Friday, May 21, 2010

მაქვს ორი ახალი წიგნი, უდიდესი ცდუნება და თეზისის დაწერის ვალდებულება, ყავაც მაქვს. დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი ორივე წიგნს ახლა, ამ წამსვე, თან დავიძინებდი, აი, ისე დავიძნებდი, შიგადაშიგ რომ იღვიძებ, კითხულობ, მერე ჩაგთვლემს და კარგად რომ ვერც არჩევ რაც წაიკითხე ის გესიზმრა, თუ რაც გესიზმრება იმას კითხულობ, აქ ცხოვრობ თუ იქ, სადღაც იქ. რამდენი ხანია ასეთი დღეები აღარ მქონია. მგონი, რაც სკოლა დავამთავრე, ანუ მას მერე რაც ავად ყოფნა ლოგინში წოლას მხოლოდ მაშინ ნიშნავს, თუ სიცხისგან გათიშული ხარ და თვალებს პირდაპირი მნიშვნელობით ვერ ახელ. სკოლის დროს კარგი იყო ავად გახდომა, იწექი შენთვის, კითხულობდი და ქვეყანა არ იქცეოდა ამით, გაკვეთილების მერე კლასელები მოდიოდნენ სანახავად (სავალდებულო მერვე გაკვეთილია ეგა, კლასელი რო ავადაა, უნდა ნახო!), რასაც ვითხოვდი - მისრულებდნენ, მაგრამ არა, მაინც ის შეგრძნება მენატრება უფრო, რომ წევხარ და კითხულობ და სიამოვნებას იღებ კითხვისგან და არა ინფორმაციას. მელანქოლიაა ეს, ბავშვობის ტკბილად მოგონება რომ დავიწყე? თუ რა ჯანდაბა მჭირს?

4 comments:

Nationalism Studies Network said...

ვინც შემოალაჯებთ კომენტარიო და არც ვიცი რა გითხრა, სიტყვები არ მყოფნის რა...ბავშვი კი არა მარწყვი ხარ, მარწყვი...

Nationalism Studies Network said...

თან მერე როგორი, რძიდან ამოღებული და კრემში ამოვლებული...

ანუკა said...

ყველა სიკეთესთან ერთად, უგემოვნოც ხარ ხო?? ჯერ მარწვი და მერე კიდე რძეში :(((

fiamifero said...

შოკოლადში ხარ ამოვლებული კაპუსტ, რა იცის ახლა ნაციონალიზმის ნეტვორკმა ეგ : ))))))

Post a Comment