Thursday, December 3, 2009

კორელაცია და ჯანდაბა...


სემესტრის ბოლომ „უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები“, ასეც აღარ შეიძლება, ყველაფერი მოსაწყენი და მარაზმში გარდამავალი გახდა (არც მანამდე აკლებდა, მაგრამ...). ასე მაგალითად, ორი უმძიმესი დავალება მქონდა გუშინ და დღეს, ერთი ამ დილით უნდა დამედო საიტზე, ერთიც ხვალ დილით უნდა დავდო. პირველი მათგანის წასკითხი 120 გვერდი შეეხებოდა სახრახნისის შემადგენლობას და მისი რაობისა და მნიშვნელობის განსაზღვრაში ლინგვისტურ და ადამიანურ ფაქტორს. ამ საკითხავის შინაარსზე ჩემი პოზიცია უნდა გადმომეცა 500 სიტყვაში, მეორე შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი მოსამართლეების პოლიტიკური შეხედულებების გავლენას მათ გადაწყვეტილებებზე, ამ უკანასკნელის შესახებაც 500 სიტყვა უნდა დავწერო, ოღონდ კორელაციისა და რეგრესიის ინტერპრეტირების შესახებ. ეხლა მე გეკითხებით, მე ამერია რამსები თუ ამათ??? გარდა აღნიშნულისა, წარმატებით ვიმსჯელეთ ფილოსოფიის ლექციაზე დილიდან უსქესო საზოგადოების პროგრესულობაზე, აუცილებლობასა და პერსპექტივებზე!!!! გადავირიე უკვე, მგონი...

2 comments:

Katiée.Ge said...

:O
საყვარელო, რა პროფესიას ეუფლები მანდ? :O

ანუკა said...

შენც ვერ გაიგე ხო?? რა ვიცი, პოლიტიკური მეცნიერებაო მეუბნებიან და რა გითხრა, ცოტა ეჭვებში კი ვარ ...

Post a Comment