Thursday, October 15, 2009

მერი პოპინსი


ოღონდ ჩათბუნული... ქოლგა რომ ვიყიდე და ჩემს პრინციპებთან დიდ კომპრომისზე წავედი ამ მოქმედებით, ეს მოგახსენეთ მგონი უკვე, ხოდა დადგა ამ ქოლგის აქტიურად გამოყენების დროც, მაგრამ რად გინდა, ისეთი ქარია, ჯერ ეს ქოლგა იღუნება, მერე შიგადაშგ იკეცება (ოღონდ ცუდი ქოლგა არ არის, უქარი და მზიან ამინდში გადასარევად გმაოდგება, ჩანთაში რომ მიდევს ხოლმე, მტერს თვალს უბნელებს ისეთია) და დღეს, აგერ უკვე მეორე მესამე წვიმიან დღეს აღმოვაჩნე, რომ იდეაში ხომ კონცენტრირებული უნდა ვიყო იმაზე, რომ არ დავსველდე, მე კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ ქოლგა არ წამართვას ქარმა, და ვებღაუჭები ორივე ხელით (მერე ხელებიც მეყინება), მერე ვცდილობ გავასწორო და ქოლგის ფორმა მივცე იმ ნივთს, ხელში რომ მიჭირავს, თან ამ დროს სვლას არ ვანელებ, რას ამბობ, ცივა და თან მეჩქარება, ტან ვცდილობ გვერდი ავუარო ზუსტად ჩემს მდგომარეობაში მყოფ ვინმე გაჭირვებულს და ვააარ ასე, ყველაზე დიდი გამართლება ის არის, ვინმე საწვიმარიანი კეთილი ადამიანი თუ გამოივლის (ჩემზე მაღალი უნდა იყოს) და ისიც წამაშველებს ხელს და მერე ასე, მთელი ბუდაპეშტის დახმარებით გამართული ქოლგა იმ ქუჩის კუთხემდე მიცავს წვიმისგან, მერე ისევ თვიდან იწყება...არადა, ის პარკი რამენაირად ხომ უნდა გადალახო უნივერსტეტამდე...უხ, ძალიან გაჭირვებაში ვარ რა...

3 comments:

Katiée.Ge said...

ლამაზი ქოლგა იყიდე, და არ დაგეზარება ტარება :))
თუმცა მე რომ ვიყიდე ეს , რა, არ მეღირსა, სხვა ბარგს შეექმნა პრობლემა და 2 კვირა აშშ საბაჟომ დამიპატიმრა და ეხლა ველოდები სპეცრეისს :((

http://www.artistgifts.com/umbrella-galleria/pansy-umbrella-flower-20110.htm

ანუკა said...

ვაიმე ეკა, ქოლგას ვერანაირს ვერ ვიტან და კაი, ვთქვათ, ფსიქოლოგიურად ვიმოქმედე საკუთარ თავზე და ვიძულე და ქოლგა ვიყიდე და ლამაზია და მიხარია წვიმაც და ცხოვრებაც, მერე ამ ქარაშოტმა ის ლამაზი ქოლგა რო წამართვას??????? უფ... ვინერვიულე....

nastasia said...

rame lamasi sacvimari da egaa :P

ertxel budapeshtshi sie davsveldi,2 dge vashrobdi batinkebs :D

Post a Comment