თენდება, მერე ისევ ღამდება, კვლავ გათენების იმედით ღამდება...ხანდახან მგონია, რომ არც სწავლა შემიძლია, არც ჭკუა მაქვს, არც არაფერი...ხანდახან მგონია, რომ ჩემი ყველა წარმატება მოგონილია, ალბათ არც იყო ასე, ალბათ მეგონა...არ ვიცი...რაღაცა მარტივი იყო ყველაფერი თუ რამისთვის მიმიღწევია. ამის არც სურვილით ვყოფილვარ შეპყრობილი და არც დიდი ძალისხმევა დამიხარჯავს. ახლა ვზივარ და ვფიქრობ. რაღაც მომენტში მგონია, რომ წარსულის გარეშე დავრჩი და ვფიქრობ, რა შემიძლია? ყველაზე ძალიან ის მაშინებს, რომ სურვილი არ მაქვს რამე კონკრეტული შემეძლოს. ვიღაცას რაღაც ვგონივარ? რა მოხდა მერე, მე ხომ ვიცი რომ არ ვარ! ეს არის ჩემი მთავარი პრინციპი და ახლა თითქოს სწორედ ეს პრინციპი მაწუხებს. მინდა ვინმესთვის რამის დამტკიცება? არა! მინდა რამის შეცვლა? არ ვიცი! ამ ყველაფერე ფიქრი კი ალბათ იმიტომ შემომიძვრება ხოლმე ტვინში, რომ რაღაცეები ამ ცხოვრებაში თავისთავადია ჩემთვის, ყველაფერი ყოველთვის ასე იყო და ახლა თუ არ არის ასე ვერ ვიგებ რა ხდება.
ვბორიალობ ეხლა მე უაზროდ და რა მინდა ხო არ იცით ვინმემ???
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
ან, ძალიან ნაცნობი ფიქრებია :)
თვითშეფასების და ყველაფრის გადაფასების კარგი საშუალებაა წასვლა :)
ყველაფერი შეგიძლია, არ ინერვიულო :))))
წარმატებები! :)
მე კი ვიცი რაც გინდა, მარა სულ ტყუილად გინდა, მაინც არ შველის ეგ.
რა ბითურიც ხინკლის ჭამამდე იყავი ისევ ის ბითური რჩები : )
გაიხარე ეკა, მადლობა :)
კვაჭ, გლობალურად მართალი ხარ, მაგრამ არ მგონია იცოდე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ;)
mag dros damajereblad unda umeoro tavs rom yvelaferi shegizlia, im zomamde rom gabrazde da mere yvelaferi shezlo martla :))
Post a Comment