Thursday, April 1, 2010


საჩუქრები პატარა ბავშვივით მიყვარს. არა, ვის არ უყვარს, ალბათ ყველას, მაგრამ მე მგონია, რომ მაინც რაღაცა უაზროდ ძალიან მიყვარს. აი, რაღაცას რომ მაჩუქებენ ხომ იქვე უნდა გავხსნა და ვნახო რა არის, სახლამდე და მჩუქებელის წასვლამდე რა მომათმენინებს, თანაც თუ მართლაც კარგი საჩუქარია, ხომ უნდა დაინახოს იმ ადამიანმა, რომ გამეხარდა. აი, ემოციას კიდე ისე გამოვხატავ, რომ შეიძლება შეწუხდეს ადამიანი.
საჩუქარში, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა ყურადღებას ვანიჭებ მნიშვნელობას, იმას რომ ვიღაცას გავახსენდი, იფიქრა, იზრუნა. მერე ვგიჟდები თუ არასტანდარტული საჩუქარია, რაღაც, რაც გამოხატავს, რომ ადამიანმა ვალი კი არ მოიხადა, თავისი განწყობა გამოხატა. კიდვ მიყვარს, ასე ვთქვათ, არასტანდარტული საჩუქრები ანუ მაინცდამაინც დაბადების დღის სტუმარი რომ არ მოიტანს, ისეთი.
ასეთი საჩუქრები და ამ საჩუქრებით მიღებული ემოციები არასოდეს მავიწყდება, მართლა არასოდეს.
ამდენი იმიტმ ვილაპარაკე, რომ საოცარი საჩუქარი მივიღე დღეს. მართლა გადავირიე, ძალიან ლამაზია, ორიგინალურია, აი რაღაცა ისეთია, მე რომ მიყვარს, სხვას რომ არ აქვა, დატვირთვა რომ აქვს, არ ვიცი, კიდევ რა სიტყვა ვიხმარო.
აი, მართლა ძალიან დიდი მადლობა :)))))))))))))))))))))))))))))

4 comments:

Unknown said...
This comment has been removed by the author.
Dato trapaidze said...

vaa. martla zalian kargi sachuqaria. tomas kraunis afiora gamaxsenda :)

ანუკა said...

ხო, ეგ ფილმიც მიყვარს, მაგრამ თვითონ ნახატი მომწონს უზომოდდა საერთოდ რენე მარგრიტი :)

ლელუ said...

იცი ღამ-ღამობით ყველა სასაჩუქრე ნივთი, სუვენირი, ყვავილი თუ სხვა რამ ძალიან ბევრს ჭორაობენ... ყველას აინტერესებს, ვის გულს გაახარებს და სად დაიდებს ბინას. ჯერ ამით იწყებენ ხოლმე საუბარს, ამაზე ლაპარაკით რომ დაიღლებიან, ახალი პრობლემა იჩენს თავს: იქნებ არ მოვეწონოთ. იქნებ უბრალოდ მიგვაგდონ სადმე, ო, არა, მერე და ჩვენ რა დავაშავეთ. ჩვენ ხომ თვითონ შეგვქმნეს ასეთი, თვითონ გამოგვიგონეს ფორმა, სახელი, ბოლოს აღარ მოვეწონებით და უბრალოდ გადაგვაგდებენ. არა, რატომ ვფიქრობთ ცუდზე?! არა, ოღონდ ცუდი არა_ მერე რა რომ პატარა ვარ, მთავარია ჩემით აგრძნობინებს იმას, ის ვინმე სხვას, რომ ახსოვს, უყვარს, უნდა მის გვერდით იყოს და ვიყო მე პატარა და მისთვის დაუხვეწავი ან გამოუსადეგარი, რა ვქნა, რომ ბრილიანტი არ ვარ, მე უბრალოდ პაწაწინა სუვენირი ვარ, მრგვალი, მინის, გამჭირვალე... აბა შემანჯღრიე, თან სურვილი ჩაუთქვი და როცა ჩემი პაწაწინა, ფერადი ფიფქები გაჩნდება მე შევისმენ სურვილს და აგისრულებ,ოღონდ ამის უნდა გჯეროდეს, ნურავის ეტყვი სურვილის შესახებ, არც ის თქვა, რომ მე ვიცი. უბრალოდ ლამაზ ადგილას მომათავსე, მომიარე და გჯეროდეს ჩემი. იცოდე ის აგიხდება...
აბა დავიწყეთ: ერთი... ორი და სააამმმ....

Post a Comment