Sunday, January 3, 2010

Yes or No


ვიბორიალე, ვიბორიალე, ვიბორიალე დილიდან. ვერც თემა დავიწყე, ვერც აზრიანი გავაკეთე რამე. ის კი არა, წიგნსაც ვერ ვკითხულობ, როდესაც ინტერნეტი მაქვს, როცა არ მაქვს - კი წავიკითხე ნახევარი წიგნი, მაგრამ თან ინტერნეტზე ვწუწუნებდი. არადა, აქ დამემართა ეს. აქამდე მშვენივრად შემეძლო ყოველგვარი საკომუნიკაციო საშუალების გარეშე ცხოვრება, თბილისში ტელეფონიც კი გამომირთავს ხოლმე რამდენიმე დღით. აქ დამტენი რომ გამიფუჭდა და რამდენიმე დღე ყველაფერს რომ მოვწყდი სულ ის ამბავი მახსენდებოდა, პირველად მთაში როცა წავედი. ათი დღე საერთოდ გონს არ ვიყავით რა ხდებოდა გარესამყაროში, არანაირი კომუნიკაცია, არანაირი ცივილიზაცია. რომ დავბრუნდით და მანქანები დავინახეთ და არა პაზიკი ავტობუსები ჯერ მაგან დაგვშოკა, მაგრამ უნივერსტეტის მეორე კორპუსთან ტაქსი გავაჩერეთ და ეს მძღოლი იყო პირველი ადამიანი რომელიც ვნახეთ მთის მერე. მიშკამ უთხრა რომ პეკინზე მივდიოდით, ჩავსხედით და უცებ ეკითხება, უკაცრავად, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ შევარდნაძეაო??? ეს კაცი კი ჩავარდა შოკში, მაგრამ ჩვენ როგორ ველოდებოდით პასუუუუხსსს. მერე კარგა ხანი დაგვჭირდა ყველას ერთად გონს მოსასვლელად და ცივილიზაციასთან შესაგუებლად. ზოგი ღამე საწოლშიც ვერ წვებოდა და იატაკზე იშლიდა ლოგინს :))) ხოდა მე აქ ორმა დღემ ჩამაგდო პანიკაში.

ისე, ყველა დროს და ყველა მოვლენას თავისი ნაკლი და უპირატესობა გააჩნია. სამწუხაროა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი ვერასოდეს ვერ გაიგებს იმ გულის ფანცქალს, ქალაქიდან ადამიანის ჩამოსვლას და მის ჩამოტანილ ამბავს რომ ელოდები. უხ, ახლა შემომაწვა და მზად ვარ სოფლის შარაზე მანქანის ფარების მოტანილი სევდანარევი სიხარულები და ათასი სისულელე გავიხსენო.

არადა, კარგია ინფორმაციების ფლობაც :)))

0 comments:

Post a Comment