Monday, April 19, 2010

ესეც გაივლის...

ყველა ადამიანი იმსახურებს სიმართლეს? არ ვიცი, უფრო სწორედ ის არ ვიცი, ჩემგან თუ სიმართლე ვერ დაიმსახურა, ის ადამიანი რას ნიშნავს უკვე ჩემთვის. რთულია, არადა სულ მგონია, რომ სხვისი დამსახურებების მიხედვით არ უნდა ცვლიდე ადამიანი შენი გულწრფელობის ხარისხს..ჩემთვის უნდა ვიყო გულწრფელი და არა ვიღცისთვის და არა იმიტომ რომ ვიღაც გაიგებს ან ვერ გაიგებს რამეს. აი ამაზე ვფიქრობ უკვე რამდენიმე ხანია. ხანდახან მგონია რომ არ ღირს, მერე ვხვდები რომ ეს „არ ღირს“ ანგრევს ურთიერთობებს, მერე ვფიქრობ რომ სიმართლეც ზუსტად ანალოგიურად დაანგრევდა, დაანგრევდა კი არა, დაანგრია და ახლა, ვიტყვით თუ არა რამეს, რა მნიშვნელობა აქვს? ხოდა ვარ საკუთარ თავთან კამათში! :))) მაგარია :)))
ბევრი თუ ვიფიქრე ამ თემაზე, მერე ცუდ ხასიათზე ვდგები, ისე, ძირითადად უკვე „ჩვეულებრივი“ გახდა ის, რომ არ ვლაპარაკობ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ჩემს დამოკიდებულებაზე. აი, რამდენიმე დღეა ვხლართავ უკვე ჩემს ფიქრებს და გავიხლართე საბოლოოდ, მაგრამ ეგ არაფერი...

5 comments:

Dato trapaidze said...

სინუს , კოსინუს, ტანგეს, კოტანგეს, მე ამ კითხვებმა ძლიერ დამტანჯეს :)

ანუკა said...

:)))))) სწორედაც, სწორედაც

fiamifero said...

ვოტს გოუინგ ონ?
ორიოდე დღე არ ვიყავი და აჰა....

ანუკა said...

რა???

fiamifero said...

რა რა??
პოსტზე ვამბობ

Post a Comment