Wednesday, February 17, 2010

დაე, მუდამ იყოს მზე...


მიყვარს მზიური. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს უკავშირდება და ყველაფრისდა მიუხედავად, დადებით ემოციებს აღმიძრავს. იცი როგორაა ჩემთვის? ჯადოსნური სამყაროსავითაა, რომ ჩაივლი რამდენიმე კიბეს და ყველაფერი ქრება, იცვლება, აბოსლუტურად სხვა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი გაკეთებული და გალამაზებული მზიური როგორი იქნებოდა და სულ პირველი შეხება მზიურთან იმ 90-იანებში დაიწყო, ქალაქში ტრანსორტი ფიზიკურად რომ არ დადიოდა და ინგლისურზე დედას ფეხით რომ დავყავდი, მაინც შემიყვარდა, მაშინვე, რატომღაც...მერე ბევრი რამე იყო, ბევრი ჯადოსნური ზღაპარი...ასე შვიდი წელი იქნება მზიურში აღარ ჩავსულვარ, რამდენიმე კიბეს აღარ ჩავცდენივარ, მაგრამ ის ჯადოსნური სამყარო მაინც იქ იყო.
ნუთუ მზიური აღარ იარსებებს?

3 comments:

Anonymous said...

mec miyvars mziuri da namdvilad guli damywdeba Tu aRar iarsebebs. magistralebi da gzebi kargia, magram yvelaferi xom ar unda SevwiroT?!

Dato trapaidze said...

მზიური? ნოდარ დუმბაძე მე მგონი ნაწილობრივ მაგიტომაც გადაასვენეს პანთეონში რომ შემდეგ ნაკლებად აგორებულიყო პროტესტის ტალღა. თბილისს კი სამშენებლო მოედნები აკლდება.. ვის აინტერესებს ზღაპარი? მთავარია ფული

ანუკა said...

სამწუხაროა... არა, სამწუხაროც აღარაა... პრაგმატულ სამყაროში ვცხოვრობთ და თითქოს არ გვეყოფოდა, ცუდი მენეჯმენტი გვაქვს ყველაფერში !!!!

დამიბრუნეთ ზღაპრები :((((

Post a Comment