Thursday, August 26, 2010

....

ისევ წვიმს და წერა მომინდა... ხომ არის სულიერი აშლილობის ფორმები, სავსე მთვარის დროს რომ იჩენს ხოლმე თავს? მე წვიმაში მემართება, სულ წერა მინდება :)
როგორც იქნა, ისევ ხეები ჩანს ჩემი ფანჯრების წინ, გაფოთლილი, გალუმპული ხეები, წვიმით დამძიმებული ფოთლები, წვიმის სუნი ტრიალებს ოთახში.
იმდენი რამ მოხდა ამ ხნის მანძილზე, ვერასოდეს მოვუყრი თავს, ერთად რომ გადმოვცე. ძალიან ბევრი და ძალიან საინტერესო ამბები მახვევია თავს, ახალი და საინტერესო :))
კიდევ უფრო საინტერესო, გული მიგრძნობს, მალე იქნება.
ისევ მრავალწერტილებით ვწერ და ისევ გაურკვევლად ვლაპარაკობ, ისევ არ ვიცი რა მინდა და არც ის ვიცი რას გავაკეთებ, არც ის, რეალურად რა ხდება... ერთადერთი, ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა და გახდა „დაე“.
გარეთ კი ისევ წვიმს და სულ იწვიმებს...

3 comments:

ლელუ said...

უბრალოდ გაისეირნე იმ სამყაროში, რომელმაც ჩაგითრია... ნუ დაფრთხები, მიმოიხედე, შეათვარიელე. პირიქით მანდ იმისთვის ხარ, რომ ცოტახნით დაისვენო. ეგ ხომ შენი სამყაროა... კარი არ დახურო იმისთვის რომ გამოსვლა შეძლო...

Dato trapaidze said...

ბლოგმა თქვა.."ჩემს პატრონს თუ ნახავთ გადაეცით რომ ძალიან მენატრება"-ოოო

ანუკა said...

ახლა ვნახე ეს )) და ბლოგს პატრონი უნდა მოენატროს, იმიტომ რომ პატრონს ბუდაპეშტი ენატრება..

Post a Comment