დილით რომ გავიღვიძე, მზე ანათებდა, უცებ მივხვდი რომ ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი უნდა დაიკიდო და დაივიწყო, სახლიც დალაგდება (დალაგდა უკვე, დღეს იყო დამლაგებელი და ისევ თეთრია ჩემი აბაზანა), კომპიუტერსაც ეშველება (თუ არადა, უკომპიუტეროდაც შეიძლება ცხოვრება), აბურდული სიტუაციებიც გაიხსნება ნელ-ნელა, ცუდ და ფუჭ სიზმრებსაც აღარ ვნახავ, ერთსა და იმავე შეცდომასაც აღარ დავუშვებ, ყველა წვრილმანზე გულიც არ მეტკინება, გაზაფხულიც მოვა :)))
მადლობა ყველას ვინც გამიძელით, ან ვისაც უარეს დეპრესიაში მყოფი აგიტანივართ. :)
დღეს რამდენიმე მეგობარიც შემეხმიანა, ერთმა ჩემმა მეგობარმა, უფრო სწორად ორმა, ხელიც მოაწერეს (იმედია, კიდევ არ გადაედოთ ეს ამბავი), ხოდა მივხვდი რომ სამყარო სიყვარულისთვის არსებობს და უნდა გაიღიმო და ასე :)))
თითქოს აქამდე არ ვიცოდიიი, რას იზამ...
ახლა, რომ მოსაღამოვდა ცოტა კი მოვიწყინე, მაგრამ მაინც საზეიმოდ ვაცხადებ: არაგეგმიური დეპრესია დაძლეულია!!!!!!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
aaa ai exla mivxvdi ratom edzeb aradegenerat mamakacs:))))
ვაიმე კუკუ, შენ რა იფიქრე????
მე მოვითხოვ ცნება და დაავადება ”დეპრესიას” პატივისცემით მოეპყრო და რამდენი ხასიათი გაგიფუჭდება, ხელს ნუ წამოკრავ.
გვაცადე ჩვენ, ქრონიკულ ტანჯულებს : )))
აუ,თქვა მან! შენი იყოს გენაცვალე, მაინც უნდა იძახო ბულკივით ხასიათი მაქვსო და შენ ხარ უხასიათოო და მეთქი დავიბრალებ ბარეეემ :)))))
ეგრეც არის. შენ ხარ ჯანმრთელი უჟმური.
მე ვარ ავადმყოფი მხიარული : )))
დროა იცოდე
შენც როგორ გეტყობა რო მოგენატრე :)
Post a Comment