Wednesday, December 16, 2009

მინდა თოვდეს...ვქსოვდე წინდას...


თოვდა, დილით რომ გავიღვიძე უკვე ნამდვილად თოვდა :) გარეთ არ გავსულვარ, არ ვიცი როგორია თოვლიანი ბუდაპეშტი, ჩავთვალე რომ დიდი გოგო ვარ იმისთვის, რომ ფანტელებს ავედევნო. მეც დიდი გოგოსავით მოვიქეცი, ფანჯარა გამოვაღე, ფანტელები ჩავისუნთქე და საქმიანად დავიწყე საუზმის მზადება...ჩემს სახლში მიყვარს თოვლი, აივნის წინ ხეები რომ მხვდება სასაცილოდ დათოვლილი, აქ შიდა ეზოა, ხეები არ ჩანს ჩემი ფანჯრიდან...მაინც თოვლიან განწყობაზე დავდექი, მაინც რაღაცეები გამახსენდა.. ყველა უსწორმასწორობას ასწორებს თერი თოვლი, ყველაფერს ფაფუკს და ნაზს ხდის, ყველაფერს ფარავს და მარტო კარგი განწყობები, კარგი სიტყვები, კარგი ემოციები რჩება :)

მინდა თოვდეს, თოვდეს მინდა :)

5 comments:

Unknown said...

mec mindaaaaa, magram aq ar tovs:(

Dato trapaidze said...

eh. rogor minda axal wels mainc gatovdes. wvimiani axali weli magari ulamazo ragacaa

Calendar Girl said...

gadi gaet gadiii buda castleze cadi sagamos (raga sagamos, mand xom 3is mere bnela) zgaparshi gegoneba tavi :))

ანუკა said...

:))) გავითვალისწინებ სალ :)

ახალ წელს გათოვდება, შარშან ეგეთი ჯადოსნური ახალი წელი იყო, 31-ში დაიწყო თოვა, დარწმუნებული ვარ წელსაც ასე იქნება :)

გისურვებთ თოვლს :)

Anonymous said...

minda Tovli! :(

Post a Comment