Thursday, April 15, 2010

წვიმს..


ადრეც წვიმდა ასე, გადაუღებლად, გუბეებიანად წვიმდა, მერე, ნაწვიმარზე გადავწყვიტე, რომ ცხოვრება ჩვეულებრივი კომპიუტერული თამაშია სადაც სხვადასხვა დავალებები უნდა შეასრულო, სხვადასხვა დონეზე რომ გადახვიდე. მეც ვასრულებდი. ლოგიკურ თამაშს ვთამაშობდი, უკვე რომ ყველა დავალების შესრულების პაწაწკინტელა საიდუმლო იცი, 'კომპიუტერს' რომ უგებ, ჭკუაში რომ ატყუებ. მარტივი ლოგიკაა და ერთხელ თუ აუღე ალღო მთელი თამში უინტერესოზე უინტერესო ხდება..
ახლა ისევ წვიმს და მგონი თამაში გამომიცვალეს, აღარ მიყვება სტანდარტულ ლოგიკას, აღარ მხვდება პატარა გასაღებები საიდუმლო სამალავებში, ხალიჩის ქვეშ..
ეს თამაშიც ვითამაშო?

4 comments:

Dato trapaidze said...

ნახე, თუ "ნუდნია" დაანებე თავი.

ანუკა said...

ვერ ანებებ სანამ არ დაამუღამებ :)) თამაშომანი

Dato trapaidze said...

ვაა, მე მეგონა რო დაამუღამებდი მერე ვერ ანებებდი :))

ანუკა said...

ხოდა პრობლემაც ეგაა, ძაააალიან ჩახლართული ამბავია :))

Post a Comment