Friday, October 16, 2009

მოწყენილი დღე


არ უწვიმია, უბრალოდ მოწყენილი დღე იყო...ისეთი, რაც უნდა აანთო, ოთახს რომ ვერ ანათებ :(( ვერც ქალაქს, ვერც სულს...არ მიყვარს ასეთი დღეები. სადღაც შორს, ლურჯი ცა რომ არის, მაგრამ ძაააალიან, ძააალიან შორს...თან გცივა, თან გწყურია, თან... ათასი თან მოსდევს და ათასივე ერთად შემოგაწვება ხოლმე ასეთ დღეებში ადამიანს..მერე ყველაფერი უაზროა, იმდენად უაზრო, რომ ყველაფერზე ერთად იწყებ ფიქრს, ხანდახან გადაწყვეტილებებსაც იღებ, საშინელება...ახლა დავფიქრდი, მარტო ამინდის ბრალი არ არის ჩემი დღევანდელი განწყობა, თუ ამინდია ესეც???? არ მინდა, მერე იყოს, სხვა დროს, სხვა სამყაროში...

6 comments:

fiamifero said...

ჩამოხვალ შენ სალომესავით სამკურნალო მაქედან
და დაგხოცავთ მერე ბარემ ორივეს ერთად.
წითელი ჯვარი ვარ თუ დავრდომილთა თავშესაფარი ბლინ?!
ერთი მხნე, ჯანღონით სავსე და მხიარული მეგობარი არ მეკუთვნის?

ანუკა said...

ოოო, არ იცოდე მაინც წვიმაში და უბედურებაშ რა ხასიათზე ვდგები, მითუმეტეს ოქტომბერში, შენთვის გავმხიარულდები ივნისიდან :*

Unknown said...

oqtombers ras ucuneb?? me mikvars es dro

ანუკა said...

oooo :(((

fiamifero said...

შემოდგომაა, თვეა ფოთოლთა... : )
7 წელი გავიდა, აზრზე ხარ??? რა ბევრად მეჩვენება, არადა თვალის დახამხამებაში გავიდა

ანუკა said...

შვიდი თუ ექვსი??? იცი რა, არაფრად არ მეჩვენება, აღარაფერი მეჩვენება იმის გარდა, რომ...შენ თქვი ერთხელ, სხვა ცხოვრებაში იყო მგონიო...ხანდახან მახსენებს ის სხვა ცხოვრება თავს...წიგნი გამოდის, ახალი, იცოდი?

Post a Comment