Thursday, May 6, 2010

ისე გადაიღო და მოიწმინდა, გეგონება მე ვასხამდი ფანჯრიდან წყალს, გადავირიე, ასეთი არაფერი მინახავს. მიყვარს გაზაფხულის წვიმა და განსაკუთრებით ამ ხმაში ძილი მიყვარს, სახურავზე რომ წვეთების ხმას გრძნობ, დიიიდი საბანი რომ გახურავს და თან გაზაფხული რომაა გარეთ, ყვავილების და ბალახების სუნი რომ მოაქვს წვიმას. მაგიდაზე გვირილები მიწყვი ლარნაკში, ვზივარ ფინჯანი მწარე ყავით და ვუსმენ წვიმის ხმას, თითქმის სრული ბედნიერებაა :)

2 comments:

fiamifero said...

შენ მართლა თბილისში ხომ არ ხარ და მე მიმალავ?

ანუკა said...

მანდაც ასე წვიმს? 15 წუთით?

Post a Comment