველე მეზობლისთვის კიბის გამორთმევა და მერე ზემოიმერულად ვაფლებიც მოვუკითხეთ, აპააა. ამ კიბეზე ფორთხიალის მერე მუზეუმში წასვლა გადავწყვიტეთ და სურპრიზი დაგვხვდა, ანდრაშის ქუჩა, რომელიც აქ ყველაზე ცენტრალურ და ტაკოი ქუჩად ითვლება გადაკეტილი იყო (რუსთაველივითაა რა, სულ რაღცა ხდება და მაგას კეტავენ) და რა ღონისძიება იყო ბოლომდე ამოუცნობი დარჩა ჩვენთვის, მგონი ბაირამი იყო თუ რაღაცა, არ ვიცი, მაგრამ იყო ტაშ-ფანდური და ათასნაირი ბაზრობა და გასართობი და მოკლედ, ვისიამოვნეთ, დავათვალიერეთ ათასი სისულელე, გადავიღეთ სურათები და ვიბორიალეთ უამრავი. საღმოსკენ გოგოები შემეხმიანენ და რაღაცა კონცერტზე წავედით. ეს რაღაცა აღმოჩნდა პოლონური (მგონი) როკ-ჯგუფი, თავისი სტაფილოსფერწყლისქუდიანიდაშავსათვალეებიანი ვოკალისტით და პიეროგამომეტყველებიანი გიტარისტით (რომელიც ისეთი საყვარელი იყო რომ კვტრებისსიყვარულისადმიმიმიდრეკილებისმქონე ანუკას შეუყვარდა),რომელიც ცდილობდა ინგლისურად ემეტყველა, ეხუმრა და თან გამომეტყველება არ ეცვლებოდა და ძააალიან ნელა ლაპარაკობდა სტილში: დის სონგ იზ ე კოვერ ვერჟნ, ვი ჰევ ჩეინჯდ მუზიკ ტოტალლი, ლირიკს ოსლოუ ტოტალლი, ბატ იტ იზ ე კოვერ ვერჟნ ან მენეჯმენტ იზ მენეჯმენტ, მენეჯმენტ ტოლდ აზ ტუ კომუნიკაიტ უიზ იუ, სოუ სეი ააააა და მღეროდნენ როკს : კუცე-კუცე კაცეე, კუცე კაცეეეეე, კუცე კაცეეეეე. მმმაგრად გავერთე :)))) კარგი საღამო იყო მთლიანობაში. დღეს მეცადიენობის, თავისა და სახლის მოწესრიგების დღე გამოვუცხადე საკუთარ თავს, მაგრამ მაინც წამძლია სულმა და დილიდანვე ნეტს მივეჯაჭვე...კიდევ, აშკარად ნორვეგიული ტყის განწყობა მაქვს, რაღაც ძააალიან მოქმედებს ეს წიგნი...ვამთავრებ უკვე :)

Friday, September 18, 2009

Norwegian Wood

მთლიანად ეს განწყობა მაქვს, მთლიანად ამ ტყეში ვარ, მთლიანად ვილუმპები და მაინც მაგარია, ყველაფერი ძაააალიან კარგადაა, ძააალიან მაგარია. ცხოვრებას უნდა გაუღიმო, რაც უნდა მძიმედ იყო, მაინც უნდა გაუღიმო და თავადაც გაოცდები, როგორ გაგიღიმებს თვითონაც. ამ განწყობით ავდექი დილით და დიდი კი არაფერი გამიკეთებია დღეს, მაგრამ საოცრად კამყოფილი და გაწონასწორებული ვარ. დღეს ერთ სააააოცრად მოსაწყენ მიღებაზე ვიყავით, ვაიმე რამდენი სისიულელე გვითხრეეეს და ყველა სიტყვაზე სოროსს უხდიდნენ თან მადლობას იმ სტილში აჭარის არხზე ასლანს რომ ახსენებდნენ ხოლმე (უფრო თანამედროვე მაგალთები შეგნებულად არ მომყავს, აქ მაინც ვიქნები აპოლიტიკური)და კინაღამ შეგვიწირა ამ მიღებამ მთელი სწავლასმოწადინებული ახალგაზრდობა :))) მეტი არც არაფერი, მერე ისევ დუნაი, მშვიდი საღამო, ბევრი სეირნობა და ბეეეეევრი ღიმილი...

Thursday, September 17, 2009

.......

გადაუღებლად წვიმს მთელი დღეა....მეც შესაბამის ხასიათზე ვარ...ვზივარ წვიმაში და ვკითხულობ და ვიქმნი მელანქოლიას...მანამდე კი, მოვასწარი გალუმპვა, ათასი სისულელის ჩადენა და რაც მთავარია....რა ვქენი? მოვახერხე და ბუდაპეშტის საჯარო რეესტრში ვიყავი ამონაწერის ასაღებად...სრეს-ს სჯობს, უფრო კარგად გექცევიან და უფრო პროფესიონალები ჩანან!!! რაც მთავარია, ესენი ინგლისურად არ ლაპარაკობენ და მე უნგრულად და მაინც მოვახერხე ქალაქის აბსოლუტურად უცხო უბანში მარტო წასვლა და ამხელა ბიუროკრატიასთან გამკლავება!!!! მე მგონი მეტი საფრთხე აღარ მემუქრება. წარმოიდგინეთ, ვინმე უცხოელი, მაგ. ურუგვაელი საქართველოში რომ ჩამოვიდეს და არცერთი ჩვენთვის გასაგები ენა რომ არ იცოდეს (ან ჩვენ არ ვიცოდეთ) და მარჯანიშვილზე მივიდეს და რომელი ბინაც იქირავა, იმის ამონაწერი აიღოს!!!!!!! ვინმეს მიახლოებითი წარმოდგენა მაინც თუ აქვს რას ნიშნავს ეს, შემაქეთ, არ მოგერიდოთ :P:P:P

Wednesday, September 16, 2009

კუკუს ხათრით!

არ ვარ წერის ხასიათზე, მაგრამ მაინც დავწერ...ვალდებულებაა მთელი სრულიად ორი ადამიანის ინფორმირება ჩავლილი დღის შესახებ. არაფერი, სტატისტიკაში, როგორც ვვარაუდობდი დებილების ჯგუფში მოვხვდი (საშუალო ვარიანტია ძალიან დებილებსა და ისე რა დებილებს შორის), კომპიუტერის გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ მე და გამომცდელმა :)))) გერმანულის ტესტი დავწერე (არ გამომიყენებია შესაძლებლობა და ბრიტასთვის არაფერი მიკითხავს) და შედეგებს ველოდები, რომ განისაზღვროს ჩემი ცოდნის დონე. სხვა რა, თავპირისმტვრევაა საგნებზე დასარეგისტრირებლად, ვცდილობ მეც და წარმატებული მეოცე ან მეთხუთმეტე პოზიცია მიკავია მომლოდინე და ცოდნას დაწაფებულ სტუდენტებს შორის. ყველა ამ მოლოდინის სიაშია მე ვისაც ვხედავ ლექციებზე და ვინ დარეგისტრირდა, ვერაფრით გავარკვიე, ალბათ, არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც არ დადიან ლექციებზე, ერთობიან, რამე სხვა საქმით არიან დაკავებული, მაგრამ ახერხებენ კურსისთვის დარეგისტრირებას, ჩვენგან განსხვავებით, ლექტორებს რომ მივჩერებივართ პირდაბჩენილები და დავალებებს ვინიშნავთ დაურეგისტრირებელი საგნებისათვის...რა ვიცი, რა ვიცი...დღეს ბევრი ვიარე ფეხით :ამაყისმაილიკი: და მაინც უაზროდ ვარ, სიმართლე რომ ითქვას, ფილოსოფიურად ვარ განწყობილი, მელანქოლიურად და რა ვიცი კიდე როგორად, მაგრამ არ მინდა ამ თემებზე წერა....ეკონომიკის ლექტორი გავიცანი და ვაღიარებ, რომ ჩემი ფავორიტია. დილაუთენია, შემოქანდა აუდიტორიაში თმაგაბურძგნული, ფეხშიშველი (ნუ, ყავისფერი სანდლებით, თითებს რომ ათამაშებს ისეთით), სახეზე შეშლილი გამომეტყველებით, მოკლეხელება არსება, რომელსაც აღმოაჩნდა მეტყველების დეფექტი და არამდგრადი ხასიათი. ასეთებს საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტის ზოგიერთი სპეციალობის სტუდენტი სანთლით ეძებს („უდიპლომო სასიძო“-სი არ იყოს) და გამოაცხადა (ენადაბორკილმა) თქვენი ლექტორი ვარო, იარა ერთი საათი აუდიტორიაში დაფის წინ, იქნია ხელები უცნაურად და ყოვლადგაუმართლებლად, თვალები დახუჭლი ქონდა და ცდილობდა მოკლე ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა (უჭირდა რაიც ფრიად) და შიშლიკანა ფეხის თითები შეეთამაშებინა შიგადაშიგ და...რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, საინტერესო ლექცია გამოუვიდა და საათის ბოლოს, მივეჩვიე თუ მომეჩვენა არ ვიცი, მაგრამ სახეც გაასწორა, ხელებიც დაუშვა (ფეხზე არ ჩაუცვამს :P), მეტყველებაც გამართა და გამოაცხადა, წეწვა რომ გაქვთ ჩემს საგნებზე და ჩემი ადგილი არ დატოვეთ აუდიტორიაში იმდენი დარეგისტრირდით, ახლაც არ შემეშვებითოოო? საგრძნობლად მაღლა ავიწიე მომლოდინეთა სიაში... რას გაუგებ ევროპელ პროფესორებს და მათ აუდიტორიას... ისე ასისტენტი კი ყავდა ვარსკვლავთბიჭუნა, გიუნტერ-გიუნტერი თუ რაღაცა ამდაგვარი ერქვა, გავარკვევ შემდეგი ლექციისთვის :P

Tuesday, September 15, 2009

ბედი რომ არ გექნება...


სახლში ორნი ვცხოვრობთ, მე და ჩემი გერმანელი და აგერ, რამდენი ხანია უკვე ნეტარებით ვფიქრობ, როგორი გამოცდილი გოგოა ესა და როგორ მიშველის რამე რომ იყოს...მორიდებული კაკუნია დღეს ჩემს კარზე და შემომადგა ორი მაიკით, ერთად რო გავრეცხო რა მოუვაო, გავოცდი, ვერ მივხვდი რა უნდოდა, ლაპარაკ-ლაპარაკში გავედი მასთან და რას ვხედავ, ჩემი გამოგონება - ინტერნეტით დედის გარეცხილი სარეცხი და მომზადებული საჭმელი, არ მიუთვისებია?! მოკლეეედ, ისეთი გამოდგა, მე ვასწავლე სარეცხის დახარისხება, სარეცხ მანქანასთან მოპყრობა და საერთოდ თეთრი და შავი ერთად რომ არ უნდა გარეცხო (სარეცხ მანქანასთან მოპყრობა ვასწავლე რა, ერთად ვმკითხაობდით რომელ ღილაკს რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა)... ანალოგიურია საჭმელზეც, თან უნდა ნაირ-ნაირი კერძები ამზადოს და ყოველ საღამოს ცდილობს შემაბას რაიმე მამაპაპურ ხორციან საკვებზე, რაც არ გამოსდის და ალბათ, „ერთად დავამზადოთ“-ში იგულისხმება რომ მე უნდა ვიმზარეულო, ეეეჰ, ეგეც რა უბედურია, იცოდეს მაინც, ვის ხელშია... დანარჩენი არაფერი, ყოფითი უაზრობის გარდა...

Monday, September 14, 2009

მოკლე ჩანართი

ახლა კვაჭის შემოქმედებას ვათვალიერებდი, აეროპორტის სურათებს, ჩემი მეგობრების ბჟუტურს და გამახსენდა, როგორ გამოვფრინდი...თვითმფრინავში ავსტრიელი თუ გერმანელი თუ არ ვიცი სადაური ცოლ-ქმარი დამებედა, ქმარი ისეთ ხრონწი იყო, თავისით ვერ დადიოდია კალიასკით დააჩოჩიალებდნენ და ცოლი კი იყო ვიდზე, მაგრამ როგორც კი სტიუარდესამ ფრენი მარშრუტი გაგვაცნო და წამოცდა, შავ ზღვას გადავუფრენთო, მას მერე მთხოვდა კავკასიონი რომ გამოჩნდება გამაღვიძე და დამანახე, რამდენი ხანია ამ რეისით დავფრინავ და არავინ არ მანახებსო :((( საწყალი, წაგვეყვანა სადმე მთებშიიი, კი ეძნა გაგუდულს და ასე ნახევარ საათში ერთხელ მეკითხებოდა იყო უკვეო? არათქო, ვამშვიდებდი!!!

ბუდაში წვიმდა...


უფ, დავამარცხე მაგთიფანი, როგორც იქნა (დავამარცხეთ!!!) არაფერი დღე, ლექციები ჩამიტარდა, სტატისტიკაში გამოცდა მქონდა! გადასარევად დავწერე, შინაარსის რა გითხრათ და გრაფიკულად მშვენივრად გამოიყურებოდა: დაახლოებით ასე რომ წარმოვიდგინოთ, 15 შეკითხვიდან პირველ ხუთს ვუპასუხე, შემდეგი ხუთიდან ზუსტად მესამეს ვუპასუხე და კიდევ ბოლო ხუთს ვუპასუხე!!! ანუ რაც ციფრებით იყო გამოსახული ის ამოცანები დავძლიე და რაც სიტყვებით იყო, არც მიცდია, შინაარსი ვერ გავიგე ვერცერთის. რაც მთავარია, გამოცდას მხოლოდ ის მნიშვნელობა ქონდა, რომ განესაზღვრათ ეს ამდენი მათემატიკაში უნიჭო და შესაბამისად ჰუმანიტარი ძალიან დებილების ჯგუფში უნდა განათავსონ, დებილების, თუ ისე რა დებილების. დებილების ჯგუფზე მაქვს პრეტენზია მე პირადად!!! მერე თითქმის მსგავსი კომპიუტერი გამოცდა მექნება ზეგ. ჯერ ხვალ ლექციას ჩამიტარებენ (სავალდებულოა) და მერე გამოცდას სადაც მიზანი არის გამოცდის ჩაბარება (გამომცდელის მიზანზეა საუბარი) ანუ დავალება იქნება ფოლდერის შექმნა, ფაილის წაშლა, ვორდის დოკუმენტის შექმნა, რომელსაც თუ, გაგიწყრა ღმერთი და, თავი ვერ გაართვი, გაგამეორებინებენ იმდენჯერ სანამ შენ, ან მერე შენით აღშფოთებული გამომცდელი არ შეასრულებთ დავალებას. ანუ, კვაჭის თუ დავესესხებით, როდესაც დაგავალებენ ფოლდერის შექმნას, თუ გაართვი თავი ხუთიანს დაგიწერენ და თუ შტეფსელი გადაღრღენი- სამიანს. ამ შემთხვევაში ხუთიანის იმედი მაქვს!!! :თვმდაბალისმაილიკი:
არადა, საღამოს უფრო სხვა განწყობაზე ვიყავი, ვერ მოვაღწიე დროზე კომპიუტერამდე, თნ ვიფიქრე ცოტას ვიმეცადინებთქო, მაგრამ მერე გადავყევი ათას რამეს და ახლა დროც დაკარგული მაქვს და განწყობაც... დღეს დუნაის პირას ვიჯექი ერთი საათი და საოცრად დავმშვიდდი, დავიცალე, მოვეშვი, ძალიან ვისიამოვნე. ყოველდღე უნდა მოვახერხო და ნახევარი საათი მაინც მივუძღვნა დუნაის...ჯერ ვისეირნე, მერე ჩამოვჯექი და ბუდას გავცქეროდი, მაგარი ამინდი იყო, თითქოს ზამთრის თ გვიანი შემოდგომის, ანუ ოდნავ ქარიანი, მოღრუბლული, მაგრამ არ ციოდა...ვიჯექი და ვფიქრობდი...არა, თავიდან არც ვფიქრობდი, წყალს ვუყურებდი და მორჩა...
ბუდაში წვიმდა, პეშტში ქარი ქროდა, მე დუნაის ვუყურებდი

Sunday, September 13, 2009

ვარდისფერი ხალათის დღეები

ვიბორიალე, ვიბორიალე, ვიბორიალე. რაღაც მოსაწყენი შაბათ-კვირა მქონდა, თან არჩ ენთუზიაზმი გამომიმჟღავნებია დიდად რამის კეთების..ასეთ დღეებს თბილისში ვარდისფერი ხალათის დღეები ქვია, არსად წასვლა რომ არ მინდა, არაფერი რომ არ მინდა, პირსაც მხოლოდ ზრდილობის გამო რომ ვიბან და მთელი დღე თხუნელასავით სახლში ვზივარ... თქვენ მითხარით რამე კარგი...

Saturday, September 12, 2009

უაზრო დღე

რაც გავიღვიძე, მას მერე ვფიქრობ, რატომ გავიღვიძე...ძალიან მინდოდა გამოძინება. უთენია, მზემ შემომიჭყიტინა, ჯერ გავოცდი, თვალებზე სამ ფენად მაქ ჩამოფხატული ის (აღმოვაჩინე რო არ ვიცი რა ქვია) და მზე საიდანთქო, მაგრამ მაგას კიდევ გაუძლებდა კაცი, საწოლში რომ გადავბრუნდი და ისე შევქანდი რომ მეგონა ჩემი მეორე სართულიანად ძირს ვვარდებოდი, მაშინ ვიკადრე გამოფხიზლება. მომეჩვენა.. რას ვიზამდი, ავდექი. სანამ დილის სკაიპ-დიალოგები მოვილიე კი გახდა შუადღე და კი გადავწყვიტე, რომ დღევანდელი დღე დაკარგულია ჩემთვის და კომპიუტერს უნდა შევწირო. მერე ისიც გადავწყვიტე, რომ ყავის გარდა სხვა საკვებიც დავიმსახურე და ამაყად გავემართე სამზარეულოს დასალაშქრად :)). ორი დღის წინ საყიდლებზე რომ ვიყავი ვნახე მიუსლის ნაირსახეობა, მთელს მარკეტში ერთი კოლოფი ვიპოვნე რომელსაც გერმანულად ეწერა, რომ ხელში საოცრება მეკავა, რომელსაც შეიძლება დაამატო რძე ან წვენი და ჩემი საუზმეც მზად არის. ზუსტად ისეთი კოლოფი ავიღე, ოღონდ სხვა ხილის და აგერ, უკვე მესამე დღეა მიხარია, რომ სახლში საკვები მომეპოვება. დღეს გადავწყვიტე გასინჯვა. გავხსენი და ერთმანეთთან შეწებებული და გამაგრებული მასა რომ დავინახე ცოტა კი შევშფოთდი, მაგრამ პირველივე სიძნელეზე ხომ არ მივატოვებდი მზარეულობის მოწოდებას ჩემში. ამიტომაც, დავიწყე ამ მასასთან ბრძოლა. თეფშის ფსკერი მიანც რომ დამეფარა, მომიწია ნახევარი კოლოფის ჩაყრამ, მერე დავასხი რძე და...არა, იხტიბარი არ გავიტეხე და ბოლომდე ვჭამე, მაგრამ რამე თუ დამემართა გაკვეთას ნუ მოითხოვთ, ამ უმი მასით ვარ მკვდარი აშკარად... ახლაც უმი გემო მაქვს პირში.... არა, თავს ჯერ ცუდად არ ვგრძნობ, სარეცხის გარეცხვაც მოვახერხე დაზარალებულმა ბავშვმა, მაგრამ მაინც რაღაცა მღრღნის რომ მოვიწამლები...
ასეა, ნელ-ნელა ვეგუები და ვსწავლობ და თუ გადავრჩი დღეს, ხვალ აუცილებლად მდუღარე წყალს დავასხამ იმ, სავარაუდოდ გემრიელ, მასას და შეგატყობინებთ რა გამოვა.

გვიანი პოსტი ერთგულ მომხმარებლებს :P

ძალიან დავიღალე დღეს, მოვიარე ნახევარი ქალაქი. უნივერსტეტში თავისუფალი დღე გვქონდა, მიღების მაგვარი რაღაც მოგვიწყეს. მერე წავედი და ბუდაში გადავედი, ძაააალიან ლამაზია, გადავირიე, თან ძალიან განსხვავებული, პირველივე შენობას ეტყობა რომ მდიდრული უბანია, უფრო ევროპული და ძალიან ლამაზი, მაგრა საოცარი ის არის, რომ იქედან ხედიც შთამბეჭდავია. მოკლედ მომეწონა, არ ვიცი იმიტომ, რომ მართლა ლამაზია, არ ვიცი იმიტომ, რომ ბანკებთან ურთიერთობის ერთი ეტაპი წარმატებით დავასრულე და აღარ ვნერვიულობ, ამიტომ დავიწყე გარემოს აღქმა :))) მოკლედ ასე იყო ეს ამბავი. მთელი დღე იმდენი ვიარე, დაღლილობისგან ვკვდებოდი, თან მშიოდა, მე, ერთი ქართველი, ერთი მაკედონიელი და ერთიც ფრანგი წავედით საჭმელად და.... ვაიმე დედა, ახლაც არ მჯერა, ჩინურ რესტორანში ვჭამე.... და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ვარ გენიოსი, მაქვს ინტუიცია, ვერკვევი საჭმელებშ თუ არა, საკუთარ გემოვნებაში მაინც და მეორედ ამას აღარ ვიზამ!!!!!!!
ბოლოს წავედით სეუ-ს ორგანიზებულ ფართიზე. ვინც კი ამ უნივერსტეტში სწავლობს, ყველა იქ იყო, სემესრის დაწყება აღინიშნება ასე. შესავლელში მოგვაჩეჩეს შამპანური და შეგვრეკეს სადღაც. რანაირი ადამიანები აღარ იყვნენ, ყველანაირი კანის ფერის, რასის, ჩაცმულობის, სქესის და ორიენტაციის, თან ყველაფერი ეს მძაფრად გამოხატული, თან კიდევ ორი დისკოტეკა, ერთგან მაიკლ ჯექსონი და მეორეგან ფუსი ქეთ დოლზი, ორივე ბოლო ხმაზე და ტვინის წამღებად... კოშმარი...ადრე წამოვედი, სადღა შემიძლია ამდენი, ბებერი სტუდენტი ვარ მეეე...

Thursday, September 10, 2009

მე და ბანკები


ამ თემაზე ტომეულების დაწერა შეიძლება, ვერც ერთ ბანკში ვერ ვიგებ რა უნდათ ჩემგან და ვერ ვაგებინებ რა მინდა მათგან. ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ ნებისმიერმა ბანკის მენეჯმენტმა უნდა იფიქროს თავისი თანამშრომლების დატრნინგებაზე დებილებთან საურთიერთობოდ (როგორიც მე ვარ)!!! ავითვისე ბანკომატები და მგონია რომ მაგარი ვარ, ვერ გავერკვიე გადარიცხვებში, ანგარიშებში, დიჯიპასებში (დავიმახსოვრე როგორც იქნა), დებეტებში, კრედიტებში და კიდევ უამრავ უცხო და ჩემთვის ჩინურ სიტყვებში! რა მოხდა მერე, მოქალაქე როდესაც მირეკავს (მირეკავდა) ხომ არ ვთხოვდი დაეზუსტებინა მისი მოთხოვნა არსობის სფეროდან იყო თუ ჯერარარსობის??? არც იმ ყველაფერს ვეუბნებოდი (თან სხაპასხუპით) რაც რომელიღაც ნორმატიული აქტის დანართის მეშვიდე მუხლის მეოცე პუნქტის ჰაე ჩვიდმეტი პრიმა ქვეპუნქტით არის გაწერილი! ხოდა არ მაქვს უფლება მეც ადამიანურად მომემსახურონ და ჩემთვის გასაგებ ენაზე ამიხსნან რამე??? :თვალცრემლიანისმილიკი:


დღე პირველი: მივდივარ სანაქებო თიბისი ბანკის ერთ-ერთ პრესტიჟულ (:P) ფილიალში (თმა გასწორებული მაქვს, იუბკა და 10 სანტიმეტრიანი ქუსლები მაცვია, სამსახურში რაღცა გავაკეთე კარგად და ნუ, თავი მაგარი მგონია, მაგრამ სად ვარ ჯერ..) და ვთხოვ ჩემი კუთვნილი ანგარიშიდან ასევე კუთვნილი თანხის გადარიცხვას საზღვარგარეთ. მოქუჩდა მთელი ფილიალი ჩემს გარშემო, მიყურებენ, მიღიმიან და უიოოო, ანგარიში კი გაგიხსენითო (და როცა გაგიხსენით, არ გისმენდით ადამიანურ ენაზე რო გვიყვებოდი რაში გჭირდებოდაო), მაგრამ მაგ ანგარიშიდან ფულს საზღვარგარეთ ვერ გადარიცხავო. გაოცებული ვარ, ვერ ვიგებ რა ხდება. აბა, რა უნდა ვქნა მეთქი? რაო და უნდა იყიდო ისო (დიჯიპასი მაშინ ჯერ კიდევ უცხო სიტყვაა)! ვაიმე ანუკააა, რა არის ნეტა, რა უნდა იყიდო? რა არის მეთქი ეგ! რა და დანადგარიაო, რომელიც დაგეხმარება მაგ ოპერაციის განხორციელებაშიო და არააააა! ვიყვირე თავგანწირვით. თვალწინ დამიდგა გერმანიაში, მატარებელში კონტროლიორი რომ დადის და სამი სხვადასხვა ტერმინალი კიდია ჯიბეზე, რა იცი რომელ მგზავრს რა ბარათი აღმოაჩნდება და წარმოვიდგინე რომ ასე, ტერმინალი უნდა ვიყიდო და ჯიბეზე დავიკიდო და ვიარო, არ მომეწონა ეს იდეა. სხვა ვარიანტი რომ ვიკითხე, მითხრეს, ციტირება, „მაშინ ბანკში უნდა მიბრძანდეთ“!!!! თან მიღიმიან, ვგიჟდები ნელ-ნელა...უნგრეთში მქონდა რაღაცა დეპოზიტი გადმოსარიცხი და წარმოვიდგინე როგორ უნდა ჩამოვიდე აქ, ჩამოვიტანო ფული, ჩავრიცხო ანგარიშზე, დავბრუნდე უკან და ვაიმე, უნგრეთში წავიდე-თქო? განწირული სახით ვიკითხე. უიმეოოო, რას ამბობო, იტკიცეს მათ და უნგრეთში რა გინდაო (თან გულში დამცინიან, როგორ არ ვიცი ეს! ).

- აბა რა ვქნა?

- დიჯიპასი

-სხვა ვარიანტი?

-ბანკში უნდა მიბრძანდეთ

რამდენადაც გულს მომეშვა რომ უნგრეთის ბანკში არა, ჩავთვალე რომ იქვე, მარჯანიშვილზე ჩავირბნდი მარტივად.

- ცენტრალურში?

- არა, ნებისმიერ ფილიალში

- მაშინ ე.ი. შეიძლება ეს გავაკეთოთ

- არა, თქვენი ინტერნეტ ბანკინგით შეუძლებელია, ბლა, ბლა, ბლა დიჯიპასი!!!!!!!

- არაააა, სხვა ვარიანტი?

- ბანკში უნდა მიბრძანადეთ

მოვიკრიბე გამბედაობა და ამოვიკნავლე:

-ახლა სად ვაარ?

უკვე რაც უნდა მითხრან, ყვლეაფერი მჯერა და მგონია რომ აფთიაქში ვარ შესული და ფულის გადარიცხვას ვითხოვ ზღარბი ბარათით

- უიიი, ახლა გადარიცხაააავთ?

უკვირს სამივე გაკრეჭილ გოგოს და აქ მგონია რომ მარტო ჩემს სიჩლუნგეშიც არაა საქმე...

არა, შეიძლება უნიკალური საბარათე სისტემა აქვთ და საერთოდაც, შეიძლება ყველა ყველაფერს იგებს, მაგრამ მე რა დავაშავე რომ არ მესმის?

ახლა უარეს დღეში ვარ!


დღე მეორე: ბინის ქირა უნდა გადავრიცხო ჩემი ბინის მეპატრონის ანგარიშზე კანადაში (ნუ, ეს ცალკე თემაა, როგორ ვახერხებ ასეთ შარში გახვევას და ყველაფრის რთულად გაკეთებას). დილით ავდექი გადასარევ ხასიათზე, გავუღიმე იმ ადგილს, სადაც წესით მზე უნდა ყოფილიყო, ვღიღნებ ჩემთვის, გადმოვიხედე ჩემი მეორე სართულიდან (საწოლი მაქვს ასეთი განლაგების) და მიღიმიან ჩემი კონვერსები და მიხარია ცხოვრება. ავდექი და საქმიანი სახით წავედი ბანკში ფულის გადასარიცხად. ბანკში ადამიანებამდე მიღწევის სისტემა აქაც ისეთივეა, ჯერ რაღაც დანადგარს უნდა დააჭირო, ის მოგცემს რკოს, რკოს მიუტან ღორს, მოკლედ, როგორც არის... მაგრამ რად გინდა, ევროპაა ეს ძმაო და ნავაროჩენი დანადგარია, ბეეეევრი ღიალკებით და აწერია ყველაფერი უნგრულად. ვერავის გავაგებინე რა მინდოდა და დავაჭრე ალალბედზე ხელი, რა მექნა. მოვიდა ჩემი რიგიც, როგორც იქნა და ადამიანის ნაშიერი არ მოიძებნება ინგლისური რო ესმოდეს მაინც, წავიდნენ მერე სადღაც, მეზობელი ბანკიდან მოიყვანეს მგონი ვიღაც, რომელიც ცდილობს თავისი მეტყველება მიამსგავსოს ინგლისურს. ვაიმე ანუკაააა! რას ვიზამ, ვუხსნი ჩემი გაჭირვების ამბავს, მაგრამ გაასავსავეს ხელები (ითათბირეს მანამდე) ეგ ამბავი არ გამოვაო, ორივე უნგრული ბანკის კლიენტები უნდა იყოთო. რა გინდა რო ქნა? წავედი მეზობლ ბანკში და ასე მოვიარე ბუდაპეშტის ყველა (თითქმის) ბანკის ყველა ფილიალი. თან, საოცნებო კონვერსებს არ მოეწონათ ეს ამბავი და გაჭირვეულდნენ (არ ვაღიარებ, რომ მიჭერს, იმიტომ რომ მერე უნდა ვაღიარო რომ ხამი ვარ და ვერასოდეს ვერ ვითმენ რომ ფეხსაცმელი პირდაპირ სამასი კილომეტრის დისტანციაზე არ ჩავიცვა). თან ცუდად ვარ, თან დავიღალე, თან არავის ესმის ჩემი და ამიტომ ცალ ხელში ბარათი მიჭირავს, ცალში ანდრეას ანგარიშის ნომერი და ვცდილობ მუნჯურად მაინც მივახვედრო ვინმე რა მინდა. ბოლოს უნივერსიტეტის ფინანსურ განყოფილებას მივადექი და იმათმაც რომ მითხრეს, საზღვარგარეთ გადარიცხვის ვარიანტი არ გაქვს მაშინაც კი, ქეში რომ მიიტანო ბანკშიო, დავიწყე იმის წარმოდგენა როგორ ჩავალაგებდი ამ სიმწრით ამოლაგებულ ჩემოდანს და როგორ მომიწევდა ისევ ბინების ძებნა... :(((

თან, რა თქმა უნდა, ყველას სათითაოდ მოვუყევი რა გაჭირვებაშიც ვარ და ყველამ სათითაოდ სცადა რამე ბრძნულის თქმა, როგორიცაა „უნდა გადარიცხონ“" „არ შეიძლება ვერ გადარიცხონ" და ა.შ.

საბოლოოდ, გავარკვიე რომ მხოლოდ ჩემი უნგრული ანგარიში საკმარისი იქნება ამ ოპერაციის წარმატებით განსახორციელებლად და ხვალ უნდა დავეცე თავზე რომელიმე ბანკს.

არ მინდა რა მათთან ურთიერთობა.

გადწყდა, ბანკირს უნდა გავყვე ცოლად! სულ არ მინდა მისი ფულები, ადამიანურ ენაზე მაინც ამიხსნის რა ხდება და საერთოდაც თვითონ მოაგვარებს მსგავს საკითხებს!!!!!!!

Wednesday, September 9, 2009

საკუთარ ჭერქვეშ...


როგორც იქნა... მოვიპოვე რამდენიმე კვ.მ. რომელსაც ათი თვე „ჩემი“ ერქმევა... ყველაზე კარგი ეს არის და კიდევ ის, რომ აბაზანა აქვს დიდი. მეტი პრობლემა მე არ შემექმნება, დარწმუნებული ვარ, ან თავს ვირწმუნებ. ცოტათი ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, რაც მართალია, მართალია, მაგრამ იმდენად დამღალა ამდენმა წოწიალმა და სხვების შეწუხებამ, დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ მგონია :))))) კიდე ის, რომ ნამდვილი ხამი ვარ, ვაღიარებ, მაგრამ მაინც ახალი კონვერსები მაქვს და ერთი კვირა ნურავინ შეეცდებით, მაინც ისინი მიყვარან ყველაზე მეტად ამქვეყნად!!! აი, ასე!!!! კიდევ ის, რომ როგორც იქნა, ხვალ უშავეს და უმწარეს ყავას დავლევ უზმოზე, კიდევ ის, რომ... რაც ნაკლები მაქვს საფიქრალი, მით უფრო მეძალება არასასურველი ფიქრები.... დავწერდი ახლა რამე გაწებილს, მარა დაიწყებს მერე ზოგიერთი, აიო, ხო ვთქვიო, ეგრეც ვიცოდიო და რა ვიცი კიდე რას არა... ამიტომ, არაფერსაც არ დავწერ!!!

ისე, მე რა მინდა? ზღვას ვუყუროთ...

Tuesday, September 8, 2009

თუ მოგენატრეთ

+36702582406 :) მეკონტაქტეთ

ვურააა

ბინა ვიშოვნე, ხვალ გადავალ, ამოვისუნთქე მაგრად. არ ვიცი, შეიძლება არც ისე საოცარი არჩევანია, მაგრამ რაც არის ეგ არის, აქამდე რაც ვნახე, ყველას სჯობს პირობებით. მოკლედ, მომწონს! გერმანელ maedchen-თან ერთად მომიწევს ცხოვრება და იქნება, გერმანულშიც ვივარჯიშო. ასე თუ მოხდება, გავითვალისწინებ „ბრძნულ რჩევას“ და უნგურლი ენის კურსებს ავიღებ, რა იცი, რაში დამჭირდეს!!! აღარ შემიძლია, ამდენი ფიქრის თავი რომ მქონოდა და ფულის თვლა მდომებოდა, ცოტა ვაკანსია იყო თბილისში ბანკებში???? არ ვიცი, არ ვიცი.... ავდუღდი...

Monday, September 7, 2009

დღე მესამე თუ პოსტი მესამე?

მთელი დღე უნივერსტეტში ვიყავი, დავიღალე, თან ეს ბინის პრობლემა, ჯერ ვერ ვგრძნობ თავს კარგად, იმედია მალე ვიპოვნი რამეს და დავლაგდები :( მაგრად ვიყავი მთელი დღე, ახლა რაღაც მონატრება მომინდა...

Sunday, September 6, 2009

ბუდაპეშტი

მოკლედ, ჩამოვაღწიე გუშინ როგორც იქნა, ძაააალიან დაღლილი კი ვიყავი, მაგრამ რას იზამ...ხოოოდა მანუელთან ერთად წავედი გეი-პარადის სანახავად, სადაც ვერ მივაღწიეთ, იმიტომ რომ მთელი უნგრეთისა და მიმდებარე ქვეყნების პოლიცია იყო მობილიზებული, მთელი ქალაქი გადაკეტილი ქონდათ და კბილებამდე შეიარაღებულნი იცავდნენ გეიებს. ჩვენც ავდექით და პარადის პარალელურ ქუჩაზე დავიწყეთ მოძრაობა, რამესთვის მაინც რომ მოგვეკრა თვალი, ჩვენთან ერთად მოძრაობდნენ ასევე ექსტრემისტები და საბოლოოდ აქეთ გაუმართეს მიტინგი და ბოლოს ქვებიც დაუშინეს პოლიციელებს. გადაირევი ისეთ ამბებში მოვყევი, ეგრევე საკუთარ სახლში ვიგრძენი თავი. რაცშეეხება ქალაქს, მართლა ძალიან მომეწონა, რაღაცა ერთი შეხედვით ძალიან შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში საინტერესო და ლამაზი ქალაქია.
რაც ყველას გაინტერესებთ: მანუელი საოცარი ადამიანი აღმოჩნდა, თან მყვება, დამშვიდდით!!!
ერთია ნეტის პრობლემა მაქვს, ახლაც უვიწროესი სამზარეულოს კიდეში, კართან ვზივარ, სარეცხ მანქანასა და კედელს შორის შეკვეტებული, თან რაღაც მილია აქ და ფეხები წესიერად არ მეტევა, ვარ საშიაშროების ქვეშ, რომ მანუელი თუ მოვა კარს თვში გამარყამს, მაგრამ მაინც მიხარია, რადგანაც ამ ადგილას ინტერნეტი იჭერს 15 წუთიანი ინტერვალებით მაინც...
ხოდა ასეა, ხვალ მივდივარ უნივერსიტეტში პირველად და გაგიზიარებთ ახალ შთაბეჭდილებებს, იმედია, უკეთესადაც მოვეწყობი და უფრო აზრიან რამეებსაც დავწერ!

Saturday, September 5, 2009

დღე პირველი

ახლა დილის რვა საათია (აქ, ვენაში, თქვენთან უკვე გათენდა და ზოგიერთი სამსახურშიც კი უნდა იყოთ..), ცრის, ვენის აეროპორტში, რომელიც მართლა ბუტკასავით აღმოჩნდა და გამიღვიძა მძიმე მოგონებები შერემეტიევოზე, ერთი უბადრუკი სამადგილიანი სკამი ვიპოვნე, ჩვენც სამნი ვართ: მე, ჩემი ვარდისფერა (ან ფუსუსუნა) და „ხელბარგი“ (ტყვია, ტყვია, უნდა შევამოწმო ტყემლები და შემწვარი გოჭები ხო არ ჩამიდო დედაჩემმა). მოკლედ, როგორღაც განვთავსდით. ისეთი გათიშული ვარ, სად ვზივარ წესიერად არც ვიცი, თვიდან მმმმაგრად გამიკვირდა ეს ჯგროდ მომავალი ხალხი ჩემკენ რატომ მორბოდა, მერე ყველა ჩემს წინ რატომ ჩერდებოდა და ყველა შესაძლო და შეუძლო ენაზე რატომ ზუოდა, თურმე ეკრანების ქვეშ მოვკალათებულვარ, ზედ გასასვლელის წინ (რომეშლიც მე ასე ორიოდ საათის მერე თუ შემაყოფინებენ ცხვირს).
მძიმე დღეში ვარ რა...
ძალიან დავიტვირთე წუხელ ემოციებით, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, სევდები და დეპრესიები თვითმრინავის დანახვაზე არ დამწყებია...ყველაფერი რიგზეა, იმაზე მშვიდად და შემართებით ვარ, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო....
ყველაფერი კარგად იქნება....
რამდენიმე საათში ნამდვილი ბუდაპეშტური ემოციები დაიწყება, რომელსაც საერთოდ ეძღვნება ეს ბლოდი (მანუელს მთელ თავს მივუძღვნი) :P
კიდევ ერთი, რამდენიმე წლის ოცნება ავიხდინე: გათენიისას შავ ზღვას დავცქეროდი და შავ, მწარე ყავას ვწრუპავდი...ასე მაინც რომ ვნახე ზღვა, რაღა მომკლავს!!!
გკოცნით, გეხვევით და I'll be back, baby...

Tuesday, September 1, 2009

coming soon...