Friday, October 2, 2009
ვწერ იმიტომ, რომ შევეჩვიე, მგონია რომ უნდა ვწერო, მგონია ვალდებულებაა, აქამდე ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ეს ბლოგია, რაღაცა საჯარო , ყველასათვის ხელმისაწვდომი...უკაცრიელი, მაგრამ მაინც...ახლა რაღაცა ზღვარს ვკარგავ, მალე შეიძლება დღიურად მექცეს ეს საიტი, ვგრძნობ, მალე შეიძლება ყველაფერი დავწერო, ყველაფერი ვთქვა, არ ვიფიქრო იმაზე, თუ ვინ წაიკითხავს...აი, დავიწყე ხო ასე წერა?! შეიძლება კარგია, შეიძლება ცუდი...არ ვიცი რა მინდა...რაღცა უაზროდ ვარ, მარტო ვარ და არ მომწონს ეს მარტო ყოფნა, ჩამოდით ვინმე, გადაგმალავთ ტახტის ქვეშ და გაიზიარეთ ჩემი მარტოობა
Thursday, October 1, 2009
Bitter October
სამყაროში არსებობს განუყოფელი სიტყვათშეთანხმებები, მარადიული მოვლენები, მუდმივი ემოციები. ხანდახან ყველაფერი გამოდის, ხანდახან ვერ გამოდის, ხანდახან არ გვინდა გამოვიდეს. დრო ხან გადის, ხან არა. მზე ყოველთვის ამოდის და არა მარტო ჩვენთვის. ამნეზია დღემდე ამოუხსნელი ფენომენია ჩემთვის. ადამიანებს ვიძენთ, მერე ვკარგავთ, მერე ახლებს ვიძენთ. სამყაროს მუდმივობა არ იცვლება, შესაკრებთა გადაადგილება ხდება მხოლოდ, მოცემულობათა ფერიცვალება, გარდაცვალება. ადამიანი ცხოვრობ სამყაროში და თავად ხარ სამყარო. ჯერ არ ვიცი რამდენი სამყარო არსებობს, თუ გავიგე, გეტყვით. უამრავი რამე ვერ ამომიხსნია ამ ცხოვრებაში, საკუთარ თავში. დროს ველოდები, აგერ უკვე რამდენი ხანია დროს ველოდები. ოქტომბერი დადგა მეგობრებოოოო..........
Wednesday, September 30, 2009
Kuschel-Tee

მთელი დღეა ვმეტყველებ ყველა შესაძლო ენაზე, ამ გერმანულის ჯგუფში მყავს რუსი ბიჭი და ბელორუსი გოგო, იმათ რუსულად ველაპარაკები, მასწავლებელს - გერმანულად, რუმინელს - ინგლისურად და მერე, მშობლიური ქართული რომ არ დამავიწყდეს, ხანდახან ჩავილაპარაკებ ხოლმე ჩემთვის :))))), მესმის მუდმივად უნგრული და რა ვიცი, შემომეშველეთ კიდე, ვინმემ რამე ენა თუ იცით. დღეს მთელი დღეა სახლში ვარ და ასე იქნება ხოლმე ოთხშაბათობით, სუუულ სახლში ვიქნები და საღამოს წავალ გერმანულზე. კიდევ ის, რომ დღეს ბიბლიოთეკაში სამართლის განყოფილება დავლაშქრე და ადმინისტრაციული სამართლის რაღაც წიგნები მოვქექე, ორი ცალი სახლშიც წამოვიღე და ისე მიხარია, გეგონება უმშვენიერესი პოეტური ნაწარმოები მაქვს წასაკითხი. აბა, მე არ მაკლია??????
ხო, სახლში რომ მოვედი, ამ უსაყვარლესმა ჩემმა მეზობელმა ჩაი უნდა დაგალევინოო, განსაკუთრებული ჩაი მაქვსო, „ჩახუტების ჩაი" ან „ამბორის ჩაი" ასე იქნება ალბათ ქართულად, გულის ფორმის პაკეტებშია ხილის ჩაი და ძაააალიან საყვარელია, ძირითადად იმისთვისაა, სტუმრად თუ გყავს ვინმე და თავისით ვერ ხვდება რომ უნდა გაკოცოს, უნდა დაალევინო ეს. მე და ბრიტამ კი მივირთვით გემრიელად და თუ შემხვდა სადმე, თბილიშშიც წამოვიღებ, რა იცი, რაში გამომადგება :))))
ხო, სახლში რომ მოვედი, ამ უსაყვარლესმა ჩემმა მეზობელმა ჩაი უნდა დაგალევინოო, განსაკუთრებული ჩაი მაქვსო, „ჩახუტების ჩაი" ან „ამბორის ჩაი" ასე იქნება ალბათ ქართულად, გულის ფორმის პაკეტებშია ხილის ჩაი და ძაააალიან საყვარელია, ძირითადად იმისთვისაა, სტუმრად თუ გყავს ვინმე და თავისით ვერ ხვდება რომ უნდა გაკოცოს, უნდა დაალევინო ეს. მე და ბრიტამ კი მივირთვით გემრიელად და თუ შემხვდა სადმე, თბილიშშიც წამოვიღებ, რა იცი, რაში გამომადგება :))))
Tuesday, September 29, 2009
ევროინტეგრაცია

მძიმე და მტკივნეული თემა იყო ჩემთვის ოდითგანვე, მაგრამ ახლა უფრო მძაფრად შევიგრძნობ ამ სიმძიმესა და ტკივილს. რა მინდოდა, რას ვეძებდი, რა დამრჩენოდააა, ვყოფილიყავი ჩემთვის, ნუ, თუ არ ვიქნებოდი, ამ ევროინტეგრაციაზე მაინც არ ჩავწერილიყავი, ხომ შეიძლებოდა...არადა, საოცრება, კოშმარი, თავისი ეკონომიკური ასპექტებით, გადავირიე, რაღაცა ძღინკი 15 ფურცელია წასაკითხი და კომენტარები გასაკეთებელი და ისე მეზარება, სახლის ლაგება დავიწყე...რას არ მოვიგონებ ხოლმე... კიდე ის, რომ...კი მრცხვენია, მარა ვის დავუმალო? დღეს ავდექი და კალკულატორისა და რვეულის საყიდლად წავედი დიიიიიიიიდ მაღაზიაში (არკადში ანუ, სავაჭრო ცენტრია ეგეთი, სხვა მაღაზიებში რვეულის მსგავსი არაფერი მოიპოვება) და რა ვქენი??? ჩექმა ვიყიდე :))) არ მქონდა და შემხვდა და რა მექნა? ახლა ინტრიგნობა არ იყოს და რვეულის საყიდლად წასული ფეხსაცმელების მაღაზიაში როგორ მოხვდიო არ მკითხოთ!!! ხოდა ეგრე, კი მიხარია, კი,მაგრამ ამ ევროინტეგრაციის საკითხში რა გვეშველება ან მე და ან უბედურ საქართველოს, კაცმა არ იცი...
Monday, September 28, 2009
დავიღალე...
ისეთი დაღლილი მოვედი აღარაფერი აღარ მინდა...დავწერდი ახლა ყველა საშნელებას რაც მიფიქრია, მაგრამ არა, მე ხომ კარგი გოგო ვარ... უბრალოდ, დაღლილი კარგი გოგო ვარ, მერე, ოდესმე კიდევ დავწერ რამეს...
Sunday, September 27, 2009
გადაირევი
გადავრიე მეზობლები, მთელი დღეა სახლში ვარ, ჯეოსტარის შესარჩევს ვუყურებ და ვიფხრიწები სიცილით, დედა, რა არის ეს? სად იპოვნეს ეს ხალხი ან ვაიმე დედააააა არა, ის მაინც ყველაზე მაგარია „ხ“ თქვიო გოგოს რომ დაუჟინეს და „ხუ“ რო იძახა ბოლომდე, გავიგუდე სიცილით, გამახსენდა მაგაზე ძველი, კარგი დრო, ყველაფერს აქ ხომ არ დავწერ :))))) უმრავლესობა, ვინც კითხულობს, კი მიხვდება რაც გამახსენდა :) ხოდა ასე...გავატარე მთელი დღე ტახტზე და უსაქმურობაში, თუ არ ჩავთვლით, რომ ცოტა ვიმეცადინე კიდეც, ნაგავიც გადავყარე, ჩემი ნივთებიც მოვაწესრიგე ხვალისთვის და ცოტა საჭმელიც ვჭამე (საჭმელი არ ქვია ოღონდ იმას მე რასაც ვჭამ). ახლა იწყება ყველაზე მძიმე მომენტი, კიდევ მაქვს ხვალისთვის დავალება, ფორუმის მაგვარ საიტზე უნდ დავწერო ჩემი აზრი კონკრეტულ მოცემულობასთან დაკავშირებით....არადა, ყველაზე რთული ესაა აქ სწავლის ამბავში, აზრი მაინც უნდა გქონდეს, მიუხედავად იმისა გაქვს თუ არა, ნუ...შეგიძლია არ გქონდეს, მაგრამ ასე ერთი ფურცელი მაინც უნდა დაწერო....არადა, სხვა გზა არ არის, ვეცდები რამეს :))
Saturday, September 26, 2009
იყო და არა იყო რა...
ყოველდღე ვწერ რომ ბევრი ვიარე, დავათვალიერე ქალაქი (ნაწილობრივ), ძალიან მომწონს, ვცდილობ ხანდახან ჩემი ტელეფონით სურათებიც გადავიღო (აპარატი რატომ არ მაქვს ეგ ცალკე ქათმობის ამბავია), მერე არ ვიცი კომპში როგორ უნდა გადავიტანო (USB კაბელი არ მაქვს და უფრო თანამედროვე ხერხებს ვერ ვფლობ), მერე არ ვიცი მეტი რა დავწერო.... ახლა ვუყურე რაღაც ფილმს „მე სემი ვარ“ და ძალიან მომეწონა :)))) თან გაწებილი სულაც არაა :))) მეტი არაფერი, ცოტას დღეს ვიმეცადინებ, ცოტას ხვალ, მერე ზეგ ისევ უნივერსტეტი, მერე ისევ არაფერი....
Subscribe to:
Posts (Atom)
