
ჩემი ცხოვრების მუსიკაა (ოხ, რა განცხადებააა!!!), თვისი ყველაფრით, თავისი მელოდიით, სიტყვებით, განწყობებით, მოგონებებით, ხალხით ვისაც უყვარდა ან არ უყვარდა ეს მუსიკა. ახლაც ასეა, გარეთ ისეთი ამინდია, დილიდან მგონია არ გათენებულა ჯერ, წვიმს, წვიმს, წვიმს, მე ვზივარ თბილ ოთახში, მუსიკით გამთბარ ოთახში და ვუსმენ ზემფირას...და მგონია სველ ასფალტს ვუყურებ და ზღვის ნაპირზე მივდივარ წვიმაში, მანქანით და იქაც ეს მუსიკაა...გარშემო ნისლია, ბათუმია რა, ან ქობულეთი-ბათუმის ძველი გზა, მიხვეულ-მოხვეული, წვიმიანი, ნისლიანი, ან რომელიმე მიტოვებული ქალაქია, მოწყენილი ქუჩის ლამპიონებით და ასფალტზე მივიწყებული ყვითელი ფოთლებით. სურეალისტური ამინდია, სურეალისტური განწყობები სუფევს, არაფერი არ გამიკვირდება დღეს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ისეთი სიმშვიდეააა.... „ოსტატი და მარგარიტა“ გახსოვთ? სიმშვიდის მოპოვება ყველაზე დიდი საჩუქარი რომ არის მოხეტიალე, დაკარგული სულებისთვის...ჯერ არ მომიპოვებია, ხანდახან გაიელვებს ხოლმე ეს სიმშვიდე მხოლოდ ...
6 comments:
მათ მყუდროება დაიმსახურეს
და არა სიმშვიდე
:)
:) მდაა.. ბათუმის ერთად ერთი გზა მიყვარს. აი ის სარფისკენ რო მივყავარ და ისიც ერთი მიმართულებით. აქეთ უკვე მგრუზავს
ხოოო, მე უბრალოდ წვიმიან გზაზე და ნისლზე მახსენდება სულ ეგ მონაკვეთი, თორე ვერ ვიტყვი რომ განსაკუთრებით მიყვარს :)
:) წვიმიანი გზა და კარგი მუსიკა მართლაც რომ კარგია.
მდა
ეეეჰჰჰ :)
Post a Comment