Tuesday, June 1, 2010

ისევ წვიმს, აი, გაწყალდა გულიო - გამოთქმა რომაა, ისეა ზუსტად, გავწყალდით, გულიც გაგვიწყალდა და ფილტვებიც. ეს გაზაფხულიც გავიდა და ეს წელიც მიილია, მერე, ოდესმე შემაჯამებელი პოსტი უნდა დავწერო ერთი, რა ვთქვი და რა ვერ ვთქვი, რა გავაკეთე და რა ვერ გავაკეთე, რა მოხდა და რა არ მოხდა ამ ხნის მანძილზე.
ახლა კი წვიმს, თანაც, აგრილდა ისევ..
უაზრობისგან ვკვდები. მრუმე და მდორეა ყველაფერი. გაწელილი კადრივით მიდის ცხოვრება.
მეძინება და არც მეძინება, არც დაძნებას აქვს აზრი და არც გამღვიძებას, არც ლოდინს და არც ქმედებას, ბოლო მაინც ერთია, უაზრო, უემოციო ბოლო...

1 comments:

Anonymous said...

მრუმე და მდორეა ყველაფერი. გაწელილი კადრივით მიდის ცხოვრება - ზუსტად ასე ვგრძნობ თავს!

Post a Comment