Thursday, April 8, 2010

მე დავიღალე!

ოღნდაც ახლა ღმერთი არ გაგიწყრეთ და რითიო არ იკითხოთ, საერთოდ დავიღალე, უბრალოდ დავიღალე, ასეც ხდება!
ახლა სიამოვნებით დავიძნებდი, დავიძნებ კიდეც, მაგრამ ხვალ ისევ ამ დაღლილობაში გამეღვიძება, ვიცი. გაფრინდნენ ძილში გამოყოლილი თუ სიზმრიდან აკვიატებული ღიმილები, ყველა ერთად გაფრინდა და გარეთ მზედ აჩახცახდა, გაზაფხულად იფეთქა. მე კიდე აი, ასე, ერთსა და იმავე პოზაში ვიზვარ და გამუდმებით დაღლილი ვარ.
ვიქნები დაღლილი, შენ დაიძინე, კარგი?

1 comments:

ლელუ said...

დავიღალე... თუმცა არ ვიცი რამ დამღალა. იქნებ ყველაფერმა, ან არაფერმა.

ვინ ვარ? - არ ვიცი...

რა მინდა? - არც ეგ ვიცი...

ვინ მინდა? - აბა რა ვიცი...

და საერთოდ რა ვიცი?!

დავიღალე... ვგრძნობ, რაც ვიზრდები, მეტად ვიცვლები. ზოგი ამ ცვლილებას ვერც კი გრძნობს, მაგრამ მე განვიცდი. ამდენი ფიქრი... ზედაპირზე ტივტივს ვერ ვიტან. სიღრმეები მიზიდავს. იქ კი ქაოსია. ერთ კითხვას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე გაუთავებლად. აბა აქ როგორ დავისვენებ?

დავიღალე... სიყალბემ შემათვალიერა. ცდილობს, ზოგჯერ მაინც შემომიაროს სულის რეზიდენციაში. ის ხომ ყველა სამიტს ესწრება.

დავიღალე... ფიქრებს შევუყვარდი და ვგრძნობ, რომ მეც ძალიან მიყვარდება. ეს სიყვარული ძალიან ბობოქრობს და მეშინია...

დავიღალე... ადამიანების ცვალებადობით დავიტანჯე. რას უნდა ველოდო ხვალ სხვებისგან?

დავიღალე... ჩემმა ბუნებამ ჩამითრია, სადღაც ძალიან სიღრმეში ჩამიყვანა და იქ დამიდო ბინა. მხოლოდ იქ ვარ ის, რაც ვარ. იქ არავის უკვირს ის, რომ ასეთი ვარ, მაგრამ დავიღალე... მე არ ვიცი ვინ ვარ...

დავიღალე...

და შენ იცი ვინ ხარ?!...

Post a Comment