Sunday, November 15, 2009

უფ...


მთელი კვირა ვირუსისგან ტანჯვის შედეგად მოვიპოვე ვინდოუსის გადასაყენებელი ორი დისკი. ერთი მათგანი უნგრული, მეორე - გაკაწრული, შევაჯერე მონაპოვარი და მივიღე უნგრული და გაკაწრული დისკი ანუ ვირუსმა ჩამცინა და მშვიდად განაგრძო არსებობა, არაფერიც არ ეშველა ჩემს ვარდისფერას. ისეთი სასოწარკვეთილი ვარ, არც ვიცი რა ვუყო, უკვე იმ აზრსაც შევეგუე რომ მთელი სანუკვარი ინფორმაცია შეიძლება დავკარგო, ახლა ერთადერთი იმაზე ვიფქრობ, გადასაგდები არ გახდეს ეს კომპიუტერი, თორე მერე არ ვიცი რა მეშველება :((( დილიდან ამასთან ბრძოლით და სახლის ლაგებით ვარ დაკავებული და არაფერიც რომ არ გამოვიდა, ჩემმა მეზობელმა იმის შიშით, ახლა ამან მართლა თავი არ მოიკლასო, ადგა და ბლინები გამიკეთა, უხ, რა საყვარელია, ყველიანი და ბანანიანი ბლინები მივირთვით (ნეტა დანელია თუ კითხულობს ამას :)))) ) ხოდა ასე, ახლა ვარ სუფთა, ლამაზ სახლში, დავირუსებული კომპიუტერით...ამას რომ გავაკეთებ (იმედი ბოლოს კვდება), სახლი იქნება ისევ ქაოტურ მდგომარეობაში...არ არსებობს რა ამქვეყნად სრულყოფილება :(

3 comments:

Katiée.Ge said...

ანუ ეხლა მე შენს პოსტს რომ ვკითხულობ, შეიძლება გადმომედოს ხომ? :D:D:D

ანუკა said...

არა, პირბადე აქვს ჩამოფარებული :)))

Anonymous said...

ეგეთი რა ვირუსია ოღონდაც, ვინდ-ის გადაყენებაც რომ არ შველის?! ვოტ უჟას!

Post a Comment