Thursday, May 20, 2010

Barn Burning..


ქარიშხალი და წყალდიდობა გადავიარეთ, უკვე ცრის მხოლოდ. სალომე გავაცილე დღეს. არ მიყვარს ეს გაცილება, ასეთ ამინდში გაცილება საერთოდ ბოლოს მიღებს :(( რა მნიშვნელობა აქვს თითქოს და სალომეც რა, ერთ თვეში მეც იქ ვიქნები და ვნახავ, მაგრამ რაღაცა თვითონ პროცესი...
გუშინ როგორც იქნა წერას შევუდექი, 26-ში ყველაფერი დამთავრდება 'ვითა სიზმარი ღამისა' და თითქოს არც ყოფილა შენი ბუდაპეშტი. რა დარჩება ამ ქალაქში და რა წავა თბილისში??? არ ვიცი, არ მიფიქრია დიდი ხანია. ახლა მივიხედე უკან და გაოგნებული დავრჩი, თითქმის მთელი წელი გავიდა, სად წავიდა? რა მოხდა? რა არ მოხდა?
ასეთ ამინდში სულ ეს მოთხრობა მახსენდება 'ალმოდებული ფარდულები გამთენიისას' - ასე ითარგმნა ქართულად. ისედაც ხშირად მახსენდება, მაგრამ ასეთ ამინდში, ცასა და მიწას შორის ზღვარს რომ ვერ გაარჩევ, დღე და ღამე რომ მიჯნას კარგავს, ამომიტივტივდება ხოლმე ფარდულების ალი, ვგიჟდები, ყველა განცდაა ამ მოთხრობაში, ყველაფერი ერთად და ცალ-ცალკე, ყველა ფიქრი, რაც კი ოდესმე გამიფიქრია, თვალწინ მიცოცხლდება, ყველა გრძნობას ახლიდან განვიცდი უწინდელი სიმძაფრით, ყველა სევდა ერთად მახსენებს თავს და მგონია წვიმასავით გამჭირვალე ვხდები, ჩუმი, უჩინარი, გამჭირვალე..

6 comments:

Dato trapaidze said...

vaa. anu marto darchi budapeshts?! :) shenia burti da moedani da nayini? :)

ანუკა said...

მთლად მასეც ვერ ვიტყოდი, მაგრამ დაახლოებით... ისე, სწორია, ამ პოზიციიდან უნდა შევხედო და აღარ დამწყდება გული :))

Dato trapaidze said...

აბა რაა..
ეძებე პოზიტივი და ის თავად მოვა შენთან.
დ.ტრაპაიძე
:)))))

ანუკა said...

საკუთარ თავს ციტირებთ, ბატონო დავით?

Dato trapaidze said...

ხო. ძალიან მიყვარს. საკუთარი თავი :)))))) ციტირება ისე რა :))

ანუკა said...

:)))))

Post a Comment