
მემენტო პარკში ვიყავი, ლენინთან სურათები გადავიღე :))) ვითომ სამშობლოში არ მაქვს კომუნისტური გადმონაშთი ძეგლები, ისე გადმოვიხვეწე აქ ამ ლენინების და მარქსების სანახავად (სამაგიეროდ, ამათ სტალინის ძეგლი არ აქვთ!). ისე, საქართველოში მარქსის ძეგლი არ გვქონია ხო?? საინტერესოა რა, ძალიან მომწონს ამ ხალხის მიდგომა ასეთი საკითხებისადმი! რატო გადავადნეთ ყველაფერი რაც იყო? თბილისის ხელისუფლებას ერთი ასეთი პარკის იდეა უნდა მივაწოდო რა, „წინა მთავრობის დანატოვარი“ უნდა ერქვას პარკს და ყველაფერი, რაც ახალ ლიდერს ახალი წელთაღრიცხვის გამოცხადებაში ხელს შეუშლის იმ პარკში უნდა გაუშვა, მაგარი იქნება :)))) ხოდა ასე, ბევრი ვიბორიალეთ, ამინდიც ისეთი იყო, სუსხიანი და რა ვიცი, მომეწონა მე ეს პარკი და დღევანდელი დღე, ოღონდ ისევ თავი მტკივა და მე მგონი მოსაჭრელია რა :)))
4 comments:
მშენიერია. მერე ლეიბორისტებს წყევლა ექნებათ. "შენ გნახე იმ პარკში გამოფენილი"-ო :)))))
ვააა, მაგარია, მაგ თემის განვრცობაც შეიძლება, თან ლეიბორისტები სულ ამ როლში იქნებიან მგონი :)))
ეგ იდეა მიყიდე შალვას. გაუხარებს და შენც იხეირებ ;)
მაგათგან როგორ უნდა ვიხეირო კარგად ვერ წარმომიდგენია, მართალი გითხრა, მაგრამ იდეა მართლა მომწონს :))
Post a Comment