Saturday, October 3, 2009

ასეც ხდება


ხანდახან...რაღაც ოქტობერფესტის მსგავსი მაოწყვეს ბუდაპეშტშიც და ავდექით და წავედით, ქართველები და რუსები. საერთოდ, რაღაცა საოცარი ფესტივალი იყო, ჯერ ის რომ ოქტობერფესტი ერქვა, მერე ის, რომ აკორდეონზე უკრავდა სცენაზე ორი შემსრულებელი არც მეტი არც ნაკლები რუსულ და უკრაინულ სიმღერებს, ცოტაც რომ დავრჩენილიყავით, შეიძლება სულიკოც დაეკრათ რაიმე ფორმით :))) სხვა არაფერი, ვიცინეთ, დავლიეთ, გაავერთეთ, მე წამოვედი...მანამდე კი ძალიან საქმიანი ქალი ვარ დილიდან და ძალიან ვიფერებ ამ საქმიანი ქალის იმიჯს. როგორც ამბობენ საეჭვო ტექნოლოგიებით დავამზადე მაკარონი და ისეთი გემრიელი იყო, გადავირიე, არადა, ძალიან მშიერიც არ ვიყავი...მაინც მეგემრიელა...საკუთარი შრომა მაინც რა არის, გადაირევი :) ასე რომ, დღეიდან ვიცი კარტოფილის და კვერცხის შეწვა, მაკარონის მოხარშვა!!!!! არ ვარ დასაწუნი ქალი :)))) კიდევ სოსისები ვიყიდე და ამ კვირაში მაგის შეწვასაც ვცდი და ეგეც მეცოდინება ;) ასეა გენაცვალე, ხაჭაპურის ცხობა თანდაყოლილი ნიჭი კი არ არის!!!!! (ჩემი დაკვირვებით)...

5 comments:

Unknown said...

sosisi jer unda moxarshooo:)

Unknown said...

didi siamakit rom ambob davlietoo, ra dalie sainteresoaa, gliasee?:))

ანუკა said...

უნდა გამომტეხო ხო და საქვეყნოდ მომჭრა თავი? გლიასე რა გითხრა, ლუდი და არაყი დავლიე, მაგრამ იმდენი არა, რამდენიც შემიძლია :)))))

doriano said...

"Tagliatelle da Anuka" :)

ანუკა said...

შემრცხვა ეხლა :P

Post a Comment