Saturday, December 19, 2009

ამ ერთსაც მოვწევ და დავუცდი ღამეს...

ბარდნის, საოცარი დღე იყო, მაგრამ აბსოლუტურად სხვა განცდებს ბადებდა, მეცადინეობისაგან განსხვავებულ განცდებს... ბილეთი ვიყიდე, სასტუმრო დაბრონილია, ამაღამ ერთ თემას მოვრჩები, ხვალ სტატისტიკას დავწერ...რაღაცა უაზროდ ვარ, იყინება აქაურობა, ჩემს ოთახში კიდე ტაშკენტია, ვეღარ ვსუნთქავ, მაგრამ საკმარისია გათბობას ოდნავ დავუწიო, ან კარი შევაღო, რომ ვიყინები, რაღაცა ვერ ვარ მგონი.
უი, დღეს რა ვნახეეეეე, ბილეთის საყიდლად რომ მივდიოდი, მეტროში, კარი უკვე იკეტებოდა რო ვიღაცა ბიჭი ტავგანწირვით გამოექანა, ორივე ხელის სამ-სამი თითი შემოყო კარში და დაიწყო ჯაჯგური, იმდენი მოახერხა რომ თავიც შემოყო, ასე კისრის შუამდე და...ნუ, ამ პოზაში დაძრულ მატარებელს არ გამოკიდებია, მაგრამ არც ბევრი დაკლებია. ამ მემანქანემაც ჯინაზე არ გაუღო კარი და ეს ეჯაჯგურა, ეჯაჯგურა და შემოეტა როგორც იქნა. არადა, ჩემს მეტს კი არავის გაუკვირდა..რა უცნაური ხალხია უფ!

3 comments:

Nationalism Studies Network said...

შემოვალაჯე, ძნელი მეგონა თავიდან და მეზარებოდა, მაგრამ არ ყოფილა ძნელი, სადაც გუგლი "ექქაუნთია" იქ ყველაფერი მარტივია. შევეცდები შენი სტილი დავიცვა და ისე დაგიკომენტო, რა ვქნა, ვაიდა არ მოგეწონოს, ან ვინ იცის შეიძლება მოგეწონოს კიდეც, ვიცი, არ ვიცი...რა ვიცი... მეც მინდა გავხდე ბუდაპეშტის დღიურების ღირსეული ნაწილი, ბოლო ბოლო სტაჟი არ მიწყობს ხელს ბუდაპეშტში ცხოვრების თუ ბლოგპოსტაობის გამოცდილება ჩემი შორეული ჟურნალისტური წარსულიდან. აბა ჰე, და დროებით, ვიბლოგპოსტაოთ სიფათისწიგნზე. მერე იმედია გელაც შემოგვიერთდება, ზურაც და ნუგაც, და მთელი ბლოგპოსტი ჩვენ ვიქნებით. არა უნიჭო ვარ, ვაღიარებ, კალამი არასდროს არ მიჭრიდა და კლავიატურას რაღა გავაჩვევდი ხელს, მაგრამ აი ვცდილობ და ვინ იცის ... (დაიწერა ბუდაპეშტსა შინა, ჩვ.წ. ჩღპ 19 დეკემბერსა, კერეპეშსა ზედა)!

ანუკა said...

ბოლო-ბოლო დეფიზით იწერება :)
უნიჭო რომ ხარ მაგაში გეთანხმები :)

Nationalism Studies Network said...

მე კალამი მოგაშველე, იდეა, შანსი...

Post a Comment