Tuesday, December 1, 2009


ყოველ საღამოს ძალიან მონდომებული და მობილიზებული ადამიანი ვარ, მაღვიძარას ვაყენებ, ათას გეგმას ვსახავ, როგორ ავდგები დილით ადრე, როგორ გავაკეთებ ყველაფერს, მაგრამ აი, მერე იმ რამდენიმე საათში, ძილისთვის რომაა გამოყოფილი, რა მემართება, არ ვიცი! წუხელაც ასეთი კარგი გოგო ვიყავი, დავგეგმე დილით რა უნდა გამეკეთებინა, დავაყენე მაღვიძარა იმაზე ორი საათით ადრე, ვიდრე მჭირდებოდა. ხოდა ოდესღაც რომ ჩამეძინა, მალევე დარეკა მაღვიძარამ, ჯერ ჩვეულებისამებრ 5 წუთით გადავწიე, მერე 10-ით, მერე გადავწყვიტე, რომ დილით არაფერი გამკეთებინა და პირდაპირ ლექციაზე წავსულიყავი, მერე რა ვქენი არ ვიცი (და ეს არის ამ ისტორიაში ყველაე საგანგაშო!) 10 საათზე იმ საშინელი შეგძნეით გავახილე თვალი, რომ მაღვიძარა აღარ რეკავდა :( სანამ ტელეფონი ვიპოვნე კი გავიდა კიდევ 5 წუთი და რას ვხედავ, 11-ის წუთებია უკვე :(((( 11-ზე ლექცია მაქვს, ვერ გავაცდენ სულ რომ მოვკვდე, არადა როგორ გინდა მოასწრო. ნუ, კარგი, რაღაცნაირად მოვახერხე აკრობატული ნომრების ჩატარება და თან ბანაობა და თან ჩაცმა და გეგმაზომიერად (ეეე, რა მაგარი სიტყვაა) გავედი სახლიდან. ყველაზე საშინელება ის იყო, რომ საააააააააააოცრად წვიმდა, აი, არაფერი რომ არ გეშველება ისე, ამიტომ მომიწია ქვედაბოლოს ჩაცმამ, შარვალი რომ არ ამომეგანგლა, ხოდა ეხლა ეს ქვედაბოლო, ჩექმები, თან გაღუნული ქოლგა (ვეღარ გაუძლო გენაცვალე ამ ქარაშოტებს და ახლის ყიდვას მე ვერ მოვაბი თავი) და მივრბივარ რომ ავტობუსს მივასწრო. თავს დავდებ, რომ ამქვეყნად ძალიან ცოტა ტკივილი და განცდა თუ აღემატება გასწრებული ავტობუსის ცქერის ტკივილს :((( ასე, ჩემი თვალით ვუყურე როგორ წავიდა ჩემი იმედის ავტობუსი, მერე არ ვიცი რამდენი ვირე ტრამვაის გაჩერებამდე (სირბილით, ქოლგით და გაწუწვით და ქვედაბოლოთი რაც მთავარია), მერე კიდე უნივერსტეტამდე და ნუ. ლექციას მივასწარი, მაგრამ მაშფოთებს მე მაღვიძარას გამორთვის ტენდენცია :შეშფოთებულნამძინარევისმაილიკი:

2 comments:

Anonymous said...

ოოო, ეგ ტენდენცია მეც მაშინებს, განსაკუთრებით ზამთარში! დაახლოებით მაგდაგვარი თავგადასავალი მქონდა ამ დილით, რომ სამსახურში არ დამეგვიანებინა. თან ჩვენთან 1 წუთის დაგვიანებაც არ შეიძლება, ბოროტი ძიები ყურებს დაგაჭრიან!:)

ანუკა said...

ეგ ბოროტი ძიები განვლილი ეტაპია ჩემთვის, ამ ლიბერალი ძიების ვერ გავიგე ვერაფერი რა ვუყო თორე...

Post a Comment