Tuesday, April 6, 2010

პიროვნებები ჩემს ცხოვრებაში


ზოგიერთი ხომ მთელ თავის ცხოვრებას პიროვნებების ძიებაში ატარებს, აი, მე მიმართლებს!!! ჩემს ცხოვრებაში ყველა პიროვნებაა, თან ისეთი, მძიმე და კოჭსაგორებელი პიროვნება, შეშინებულმა რომ უნდა უყურო, გადაბრუნებული რომ ვერ უნდა უთხრა, სუნთქვაშეკრულმა რომ უნდა ისუნთქო. ყველა, უახლოესი მეგობრები, პირადი, წრე და აი, მე ისეთი ბედი მაქვს, ტექნიკაც პიროვნებად ჩამოყალიბებული მხვდება :(( გადავირიე, აღარ შემიძლია! ჩემს მობილურს აქვს რამდენიმე კონტაქტზე პროტესტის დაუძლეველი გრძნობა და მათ მესიჯებს და ზარებს კი ღებულობს, მაგრამ აბა, სცადე და მესიჯის გაგზავნა მოინდომე. არაო! თავს იგიჟებს არაო, ან მე ან ისო, თვალით ვეღარ მნახავო და აეეე, იძულებული ვარ ვუღიმო და ტკბილი სიტყვით. ელექტრო ჩაიდანი! თვითონ წყვეტს რომ ადუღდება უნდა გამოირთოს ავტომატურად თუ იანგლოს და იმდენხან იდუღოს სანამ არ დაშრება. ლიფტი (ძველი ლიფტებია აქ, შიგნიდან ორი კარი რომ უნდა დახურო, ისეთი) ხოდა ხომ შევალ, დავხურავ ამ კარს, დავაჭერ ღილაკს თითს, დაიძვრება და სადღაც მეორე და მესამე სართულებს შორის ჩერდება, უნდა უჩხიკინო მერე შვიდი საათი, თან, ვიკითხე, ამ ჩემს მეზობელს არ ემართება თურმე ასე :(( ახლა კომპიუტერი! აქ ლოგიკაც არ მოქმედებს, აი, მობილური თუ კონკრეტულ ადამიანებს უცხადებს პროტესტს, ამას რა უნდა არ ვიცი, თვითონ წყვეტს როდის უნდა გამოირთოს, როდის უნდა შევიდეს ინტერნეტში, როდის უნდა გახსნას დოკუმენტი, როდის არ უნდა დაბეჭდოს. აბსოლუტურად ჩამოყალიბებული და ამოუხსნელი პიროვნებაა. დღეს სკაიპი მიემატა ამ ჩემს ძვირფას პიროვნებათა მოჭრბებულ რიცხვს. ნებისმიერ ადამიანთან ვრეკავ, ვლაპარაკობ, ნუ გრკვეული შეფერხებებით, მაგრამ მაინც, დედაჩემიც ასე, ვიღაცეებს ელაპარაკება თავისუფლად და აი, საკმარისია დამირეკოს, რომ ეს მწვანე და უსაყვარლესი სკაიპი ჯერ ყვითლდება, მერე წითლდება და ზუსტად ათ წამში თიშავს ზარს. როგორ ხართქო რომ ვკითხავ, მეორე ზარს ველოდები რომ მეც კარგათთქო ვუპასუხო :((( არა, ყველაზე ცუდი რაცაა, ამ სულიერ პიროვნებებთან ურთიერთობას შეჩვეული ვარ კიდე, ბოლო-ბოლო ადგები და დაელაპარაკები და ამათ ლაპარაკიც რომ არ ესმით?
ერთადერთი კარგი სიახლე ტექნიკური თვალსაზრისით ის არის, რომ ჩემს მეზობლეს ბიოდენები კი არ აწუხებს, ორიენტაცია აქვს დაკარგული უბრალოდ და გავლა-გამოვლაზე კაბელს თიშავს თურმე, იმიტომაა ეს ჩემი ინტერნეტ-მომარაგება მისი მოძრაობის პირდაპირპროპორციული :)
ახლა ბოლოსიტყვა: ჩემო ძვირფასო პიროვნებებო (მოძრავნო თუ უძრავნო)იქნებ, თუ თქვენს სიმძიმეს ვერ შეელევით, სტაბილურად მძიმე მაინც გახდეთ და გამოვთვლი მერე, კენტ დღეებში რომლებს გეკონტაქტოთ.

8 comments:

Dato trapaidze said...

რჩევები. ტელეფონთან გაარკვიე რომელია მისი საყვარელი ნომერი და უთხარი- თუ შენ არ დაგემორჩილება მის საყვარელ ნომერზე აღარ დარეკავ და არც დაამესიჯებ.
ჩაიდანი- როცა ჩათვლის რომ ადუღდა და გამოირთვება თავიდან ჩართე. ავტომატურად იდუღებს წუთნახევარს. ასე რამოდენიმეჯერ და მერე შენ შეგეკითხება ეს ადუღდა და რა ვქნაო?!
ლიფთტი- ძვეი თქმულებაა.ოდითგანვე ლიფტის კარებს ზეთშ აპკურებდნენ :) შველოდა
კომპიტერს კი გაუხსენი მისი ბლოგი და გაერთობა, მიწერს მის ნათესავებს სამხრეთ კორეაში.
მეზობელს რას იზამ. მარშუტს ვერ შეუცვლი. ნოხი რო გადაგეგო შბურზე? :))))

ანუკა said...

აუუ, აი ძალიან ბევრი ვიცინე, ოღონდ მართლა :)))))
მაშ ასე, ხვალიდან ვყიდულობ ზეთს, ვარჯიშობ ჩაიდნის ჩართვაში, ვარკვევ ტელ.ნომრებისა და ბლოგების ამბებს...
შნურს რა ვუყო?? ნოხიც აგია და მთლად ძირსაც არ დევს მაგრამ მაინც ახერხებს ეს ისეთი ნიჭიერი მყავს, ე.ი. მაგის გადაერთებაშიც უნდა ვივარჯიშო :)))

Dato trapaidze said...

შნურს რა უყო და ნოხი გადააგე ზედ მეთქი. თუ არადა მეზობელს ასწავლე როგორც კი გაივლის ეგრევე გამოიაროს რო ჩართოს. გაირბინ გამოირბინოს :) მისთვის ვარჯიშია, შენ უინტერნეტოდ არ იქნები :)

ანუკა said...

:))))))) მასე ვიზამ, ისე, დღეს ძალიან დაიმორცხვა, რომ გაირკვა რაშიც იყო საქმე, ასე თქვა, გამოდის მე სიარული არ ვიციო :))) ნამდვილად მასე გამოდისმეთქი, კი არ მომერიდა :))))

Dato trapaidze said...

ხოდა აგწყობია საქმე :)მარტო ტექნიკას კი არა სულიერსაც უნდა ასწავლო

ანუკა said...

ოოო, ეგ უფრო მძიმე თემაა, კი ვარ მოწოდებით მასწავლებელი, მაგრამ მაგდენი ნერვიც კი არ მაქვს :)))

Katiée.Ge said...

:D:D:D
ვაიმე, ძაან ბევრი ვიცინე :D:D:D
ისე, კი მერიდება კითხვა, მაგრამ ზოგადად ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან რა დამოკიდებულება გაქვს? გიყვარს თუ მარტო საჭიროების ფარგლებში? მოეფერე ცოტა და ადამიანებზე უკეთ დაგიბრუნებს სიკეთეს :D

ანუკა said...

ხოდა ეკა, მეც მაგაზე დავწერე ეს პოსტი, რავა ყველას უნდა ეფეროო ხო იცი, დავსდევ ამ ჩემს ჩაიდნებს და მტვერსასრუტებს და „არისტაფააან, გეხუმრე, კაცო!“

Post a Comment