Monday, May 24, 2010

ქუჩაშიო..

ალავერდზე უარს ხომ არ ვეტყოდი ბატონ დავითს, ხოდა მომიწია მეფიქრა როგორ შეიძლება ამომიცნოთ ქუჩაში. ნუ, პოსტი იმთავითვე უიმედოა, რადგანაც აგერ, ამ ბლოგის მარჯვენა ზედა კუთხეში განალგებულ სურათს თუ ხედავთ და ამით ვერ მიცანით, ეჭვი მეპარება აღწერილობა დაგეხმაროთ რამეში.
მაშ ასე:
1. ივნისის ბოლომდე საქართველოს ქალაქებში ტყუილად ნუ მიმამსგავსებთ ვინმეს
1.1 იმავე ივნისის ბოლომდე ბუდაპეშტსა და მიმდებარე სახელმწიფოებში მოვიძებნები, მაგრამ არავის ხილვა არ მსურს დიდად :)))
2. კარგად რომ ჩავუფიქრდე, ფრიად იშვიათად მნახავთ თბილისში ქუჩაში, მაგრამ მაინც, პირველი და ყველაზე სტაბილური შემთხვევაა ყოველ დილით, დარსა და ავდარში, ზამთარსა და ზაფხულში,წვიმასა და თოვლში 6:30-დან 7:30-მდე პეკინი-პავლოვის კუთხეში გაჩერებაზე ჩემი ხილვა (აქ საეჭვო ასოციაციები ვისაც გაგიჩნდებათ, სირცხვილი თქვენ!!!) დიიიდი სპორტული ჩანთით. ისე, ეს პუნქტი ალბათ უადგილოა, მეეჭვება მეეზოვეები კითხულობდნენ ჩემს ბლოგს.
3. 'ლაგუნა ვერე'-ზე. ვცურავ უქუდოდ, კილომეტრს ნახევარ საათში, ძირითადად ბრასს, ხანდახან ზურგზე, ბოლო დროს ვვარჯიშობ და ვცდილობ ვისწავლო თავისუფალი კოლხური, თუ ცოტა დრო მრჩება შეიძლება ფიცრითაც ვიცურო, თუ მაინცდამაინც აქ მიცანით ვინმემ ტყუილად არც იფიქროთ ახლოს მოსვლა, ყურებში დამცავი საცობი და სათვალე მიკეთია, თან, როგორც უკვე აღვნიშნე, ნორმატივებს ვასრულებ ქალი და არ მცალია სალაპარაკოდ :)))
4. აი, გამახსენდა სად დავდივარ ფეხით, ელბაქიძის აღმართზე ანუ 'ლაგუნა-ვერე'-დან იუსტიციამდე, დილის 09:30- 10:00 შუალედში (იმედია სამსახურის დაწყების საათი კიდევ არ შეუცვლიათ), აქ შეგიძლიათ ამომიცნოთ სველი თმით და სახეზე კმაყოფილი გამომეტყველებით, უჩვეულოდ ფხიზელი და ენერგიული დღე-ღამის ამ მონაკვეთთან შედარებით. ამ შემთხვევაშიც ყურთსასმენები მიკეთია და რამეს ვუსმენ, მაგრამ ისეთ კარგ ხასიათზე ვარ ცურვის შემდეგ, რომ თამამად შეგიძლიათ მელაპარაკოთ.
5. გრიბოედოვის 19 ნომერთან თუ დამიდარაჯდებით ერთხელ მაინც გამოვალ მოპირდაპირე სარდაფ-მაღაზიაში რამის საყიდლად.
6. 15 ნომერ მარშუტკაში (ყოფ. 215) :)))) ვაჩერებ პეკინზე (წესით პეკინის ბოლოს, მაგრამ ისეთი სიხშირით დადის, რომ სეირნობა-სეირნობით შეიძლება 'აჭარა'-მდე ჩამოვიდე) და მივყვები წრეზე :)))
ხო არ გაუუქმებიათ ეს, ე???
7. სამუშაო დღის ბოლოს ნებისმიერ კაფეში, ოღონდ არ ვიცი რას ვუკვეთავ და არ ვიცი როგორ ვიქცევი.
8. ამინდისა და თავისუფალი დროის შესაბამისად, ნებისმიერ ადგილას შემიძლია წავიდე ფეხით, ასე რომ არც სადმე გზატკეცილზე ჩემი პოვნაა გამორიცხული.
რაღაცა მეუინტერესოვა ახლა ეს ყველაფერი, აი, რომ ჩამოვალ თბილისში, კარგად დავაკვირდები ერთი სად დავდივარ და რას ვაკეთებ!
ვიქცევი უზნეოდ და არ ვთაგავ არავის. არავისაც არ ვიცნობ ბლოგ სივრცეში და იმიტომ :)))

7 comments:

fiamifero said...

ჯერ ერთი ტუტუცო და უზრდელო "არავის არ ვიცნობ ბლოგერსო" რომ აცხადებ.
მეორეც, ტოჟე მნე ქუჩაში არ დადის. აბა ცოტნეს ძმა მარტო მე მხვდება ხოლმე ქალაქის ყველა წერტილში, განსაკუთრებით პეკინზე და რუსთაველზე??
და მესამე - თუ ადამიანებმა უნდა გიპოვონ ხარისხიანად, ბარემ გაგემხილა წიგნის სახლის და ტუკანის ამბავი.
მოკლედ, საღამოს მე მიპოვეთ რამენაირად (უფრო ადვილი საცნობი ვარ) და ესეც სადმე ახლომახლო იქნება უეჭველი

ანუკა said...

თავად ტუტუცო, შენი დათაგვა რა მუღამი?თუ ჩემთან ერთად არ ხარ, ე.ი. შავბნელი საქმეებით ხარ დაკავებული და ხო არ გამოგააშკარავებ? თან რა, ვინმემ რო გიცნოს დაგეწევა და რამეს გაგაგონებს მერე, თუ რა????
აი, ცოტნეს ძმაზე შენიშვნას ვიზიარებ და ისე, ბუდაპეშტში რად არ სეირნობს, ძალიან თვალს მაკლია, რო ნახავ უთხარი!
ხოდა წიგნის სახლი და ტუკანი მეც კი გამახსენდა მაგრამ მერე ეისიდი და კანაპე მოყვა მაგ ყველაფერს და აღარ მომინდა გამხელა :))

Dato trapaidze said...

aha, eseigi mozraobis marshruti da dro gvaqvs. mere ikitxavs gamomziebeli. ki magram saidan icodnen as\mdeni xelchasachidi faqtebio?! :)))

ანუკა said...

გამომძიებელსაც გააჩნია, მასეთ ლოგიკურ შეკითხვებს რომ სვამდეს ზოგიერთი, პირდაპირ უფროსი დეტექტივი იქნებოდა :)))

Katiée.Ge said...

ვაა, რა მაგარი ხარ ანუკა, დილის 7ზე მიდიხარ აუზზე. ბღავო!!!

პ.ს. მე არ მიცნობ ხომ? :D მარა, მე უკვე დავწერე ეგ პოსტი :))

ანუკა said...

ვაიმეეეე, შენ სადა ხარ რო აღარ ხარ????

Theresa Walker said...

გამარჯობა ყველას, ჩემი სახელია ტერეზა უოკერი, მე დაქორწინებული ვარ 20 წლის განმავლობაში და ორი შვილი ჰყავს, უფროსი 16 და უმცროსი 11 წელია. ჩემი მეუღლე ძალიან მომეწონა, მაგრამ ის მივიღე იმ მომენტში, როდესაც ის საქმეში ჩართული ქალია, რომელიც მისი თანამშრომელია. მე არასდროს წარმოვიდგენდი, მაგრამ რატომღაც მისი დამოკიდებულება ჩემსა და შვილებზე შეიცვალა, მისი გვიან მომდევნო სამუშაოდან მე ვფიქრობდი ამ საკითხზე, მაშინაც კი, ჩემი მე -20 ქორწილის საიუბილეო წლის მარში, მე შენარჩუნება თავს დაშორებით სექსი, როგორც ჩვენ გპირდებით, რომ ამის გაკეთება ქორწილი საიუბილეო დღეს, ეს იქნება ჩვენი საქორწილო ერთხელ, 15 დღით ადრე ქორწილი Annivessary მან აღიარა, რომ დიახ მას ჰქონდა სექსი მისი. მან მომიყვანა ჩემი საწოლში, როცა ვიყავი სამუშაოდ, მან იცოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა ქორწილის საიუბილეო დღეს ჩემს საწოლზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი გრძნობები სრულიად უშედეგო იყო, ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა სავსე იყო აგონიაში, ვფიქრობ არ შეიძლება დაივიწყოს და გადამეღწია ტკივილი, ეს ქალი იყო სრული კონტროლი მისი და მე არასოდეს მინდოდა ამის გაკეთება ძალადობით, მან უნდა გაიმარჯვებს ჩემთვის, რადგან იგი განქორწინებული, მან განაცხადა, რომ იგი ეჭვიანობს ჩვენს ურთიერთობას და ის იქნება ჩაიშალოს ჩემი ქმარი. მე მქონდა განეხილა იგი მეგობარს, რომელმაც მთხოვა, რომ მომეძებნა კარგი მართლწერის კასეტერი, პირველ რიგში მე არ მჯეროდა, რომ ამ Cast მართლწერის, მაგრამ მე უნდა მივცეთ, სანამ მე მოვიდა პროფეტი ჯოზეფ უგო ელ-ფოსტის საშუალებით მას დაეხმარა იმდენი ადამიანი, რომ უკან დაბრუნდნენ და დაეხმარონ ურთიერთობას და ხალხს ბედნიერნი იყვნენ თავიანთ ურთიერთობებში და სხვა სიუჟეტები სულიერ ავადმყოფობაზე და მეტი, მე ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და მან დამეხმარა რამდენიმე ლოცვა, რამდენიმე მწვანილი ფესვები და ცოტა მსხვერპლი, რომელიც მე გავაკეთე და 7 დღის განმავლობაში ის დაბრუნდა ბოდიშით და ეს მხოლოდ სასწაული იყო ჩემთვის, ბედნიერი ვარ დღეს, რომ მან დამეხმარა და ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მეუღლე ახლა კვლავ ჩემთან არის და ის არის ახლა სიყვარულში მე როგორც არასდროს.
ხართ თუ არა რაიმე დახმარება თქვენს ურთიერთობაში, როგორიც არის თქვენი მამაკაცი, ცოლი, მეგობრის, მეგობარი, ლატარიის გამარჯვება, ავადმყოფობის ან სამუშაო ადგილების ხელშეწყობა, ნებისმიერი სახის სულიერი პრობლემა, ცხოვრების გამოწვევები უნდა დაუკავშირდეს მას.

ელფოსტა: karnataka.temple@gmail.com
WhatsApp: +34631686040

Post a Comment