Sunday, January 31, 2010

გადაწყვიტე!!!

არ მიყვარს, როდესაც სიტუაცია აბსოლუტურად ჩემზეა დამოკიდებული, არც ის მიყვარს, როდესაც მე ვარ დამოკიებული სხვაზე. ამ ორ არ მიყვარს შორის რომელი უფრო არ მიყვარს, არ ვიცი, ალბათ, როდის როგორ. ყველანაირ წვრილმან თუ მსხვილმან გადაწყვეტილებებს ეხება. ყველაზე ცუდი ისაა, როდესაც ვაცნობიერებ სასურველ გადაწყვეტილებას, შინაგანად თითქოს ვიღებ კიდეც მას და მერე საკუთარ თავს ვატყუებ, ათას "წყალგაუვალ" მიზეზს ვიგონებ იმის დასაჯერებლად, რომ სხვანაირად არ გამოდის, ან ასე თავისთავად გამოდის. ხოდა ასე. ვარ ასეთ გაურკვევლობებში. საინტერესოა, რატომ არ მინდა პირდაპირ, გასამართლებელი მიზეზების გარეშე გავაკეთო რაღაც, ალბათ შედეგების და იმ შედეგებზე საკუთარი თავის პასუხისმგებლის როლში წარმოდგენა არ მესახება კარგ პერსეპქტივად. არადა, ასეც არ შეიძლება.
ხოდა, ვარ ასე, გადაუწყვეტელი!!! :)))
მაინც საყვარელი ვარ ;)

Saturday, January 30, 2010

დღეს თეთრ და დადუმებულ ქალაქში გავიღვიძე, მერე ღრმად ჩავისუნთქე ეს ქალაქი და განვაგრძე ცხოვრება :)

Friday, January 29, 2010

ვთამაშობ ჭვავის ყანაში..


რამდენი ხანია ეს სათაური მიტრიალებს თავში, ახლა კი, სელენჯერი გარდაიცვალა...

მგონი უკვე ქრონიკული მელანქოლიკი გავხდი. და რაც ყველაზე მეტად მაშინებს, ადამიანები მაღიზიანებენ, ძირითადად. რაღაცა, უაზროა ყველა და დავიღალე ამდენი უაზრობით. მგონი ამინდების ბრალია ან ასაკობრივია )))))

დღეს 29 იანვარია, მიყვარს ეს დღე. ძველ დღიურში ერთი ჩანაწერი მაქვს, რაც უნდა მოხდეს, ეს დღე არასოდეს დამავიწყდებათქო... მას მერე არ მიყვარს ასეთი რაღაცეების თქმა და ვცდილობ დავივიწყო ყველა ციფრი და თარიღი, რომლითაც ტვინი მაქვს გამოვსებული. არ გამოდის, უბრალოდ, ყურადღებას აღარ ვამახვილებ, მაგრამ დღეს მთელი დღეა მახსოვს, რომ 29 იანვარია :)))

გარეთ ცივა, სახლში თბილა, თემა შევარჩიე, თემის ხელმძღვანელიც, მეორე სავარაუდო ხელმძღვნაელს ვეძებ და ვერ ვპოულობ :) და ვაააარ ასე :)

Thursday, January 28, 2010

უხ, რაღაცა ისეთი დღე იყო, ყინავს აქ, თოვს და საერთოდ, უბედურება ტრიალებს, განსაკუთრებით თუ უინტერესო ლექციებია. აი, წინა სემესტრში, არ მაწუხებდა უინტერესო ლექციები, ყველა უინტერესო იყო და იმიტომ, ახლა კი ორი საგანი მაქვს ისეთი საინტერესო, ვერც იმას ვიგებ დრო როგორ გადის, ვერც დაღლას ვგრძნობ და მზად ვარ მთელი დღე ვიჯდე მაგ ლექციებზე, ხოდა დანარჩენები, შესაბამისად, საააააააოცრად მოსაწყენია :((( კიდევ ის, რომ ახალი იდეები მაწუხებს, გეგმები მაქვს, იმედია ისევ მალე არ გადამივლის :) ხოდა ასე, ისევ ვერ ვიძინებ და მერე ვერ ვიღვიძებ, მაგრამ შევეჩვიე :)

Tuesday, January 26, 2010

კუთხეში

ბავშვობაში, ტირანი დედაჩემი რომ მსჯიდა ხოლმე და კუთხეში მაყენებდა (არადა, რას მერჩოდა, ანგელოზივით გოდორი ვიყავი, დავგორავდი ჩემთვის), თურმე ბაბუკა მოდიოდა და ჩემს მაგივრად თვითონ დგებოდა მითითებულ კუთხეში, ხოდა მე ვთამაშობდი და დედაჩემი, დესპოტი დედაჩემი, რა თქმა უნდა, სირცხვილით იწვოდა :))) ხოდა ასე. არ მიყვარს როცა მსჯიან, რაც უნდა ცუდად მოვიქცე :))) ხოდა ეს არის სპეკულიანტი პოსტი :)

Monday, January 25, 2010

მომენატრეთ ვა!!!

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძლივს გავიღვიძე, მერე მეცადინეობას ვერ მოვაბი თავი და უაზროდ ვიწუწუნე, მაინც კარგი დღე იყო. კიდევ ერთხელ გამახსენდა ე.წ „ტკბილი მოგონებები“. რაღაც დიდხანს გამიგრძელდა მარტო ყოფნა და ბეეეეეევრი ფიქრის დრო მაქვს, ყოველდღიური წვრილმანი ჭორებისაგან დაცლილი დრო და მეც ვფიქრობ. ადამიანებზე ვფიქრობ, ჩემს მეგობრებზე, სხვადასხვანაირები რომ არიან, ხანდახან ყველას ერთად გადაყრა რომ მინდა (მტკვარში!!! და არ გააპროტესტო ეხლა ეს, მე შენსავით მაინც არ გამოვხატავ! და იცის ვისაც ეხება), ხანდახან ვერცერთისას რომ ვერ ვიგებ, ხანდახან რომ მაოცებენ, მახარებენ, ვტკენთ კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რა მომცეს ამ ადამიანებმა. ნუ, ზოგი ისეთ უხსოვარ დროს გავიცანი, მათ მეგობრად არჩევაში კოგნიტური არაფერი ურევია, ფაქტია, არიან და არიან, ოჯახის წევრებივით, მაგრამ ზოგი ხომ შეგნებულათ ავირჩიე, რაღაც დავინახე, უდიდესი საზრდო სულისთვის. აქ, ხანდახან ძალიან მარტო რომ ვარ და რაღა დაგიმალოთ და ხშირად რომ მოვიწყენ ხოლმე, მახსენდება, ვფიქრობ რას მეტყოდა ახლა ესა თუ ის მეგობარი, აქ რომ იყო და გაოცებული ვარ, რამდენად უნიკალურია თითოეული ადამიანი, რამდენად ძვირფასია ყველა მათგანი, განსხვავებული, ხშირად არნახული, დავიწყებული, ნაწყენი, ერთადერთი თუ მარადიული, მაინც ყველაზე მთავარი - უნიკალური და მერე მჯერა, რომ ადამიანია მართლაც ღვთის ყველაზე დიდი სასწაული და ღმერთო, რამდენი სასწაული დადის ჩემს გარშემო...

Saturday, January 23, 2010

ფიქრი #1


ისევ მოხვედი, მე კი წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა გიყო. არ არის ამ ოთახში შენი ადგილი, სამეცადინო მაქვს, სტუდენტური ცხოვრება მაქვს გასატარებელი ევროპაში და ამ დროს შენ, მოხვედი აქ, ჯერ ტახის კუთხეზე ჩამოჯექი მორიდებით და ახლა უკვე ყველგან ხარ, მთელ სახლში ხარ, მთელ ქალაქში ხარ. გუშინ ბარში მეგობრებთან ერთად არ მოგეწონა, ადრე გამომაქცუნე, იმის წინ საერთოდაც არ წავიდეთო გამომიცხადე, არავის ხუმრობა არაა სასაცილო, არავინ არაა საინტერესო, ყველაფერი მოსაწყენია, ღამე არ მაძინებ, 24 საათი ტვინს მიჭამ. რა გინდა???? როდის დაგპატიჟე???

რამდენიც უნდა გელაპარაკო მაინც არ წახვალ, ვიცი. იჯდები აქ და ყველგან გამომეკიდები აჩრდილივით. რამე უნდა მოგიხერხო, არ ვიცი რა. ჯერ ახლა მოხვედი და უკვე არ მომწონს შენი აქ ყოფნა. წადი, კარგი???

Thursday, January 21, 2010

გვეშველება რამე?

ამერიკელი ლექტორი მყავს ერთი. მედიის როლი თუ რაღაცა ამდაგვარი ჰქვია კურსს. საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ... ჯერ ხო გონებრივად ჩამორჩენილები ვგონივართ აშკარად, იმ დღეს აღვშფოთდით, რაღაცა სიტყვა განგვიმარტა და ეგ როგორ გვაკადრათქო, მაგრამ დღეს ძალიან გაოცებულმა რომ იკითხა მარტინ ლუთერ კინგი რომ ეწერა მასალებში ვინ არის იცოდით თუ დაგუგლეთო, მაშინ მივხვდით რომ საერთოდ ცუდად იყო საქმე. მაგრამ ეს კიდე არაფერი, მე რა მაშფოთებს. სამოქალაქო უფლებების მოძრაობასა და ვიეტნამის ომზე იყო დღევანდელი თემა და ძაააალიან შეგვამზადა, საშინელ კადრებს იხილავთ და აბა, თქვენ იცით, გაუძელითო. რამდენიმე ჯარისკაცი ისროდა, მხოლოდ ავტომატებიდან, ხოლო ამ დროს ამერიკაში საპროტესტო აქცია პოლიციელებმა დაშალეს, თითო რეზინის ხელკეტი ეკავა ყველას და მომიტინგეების მანქანებში ჩასმას ცდილობდნენ, სიმართლე უნდა ითქვას, წაარტყეს კიდეც იმ ხელკეტებით. ვუყურებდი ამ კადრებს და... როგორ გინდა ამათ გააგებინო ვინ ხარ, საიდან მოდიხარ, რა გინდა, რა გჭირდება.
დარბაზში აღმოსავლეთევროპული დუმილი სუფევდა, მხოლოდ ბოსნიელ სტუდენტს დასთამაშებდა ცინიკური ღიმილი სახეზე...

Tuesday, January 19, 2010

გაბრიელ გარსია მარკესი

რამ გამახსენა??? ერთ დღეს ვართ დაბადებულები, ახლაც მახსოვს როგორ გამიხარდა ეს რომ აღმოვაჩინე. ერთი უცნაური თვისება აქვს ამ გენიოსს. საერთოდ ხომ გენიოსებს ან აღმერთებენ ან აკნინებენ. აი, მაგალითად, გალაკტიონმა ქართული ენა და პოეზია გააღარიბაო, იმ დღეს წავიკითხე ან რამდენია კიდევ ამის მაგვარი. მარკესი ისეთი ტიპის გენიოსია, ყველა აღმერთებს. ზოგი იმიტომ, რომ მოდაშია, ზოგი იმიტომ, რომ თვისთავადია, ზოგი იმიტომ, რომ ასე გაუგონია სხვისგან, ზოგი იმიტომ, რომ არ ესმის მისი და რაც არ ესმის, ყველაფერი აღმატებული ჰგონია, ზოგს მისი ენა მოსწონს, ზოგს ალეგორიები, ზოგს ეგზოტიკა, სევდა, ზოგიც იმიტომ აღმერთებს, რომ დიდი ხანია მაკონდოში ცხოვრობს და აწვიმს...
ჩემს დროს (მე რევოლუციამდელი ბავშვი ვარ) ჯერ კიდევ ბნელი რომ იყო ქართული საზოგადოება და უნარ-ჩვევები არ გააჩნდა, მისაღებ გამოცდას ვაბარებდით ოთხ საგანში, მათ შორის უცხო ენაში, რომელშიც წერითი და ზეპირი კომპონენტი იყო კომბინირებული და კომისიასთან უნდა გესაუბრა სხვადასხვა ზოგად თემებზე, ერთ-ერთი ლიტერატურაც იყო. გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე დეიდაჩემმა ერთ თავის თანამშრომელს სთხოვა ჩემს თავს ვერ ვენდობი და შენც შეეკითხე ერთი-ორი წინადადება ინგლისურადო. ჯერ ხო ეს პროცესი იყო გულისგამაწვრილებელი, ვიღაც ადამიანი მომღიმარი სახით რომ გიყურებს და თან რომ იცი, უნდა გამოგცადოს, მერე საერთოდ ყელში მქონდა ყველა საგანი, ყველას ნერვიულობა (მათ შორის საკუთარიც) და ისეთ კონდენციაზე ვიყავი, To Be ზმნას ვერ ვაუღლებდი, ხოდა დავსხედით ახლა და დაიწყო იმან მოთელვა და მე სლოკინი (ხო ვიცოდი, იმდენი ვეყოლებოდი დეიდაჩემს ნაქები მანამდე, ვკვდებოდი, რამე არ შემეშალოსთქო). მკითხა ერთი-ორი წინადადება, გამესაუბრა ასე ვთქვათ და შენი საყვარელი მწერალი რომელიაო. ერთი უცნაური თვისება მაქვს, კრიტიკულ მომენტებში, გამოცდაზე, მნიშვნელოვან ლექციაზე, წერაზე რამე ზოგადსაკაცობრიო თემის ასოციაცია გამიჩნდება და მერე სულ იმას ვფიქრობ, ახლა ეს გამოცდა რომ არ მქონდეს ამ თემაზე ხომ ვიფიქრედი ან ამ ნაწარმოებს ხომ გადავიკითხავდი ან ევერესტს ხო დავიპყრობდითქო (ზარმაცი ვარ მე, ზარმაცი!!!). თან ეს ცნება „საყვარელი მწერალი" ცოტა არ იყოსდა ბუნდოვანია რამეა ჩემთვის. იმხელა პაუზა გავაკეთე, იფიქრა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას ალბათ მეხუთე კლასში დაანება თავიო და მოემზადა „კონსტანტინე გამსახურდია „დიდოსტატის მარჯვენა““-პასუხის მოსასმენად. მეც ავდექი და მარკესითქო მეხივით გავისროლე მოკრიალებულ ცაზე. მახსოვს როგორ გადაყლაპა ნერწყვი და მარკესი რატომ მოგწონსო მკითხა. კიდევ ერთი უცნაური თვისება მაქვს, უფრო სწორედ ცუდი ჩვევა. როდესაც ვხვდები, კითხვას კითხვისთვის მისვამენ, პასუხს შესაბამისს ვიძლევი. ვიცი რომ არ უნდა ახლა ამ ადამიანს ლიტერატურაზე საუბარი, ის აინტერესებს სინტაქსურად და გრამატიკულად გამართულ წინადადებას თუ ვიტყვი და ახლა რა მნიშვნელობა აქვს კალე ბობოხიძეს დავუსახელებ თუ გალაკტიონს??? ხოდა ავდექი და მისი წერის სტილი მომწონსთქო. ლათინო-ამერიკელ მწერლებს კიდევ ვის იცნობ და ეცნობიო. ჩემდა სამარცხვინოდ, ვერცერთი გავიხსენე. მოწყალედ გამიღიმა და ეგენი ყველანი ეგრე წერენო ;) ასე დამთავრდა ის გასაუბრება. მაშინვე ვიცოდი რომ მარკესი „ყველანი“-ვით არ წერდა, მაგრამ მას შემდეგ არასოდეს ვამბობ რომ ჩემი საყვარელი მწერალი მარკესია, ჩემთვის, ჩუმად მიყვარს...ეს ამბავი ერთს მოვუყევი და რა მარკესს ეტაკე, დოჩანაშვილი გეთქვაო. უფრო შთამბეჭდავი ან ორიგინალური იქნებოდა ვითომ??? დოჩანაშვილიც ხომ უმრავლესობას იმიტომ უყვარს, რომ წინადადების ლამის ნახევარს გაძლევს, მეორე ნახევარი შენი მისაწერია და ვინც ზმნასაც ვერ სვამს იმ მეორე ნახევარში, მას გონია ავტორმა აქ ყველაზე მაგარი რაც იგულისხმა რომ მე უნდა მეგულისხმა ისაა ჭეშმარიტება და დედა, რა გენიოსია, ეს უნდა იყოს ჩემი საყვარელი მწერალიო.
ხოდა ასე!
ახლა ეს შედარებითი პოლიტიკის 120 ფურცელი რომ მაქვს წასაკითხი და მერე დასაწერი იმიტომ დავიწყე მაღალ მატერიებზე ფიქრი, თორე რამე კი არა...

Monday, January 18, 2010

ამანათი


თბილისური ამანათი, იქაური სითბოს მატარებელი და პატარ-პატარა და მნიშვნელოვანი ამბებით სავსე. სინამდვილეში ყველაფერი უფრო ბანალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ნაცნობი მოდიოდა, ჩამოიტანა, რაც მთავარია დოკუმენტები მივიღე, ჩემი ჩურჩხელები რომელი ქვეყნის თავზე მიფრინავს ახლაც არავინ იცის.
კიდევ საჩუქარი, უუულამაზესი ჯვარი. ადრე ვნახე ეს ჯვარი IX-XI საუკუნეების ერთ-ერთ სამარხშია ნაპოვნი, თუ არ ვცდები, სვანურში. მაშინაც მომეწონა. ვერცხლის ჯვარია, ქრისტეს გამოსახულებით, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გინახავთ, სვანური ქრისტეა. ვინმეს თუ დაგითვალიერებიათ სვანეთში ტაძრები, მათი ხატწერა, მიხვდებით რასაც ვამბობ. მე რომ პირველად ვნახე ეს რაღაცა აბსოლუტურად სხვა სამყარო, სხვა სითბოს მატარებელი და გამომცემი გამოსახულებები, მაშინ ავიჩემე ეს ჯვარი მინდათქო. რამდენი ხანია უკვე. დღეს მივიღე, დედამ გამომიგზავნა, თან არც მითხრა წინასწარ....
კიდევ, წიგნი მივიღე. მეორე წიგნი გამოვდა. არაფერი, გადავფურცლე უბრალოდ. წინასწარ ყდაც და შიგთავსიც ნანახი მქონდა პრინციპში, ახალიც რა უნდა იყოს, ფაქტის გარდა, მაგრამ მაინც დავიჟინე, გამომიგზავნეთთქო, გამომიგზავნეს. ახლა მაგიდაზე ორი წიგნი მიდევს და რამის წარმოდგენის, განცდის თავიც არ მაქვს, სენტიმეტალური სიტყვებიც არ მაქვს, ემოციებიც არ მაქვს. უბრალოდ ორი წიგნი მაქვს უკვე.

Saturday, January 16, 2010

თვალებში შემომხედე


უაზროდ გაილია მთელი დღე. ერთია, კარგად გამოვიძნე. შაბათი ეგეთია რა, რაღცა ვერ ვუმუღამებ. ვითომ უნდა მემეცადინა, მაგრამ ახლაც მთელს ოთახშია გაშლილი შედარებით პოლიტიკის შესასწავლი შედევრები, არაფერიც არ გამოდის :))

რატო ავიჩემე ეს სურეალიზმი ხო არ იცით???? რაღაცა ჩავიხვიე. სურეალისტური დღე იყო, სურეალისტური განათებაა, სურეალისტური ქალაქია... ვაარ? არ ვააარ? სად ვაარ???

დღეს რაღაცის საყიდლად ვიყავი გასული და ძაააალიან ცისფერი ცა დამხვდა, ცოტა მოტეხილი სიცივით, ალაგ-ალაგ შერჩენილი თოვლით ამინდი.

ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ყველაფერი ერთმანეთს განაპირობებს და ნერვები მეშლება ამ კვაშირებსა და დამოკიდებულებებს რომ ვამჩნევ. :))

შეიძლება რაღაცეები მარტო იმიტომ არსებობდეს რომ ჩვენ გვგონია რომ არსებობს???

Friday, January 15, 2010

კალენდრები და საათები...


ვერაფერს ვუგებ დროს. ვერაფრით ვხვდები რას ნიშნავს იყო ამდენი და ამდენი წლის ან იყოს ესა და ეს საათი და დღე. ამ ყველაფერს მხოლოდ დოკუმენტალური დანიშნულება და გამოყენება აქვს, მეტი არაფერი...

არ ვიცი რამდენი წლის ვარ, რამდენისად ვგრძნობ თავს. სულ მე ვარ, ყველა წელს მე ვარ. შენც... არც ურო პატარები ვყოფილვართ და არც უფრო დიდები ვიქნებით, ვერ ვიქნებით...

შენც...არც ის მესმის როგორ იძინებ მაშინ, როდესაც მე ჯერ კიდევ ლექცია მაქვს, როგორ თენდება შენთვის სხვა დროს, როგორ მოაქვს მზეს შენი ამბავი... არ მესმის...

დავიკარგე...დროსა და სივრცეში...

მაგარია...

ვერაფერს ვუგებ დროს...

Thursday, January 14, 2010

სუუულ მეძნება და სულ არ მძინავს, ვინმემ იცით, რა მჭირს???

Wednesday, January 13, 2010

მაგარი რაღაც აღმოვაჩინე!!! აქამდე ლექციებზე, პროფესორი რომ კითხვას სვამდა, ხმას არ ვიღებდი, მეგონა რაც უნდა მეთქვა სისულელე იქნებოდა, კომენტარებისაგანაც თავს ვიკავებდი. ვინმე იგივეს თუ იტყოდა, რის თქმასაც მე ვაპირებდი და მართალი აღმოჩნდებოდა, კი მწყდებოდა გული, მარა რას იზამ, მაინც იგივე გრძელდებოდა. ამ სემესტრში გადავწყვიტე ყველა დავალება წავიკითხო, ძააააალიან მონდომებული სტუდენტი ვარ (ნუ, პირველ კვირაში ასეა) და პასუხებიც ხშირად მაქვს და კომენტარებიც, საოცარი ისაა, რომ ისევ იგივე იდეები მაწუხებს, უბრალოდ ახლა დავალება წაკითხული მაქვს და არ მგონია რომ რამე არსებითი გამოვტოვე, მაინც იგივე ბითური ვარ რაც ხინკლის ჭამამდე ვიყავი :) ხოდა ასეა, საინტერესო აღმოჩენა იყო.
კიდევ მოდის ახალი წელი და კიდევ გილოცავთ

Tuesday, January 12, 2010


აბსოლუტურად ცარიელი ვარ შემოქმედებითი აზრებისაგან, რაღაცა ყოვლად ნაცრისფერი და ახლართული აზრებითაა ჩემი გონება დაკავებული. მომწონს რუტინა, ხანდახან ვერ ვიგებ თავისუფალ დროს რა ვაკეთო. გადასარევია ლექციები და სემინარები და მეცადინეობა.

ჩემს ოთახს ძალიან მოუხდა ლამაზი ფარდა, რაღაცა სიმყუდროვე თუ სიკოხტავე თუ რა ვიცი შემოიტანა. მართალია არ ფრიალებს ქარში და არც ლამაზი ხედი იშლება მის მიღმა, მაგრამ მაინც ძალიან მომწონს :)
ბუდაპეშტში ტრანსპორტის მუშაკების თუ რა ვიცი მე ვისი გაფიცვაა და დღეს ფეხით წავედი უნივერსტეტში, მაგარია, არც შორია, სიზარმაცის ამბავია და იძულებული როცა გავხდი, ვისიამოვნე ფრიად.
ძალიან შემიყვარდა ეს ქალაქი, ძალიან მომწონს, ოდესმე დავწერ როგორი ღრმა და მიმალული და სურეალისტური ქალაქია, ახლა ზედმეტად მიწაზე ვდგევარ ამ თემაზე რომ ვისაუბრო :)

Monday, January 11, 2010

დაიწყო ახალი სემესტრიიიიც და მშვენივრადაც დაიწყო. მართალია ღამე თითქმის არ მძინებია და ამიტომ დილით ადგომაც არ გამჭირვება, თუმც გამოთაყვანებული გახლდით, მაგრამ ისე მომეწონა პირვლეი ლექცია, რომ გადავირიე! ჯერ ერთი ლექტორი გავს კაშეის, აი, ოღონდ ნამდვილად გავს. შემოვიდა და გამოგვიცხადა, მეც მოსაწყენი ვარო, საკითხავი მასალაც მოსაწყენიაო, საგანიც და საერთოდაც, სწავლაც მოსაწყენიაო, მაგრამ სხვა გზა არ გაქვთო და ჩაიცინა :))) მე სხვა ნაწილით აღვფრთოვანდი. კონსტიტუციონალიზმს გვასწავლის და აი, ჯერ ერთი რომ მართლა მაგარი კაცია და კარგად ხსნის, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვიყავი ნაცნობი ტერმინები და ამბები რომ მესმოდაააა. უხ, გაიხაროს მაგან :)))))) ხოდა ასე. კიდევ ის, რომ იურისტებმა მითხრეს შაიოს ლექციაზე დაგასწრებთ, აბა რა ჯანდაბას ვიზამთო და შეიძლება აუდიტიც მომცენ მაგ კურსის, ხოდა ასე, გადასარევი :)
კიდევ, ფარდა ვიყიდე, რომლის ყიდვაც მინდა აგერ უკვე 4 თვეა და ძაააააალიან მომწონს ახლა ჩემი ოთახი და კიდევ ის რომ...რა ვიცი კიდევ რა, მაგრამ რაღაცა გადასარევი ამინდიც იყო და ყველაფერიც მშვენივრად იყო და არის და იქნება, ოღონდ მეძნება :)

Sunday, January 10, 2010

ლაწიპუწიპუტუ...


მშვენიერი ენერგუული დღე იყო. დილიდან ანუ მას მერე რაც ორ საათზე გაღვიძება მოვხერხე დავბორიალებ, ჯერ გოგოებთან ერთად ვითომ გალერეებში წავედი, რომელიც ყველა დაკეტილი აღმოჩნდა, მერე კიდე გოგოებთან ერთად წავედი რაღაცა თანამედროვე წარმოდგენაზე სადაც უნდა ეცეკვათ, ნუ...იცეკვეს კიდეც, მაგრამ უფრო მეტი უნგრულად ილაპარაკეს და კიდე რაღაცა ულტრათანამედროვე განტვირთვის გზები შემოგვთავაზეს, პიჟამოებიანი ადამიანები დაბორიალებდნენ სცენაზე და ხელებს იქნევდნენ და მერე ერთმანეთში აიხლართნენ და კოტრიალი დაიწყეს :)))) მაგრამ ყველაზე სასაცილო მაინც ის იყო, ვიღაცა ქალმა მასიური ჰიპნოზის თუ რაღაცა ჯანდაბის ჩატარება რომ დაიწყო (უნგრულად) და დარბაზს გვეუბნებოდა რა უნდა გვექნა, ჩვენ რა თქმა უნდა არ გვესმოდა, ნუ სანამ საშუალება გვქონდა სხვებს ვუყურებდით და მათსავით ვიქცეოდით, მაგრამ თვალები დახუჭეთო რომ თქვა (ნუ, ყველამ დახუჭა და ალბათ ეგ თქვა) მაშინ დავიბენით, თვალებს თუ დავხუჭავდით, რაღა უნდა გვეკეთებინა? და რა თქმა უნდა დავიწყეთ უმსგავსოდ ქმედება და სიცილი, სულ ჩავუშალეთ თავიანთი ჯგუფური მედიტაცია :)))) უფ, ბევრიც ვიცინე და რაღაცა ენერგიით სავსეც დავბრუნდი. კარგი იყო. ხვალ უთენია გავიღვიძებ და დავიწყებ ახალ სემესტრს.

ყველაფერი კარგად იქნება

wish u..


წვიმს, წვიმს, წვიმს, არადა, რა დროს წვიმაა ამ შუა იანვარში? მაინც წვიმს. თან ისე, მე რომ მიყვარს, უბრალოდ დღეს გარეთ მომიწია ბორიალმა ამ წვიმაშ და ეგ უკვე აღარ მიყვარს. მაინც ლამაზის საღამო იყო, სიმღერებიანი :)))) და ასეთი განათებიანი კიდე. ეს ხო მანიაა რა, კაფეში არ მამახსოვრდება მიმტანი, ბარი, სასმელ-საჭმელის გემო, მამახსოვრდება სკამი და განათება. ხოდა ასე.
ფრიად მინორში გადავვარდი რაღაცა, წვიმის ბრალია :)
we are just two lost souls.... fish-bowl-ად ქცეულა თურმე მთელი დედამიწა...

Friday, January 8, 2010

მორჩააააააააა

ფირად უაზრო და ენერგიისგამომცლელი 24 საათის შემდეგ დავასრულე თემა როგორც იქნა და ახლა აბსოლუტურად დამსახურებულად მაქვს არდადეგები შემდეგი სემესტრის დაწყებამდე ანუ ორშაბათამდე :) უნდა დავისვენო :)))
წუხელ მთელი ღამე და დღეს მთელი დღე ამ თემას ვებრძოდი. ამ ბრძოლაში ვუყურე ორ ფილმს, მაია ასათიანის ორ სერიას, იმედის ღამის შოუს ყველა ხელმისაწვდომ ჩანაწერს, წავიკითხე ჩემი კაფკას ორი თავი, ველაპარაკე სკაიპის თითქმის 128-ვე კონტაქტს წმინდათაწმინდა, ახალი წლის მილოცვი მომიზეზებით და ერთი საათის წინ, როგორც იქნა თემაც დავასრულე. კმაყოფილი ამჯერადაც იმით ვარ, რომ დამთავრდა :)
სხვა არაფერი. ათასი იდეა მიტრიალებდა თავში მთელი დღე, რაღაცეების დაწერა მინდოდა, რაღაცეების თქმა, რაღაცეების მოყოლა... მავნებლობის ხასიათზეც ვიყავი, გოგოებსაც ვემაიმუნე, მაგრამ ახლა ისე მეძინება, თვალებს ძლივს ვახელ, არც ყავამ მიშველა მთელი დღეა და არც არაფერმა. ახლა რომ დავიძნებ, ხვალ არ გავიღვიძებ, ტელეფონსაც გამოვრთავ, კომპიუტერსაც, სახლსაც ჩავკეტავ და ახლა, სპეცნაზი არ დამადგება იმედია და ფანჯრებიდან არ შემოვლენ :))) ხოოოოოოოოდა ასეეეეეეეეეე. წავედი არდადეგებით დასატკბობად :)

Thursday, January 7, 2010

მმმააააააგარი შობა მოვიწყვე წუხელ. სოლო კონცერტი მქონდა და საწყალი მარუსა ვტანჯე, ვაიძულე სკაითან დამდარიყო და ჩემთვის ეყურებინა, არც კამერა ქონდა, არც მიკროფონი და მისმენდა, სხვა გზაც არ ქონდა :)))) ვიმღერე, ვიცეკვე, სადღეგრძელოები ვუთხარი, ათასი სისულელე მოვუყევი, ძააააააააააააალიან ბევრი ვიცინე, მთელი ბოთლიც დავლიე, მერე სანთელიც დავანთე ფანჯარაში და მეზობლებს არ ვიცი ვინ ვეგონე და ვიყავი ასე :) კარგი იყო, მშვენიერი, ბეევრი დადებით ემოცია მივიღე და მგონი მართლა მაკლია მე, მარტო რო სიმღერას დაიწყებ, ისტორიებს მოყვები და თან ამ ყველაფრით გაერთობი, უფუფუფ :))))
ისე, შარშანაც ძალიან უცნაური შობა იყო, შობის შეხვედრა, უფრო სწორედ.
დღეს არაფერი, საშობაო ღვეზელები არ მაქვს, თემა მაქვს დასაწერი და, რაღა თქმა უნდა, ბოლოსთვის მოვიტოვე და მომიწევს ამაღამ გათენება. ხოდა ასე, ვსვამ ახლა დილანდელ, გაყინულ, მწარე, ყავისგემოიან ყავას და ვემზადები მორალურად :)
აბა ხე, რო გადავრჩები და სემესტრს ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც დავამთავრებ, მოგწერთ :)))

Wednesday, January 6, 2010

შობას გილოცავთ


„დღეს დავიწყებით

მსურს შევაზავო ბრინჯი

ვაცილებ ძველ წელს“.


ერთადერთი ჩემს თემას არ ვივიწყებ, შობას ველოდები, ვზივარ სახლში თხუნელასავით მთელი დღეა და ვცდილობ ვიკითხო, ვიმეცადინო, რამე დავწერო. უარს ვამბობ ყველა საინტერესო შემოთავაზებაზე, მარტო შევხვდები შობას, მაგრამ მაქვს ერთი ბოთლი წითელი ღვინო და ყველაფერი ძაააააააააალიან კარგადაა. ვივიწყებ ყველაფერს, ბრინჯითაც, ბრინჯის გარეშეც, ვემშვიდობები ყველას და დილამშვიდობისააააააააააააააააააა ხვალ ახალი ცხოვრება იწყება. რამდენიმე ადგილი მაქვს ამ ახალ ცხოვრებაში გადანახული, ვინც დაიმსახურებთ :))))))

ხოდა ასე. არ ვარ მოწყენილი, არც სევდიანი, არც მელანქოლიური, დავდივარ და ვღიღნებ და რაღაც მიხარია, ალბათ, შობა რომ ახლოვდება, ერთადერთი ეს თემა მეჩხირება სრულ ბედნიერებაში ფრიად უადგილოდ.

გამოვა რამე....

ვაცილებ ძველ....

Tuesday, January 5, 2010

რეკლამის მსხვერპლი


რაღაც ცუდად დაიწყო ეს წელი, თითქოს. ბევრი ცუდი ამბავი დაგროვდა :((( ვიცი, საბოლოოდ გამოსწორდება ბევრი რამ, მაგრამ ეს ცუდი ამბები??? აქაც რაღაცა მდორეა თითქოს ყველაფერი, უაზროდ და ნეეეეელა გადის დროს. დაიწყება იმ კვირაში სემესტრი და იმედია, შეიცვლება რამე, უფრო აქტიური გავხდები, მთელი დღე მთვარეულივით არ ვივლი...ამ კვირაში ჩემი მთავარი კითხვა შეეხება საკითხს, არის თუ არა პოლიტიკური ძალაუფლება იძულებითი ხასიათის მატარებელი. უუუუუუუუუუუუუუუუუუუფ, რა მეშველებააააააააააააააააა :))))))))) ხოდა ასე, ვფიქრობ ამ თემაზე, ისე კი არ ვარ და პასუხიც ვიცი, რომ არის, მთავარია კითხვის ნიშანსა და დადებით პასუხს შორის რას ჩავწერ :P

რაღაცა, ბევრს ვბორიალობ ამ ბოლო დროს, დღეს ვიცი რისი ბრალიცაა. რეკლამის მსხვერპლი ვარ. „გოგონა სლაიდიდან“ - თვალში მომხვდა, ახალი ქართული ფილმია მეთქი, თან იმდენი რამე ეწერა ბეეეევრს იცინებთო, რომ ვიფიქრე, ცოტას ხომ მაინც ვიცინებთქო და :(((( არა რა, არა!!!!!

Monday, January 4, 2010

შოპინგი


მანიაკი რომ ვარ ვიცი, არ შემახსენოთ :))))))

ისე, სიზმრის ტყვეობაში ვარ მთელი დღეა. რაღაცა თან მიყვარს და თან არ მიყვარს ასეთი სიზმრები, ძალიან ცხადი რომ არის და განწყობა რომ მთელი დღე დაგყვება. მოვლენები რომ არ ხდება, ემოციები რომ არის შიშველი :) დღეს ამეკვიატა აზრი, რომ ასეთი სიზმრები არ შეიძლება ერთ სიბრტყეში არსებობდეს, აუცილებლად პარალელურია, ხოდა დავდივარ მერე გაბრუებული. მეტი არაფერი.

ისევ ისე, ღამე ვერ ვიძნებ, დილით ვერ ვფხიზლდები. ხვალიდან უკვე ნამდვილად დავიწყებ საქმიანი იმიჯის განმტკიცებას და თემის წერას, თორემ ასეც არ შეიძლება.

Sunday, January 3, 2010

Yes or No


ვიბორიალე, ვიბორიალე, ვიბორიალე დილიდან. ვერც თემა დავიწყე, ვერც აზრიანი გავაკეთე რამე. ის კი არა, წიგნსაც ვერ ვკითხულობ, როდესაც ინტერნეტი მაქვს, როცა არ მაქვს - კი წავიკითხე ნახევარი წიგნი, მაგრამ თან ინტერნეტზე ვწუწუნებდი. არადა, აქ დამემართა ეს. აქამდე მშვენივრად შემეძლო ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალების გარეშე ცხოვრება, თბილისში ტელეფონიც კი გამომირთავს ხოლმე რამდენიმე დღით. აქ დამტენი რომ გამიფუჭდა და რამდენიმე დღე ყველაფერს რომ მოვწყდი სულ ის ამბავი მახსენდებოდა, პირველად მთაში როცა წავედი. ათი დღე საერთოდ გონს არ ვიყავით რა ხდებოდა გარესამყაროში, არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ცივილიზაცია. რომ დავბრუნდით და მანქანები დავინახეთ და არა პაზიკი ავტობუსები ჯერ მაგან დაგვშოკა, მაგრამ უნივერსტეტის მეორე კორპუსთან ტაქსი გავაჩერეთ და ეს მძღოლი იყო პირველი ადამიანი რომელიც ვნახეთ მთის მერე. მიშკამ უთხრა რომ პეკინზე მივდიოდით, ჩავსხედით და უცებ ეკითხება, უკაცრავად, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ შევარდნაძეაო??? ეს კაცი კი ჩავარდა შოკში, მაგრამ ჩვენ როგორ ველოდებოდით პასუუუუხსსს. მერე კარგა ხანი დაგვჭირდა ყველას ერთად გონს მოსასვლელად და ცივილიზაციასთან შესაგუებლად. ზოგი ღამე საწოლშიც ვერ წვებოდა და იატაკზე იშლიდა ლოგინს :))) ხოდა მე აქ ორმა დღემ ჩამაგდო პანიკაში.

ისე, ყველა დროს და ყველა მოვლენას თავისი ნაკლი და უპირატესობა გააჩნია. სამწუხაროა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი ვერასოდეს ვერ გაიგებს იმ გულის ფანცქალს, ქალაქიდან ადამიანის ჩამოსვლას და მის ჩამოტანილ ამბავს რომ ელოდები. უხ, ახლა შემომაწვა და მზად ვარ სოფლის შარაზე მანქანის ფარების მოტანილი სევდანარევი სიხარულები და ათასი სისულელე გავიხსენო.

არადა, კარგია ინფორმაციების ფლობაც :)))

ხაჭაპურებიანი ბედობა :)))

ხოდა დავიბედეთ. დავტიალდით ქალები :P (მე, როგორც წარმატებული დამხმარე) და ქართული საღამო გამოგვივიდა, თავისი ბაჟეში ჩაწყობილი ქათმებით, ლაზანიის ცომიანი ხაჭაპურებით და რა ვიცი მე კიდე რითი. აი, სახლში რომ წამოვედი და მარტო რომ ვარ ეგ აღარ მომწონს, მანამდე ყველაფერი კარგი იყო.
ისე, დილიდან დიდი შემართებით ავდექი და ძალიან რაღაცნაირი დღე დავიბედე. ჯერ თავი ვერ ავწიე დილით, მაგრამ რაღაც მომენტში უცებ წამოვხტი, პერანგისამარა ვეძგერე მტვერსასრუტს და დავიწყე მთელ სახლში მტვერსასრუტით და ჯაგრისებით სირბილი და ლაგება. ვინმეს რომ დავენახე, ალბათ გიჟი ვეგონებოდი (აქ იგულისხმება, რომ იმ ვინმემ არ იცის რომ გიჟი ვარ :)))) ). ხოოოდა ასე, დალაგებული და მეგობრებიანი და კარგი დღე დამებედა მგონი :)
სხვა არც არაფეი, ხვალიდან ისევ ბიბლიოთეკომანია და წერა, მერე რვაში ჩაბარება, მერე სამი დღე დასვენება და მერე ახალი სემესტრი, რომელსაც რაღაცა კარგი განწყობით ველოდები. და აუუუუუ, რა მაგარია ყველაფერიიიიიიიიიიიიიიიიი, რაღაცა ეგეთ ხასიათზე ვარ :)))))))))))))))))))))

Friday, January 1, 2010

ახალი წელი...

მოვიდა. სულ ეჭვი მქონდა რომ შეიძლება არ მოსულიყო, მაგრამ მოვიდა :) დიდად არ მიგრძვნია, სახლში რომ არ შევხვდი, მგონია უბრალოდ ერთად შევიყარენით. მაგრამ მაინც კარგი იყო, თან გოზინაყი გვქონდა და რაღაცა ოჯახური გარემო შევიქმენით საერთო საცხოვრებელში.
ერთი აღმოჩენა გავაკეთე: ახალი წლის დადგომამადე პრეზიდენტი რომ გვილოცავს ხოლმე, თეორიულად ხომ მაინც იცით თუ არ გიყურებიათ, ხოდა სულ მეგონა რომ უკიდურესად მოსაწყენი და ამაზრზენი საქმიანობა იყო ახალი წლის წინ პრეზიდენტის მოსმენა, წუხელ უფრო ამაზრზენი რამ აღმოვაჩინე - ახალი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტის მოსმენა :)))))) ჩვენ კი ვუთხარით რუსებს ეგეთი და კიდე უკეთესი ჩვენც გვყავს, მაგრამ ყველას არ ვანახებთთქო, მაგრამ არ დაიშალეს, მაინც მოუსმინეს :))))
მერე გოგოებთან დავრჩი და რაღაცა კარგი იყო დილით მარტო რომ არ ვიყავი. ახალი წლის დილას ყველაზე ძალიან ის მიყვარს, მამაჩემი რომ იწყებს უთენია ბორიალს და საცივის შემუსვრას, მერე მეც მაღვიძებს ხოლმე და იმ საცივს ერთად ვმუსრავთ, მე უფრო ტრადიციის და მამის ხათრით. ხოდა წელს რაღაცა ეს ყველაფერი რომ არ იქნებოდა და ჩვეულებრივი დილა გათენდებოდა, არ მინდოდა და გოგოებმა შემიფარეს, დილა ერთად გათენდა და მამაჩემის და საცივის რა გითხრათ, მარა ლელა და თავისი მაწვნის ბაჟე ნამდვილად ის იყო, ის!!!!!!
კიდევ ის, რომ დღეს უცნაური დღე მქონდა, ვისხედით, გაგებაზე ვლაპარაკობდით, მერე ვიცურავე...... უხ, საოცრად ვარ. უკვე ღამე მესიზმრა რამდენჯერმე აუზი და დღეს ვიცურავეეეე. არა რა, უნდა მოვაბა თავი და ამ საერთო საცხოვრებელში მაინც მივიდე ხოლმე. ჩემმა ხერხემალმა მადლიანად დამლოცა და კი მოვედი ახლა სახლში.
ვბოდამ ახლა მე და სჯობს შევეშვა ამ ბოდვას.
გილოცავთ ყველას, რაღაცა ახალი ყოფილიყოს ეს წელი, მთავარი ესაა მგონი...