Thursday, December 10, 2009

ვეძებ ენთუზიაზმსა და მოტივაციას...


ეს ჩვენი დავალებები ცხრათავიან გველეშაპებად იქცა, ერთს რომ მოაჭრი და მის ადგილას რომ სამი ახალი ამოდის, დაახლოებით ასეა.

ჩემს ხასიათში არ მიყვარს..არ ვიცი ამ თვისებას რა დავარქვა, მაგრამ აი, რაღაცის კეთებას რომ ვიწყებ და არ გამომდის, თავიდანვე გული ვერ დავუდე, რაღაცამ შემიშალა ხელი ან არ ვიცი რა, მაშინ მირჩევნია ახალი რაღაც დავიწო. შეიძლება ბრძოლისუნარიანობა ქვია, ან „ჟილკა“ ან არ ვიცი, მოკლედ იმის სურვილი არ მიჩნდება ხოლმე რომ ეს, აბურდული საქმე გამოვასწორო, ხოდა ეგ არ მომწონს, თან ძალიან არ მომწონს.

ვფიქრობ რა პრობლემის კველვა მენდომებოდა, რომლის მთავარი პრობლემა შეკითხვის სახით მექნებოდა ჩამოყალიბებული და საკვლევ მეთოდად ინტერვიუს გამოვიყენებდი!!! :((( ჩემით კი არ ვიფქრობ, დაგვავალეს :((( ხოდა დაცლილი ვარ ყველანაირი იდეის, ენთუზიაზმისა და მოტივაციისაგან!

3 comments:

Anonymous said...

ამ ეტაპზე მეც დაცლილი ვარ ყველანაირი ენთუზიაზმისა და მოტივაციისაგან. ინერციით ვაკეთებ სამსახურში ჩემს საქმეს და იმას იქით აღარაფრის გაკეთება აღარ მინდა. არც მე მომწონს ეს, მაგრამ, ვიცი, გადამივლის.

Katiée.Ge said...

ahahaha
ჩემით კი არ ვფიქრობ, დაგვავალეს – იყო გენიალური! :D

ანუკა said...

ეეე, მე ხო გენიალური ვარ :სულარშემრცხვასმაილიკი: :)))

Post a Comment