Wednesday, December 23, 2009

ვენური ჩანართი


სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, რაღაცა თავი სხვა სამყაროში მგონია. ქალაქი დიდია და ვრცელი, მართლა გამაოცა სივრცემ, იმან რომ ყველა შენობა ძალიან ოთხკუთხედი და დიდია, იმან რომ ყველაფერს ძალიან იმპერიალისტული სუნი უდის და მაინც ყველგან სივრცეა, არაფერია ერთმანეთზე მიწებებული, მიდგმული...წინასაშობაოდ აქ რა ხდება ალბათ ყველას გაუგონია და მეც რომ გამიგონია იმიტომ წამოვედი მარტოდმარტო, გიჟივით :) ყველაფერი მომეწონა, ყველაფრით აღვფრთოვანდი, მაგრამ...დღეს მუზეუმში ვიყავი, იმპრესიონიზმის გამოფენაზე და... კინაღამ ვიტირე, მონე ვნახე, ნამდვილი მონე და ვან გოგი და პიკასო და მოდილიანი ვნახე, შოკში ჩავვარდი, რენუარი ვნახე, მიქელანჯელოს გრაფიკული ნამუშევრები ვნახე (რა თქმა უნდა იმპრესიონისტთა დარბაზში არ იყო ესა), რა ვიცი, ვინც გამიგია ყველა ვნახე მგონი მაგრაააააამ, დეგას ორი ბალერინაააააააა, აი პიკი იყო, დავდექი და აღარ მოვდიოდი, მაკანკალებდა...ხოდა ახლაც ემოციების ქვეშ ვარ და კარგად კი ვერ ვაზროვნებ, რა ვიცი... ჰოსტელის მისაღებში ვზივარ, ქუდჩამოფხატული, ვარდისფერი ლეპტოპით, ჭრელი წინდებით და ბრაზილიის "შლოპანცებით", აი, ძაააალიან სანახაობა ვარ, მაგრამ რა ვქნა, ამდენი სიარულისგან ფეხსაცმელს ვეღარ ვიცვამ, დღეს კინაღამ ქუჩაში გავიხადე და ფეხშველი წამოვედი, ოღონდ მართლა და ახლა აქ იმიტომ ჩამოვედი რომ ეს რომ არ მეთქვა ვინმესთვის გავგიჟდებოდი და ვუთხარი ვინმესაც და გეუბნებით თქვენც :)))

2 comments:

Calendar Girl said...

auuuuuu ra magariaaaaaaa!!!!!!!!! uzvirfasesi emociebia egeni, da marto sheni rom aris, sul sul sheni eg kidev ufro jadosnurs xdis yvelafers :))) gakoce da chagexute bevri bevri

Nationalism Studies Network said...

მაგარია ანი, ძალიან მაგარი. მიხარია რომ ვენა მოგეწონა, ვენასაც მოეწონე დარწმუნებული ვარ, მაგრამ აი ცრემლები ზედმეტია, არც პიკასო, არც მოდილიანი, ნუ რენუარზე და მიქელანჯელოზე აღარ ვსაუბრობ, შენს ცრემლებად არ ღირან. მესმის რომ ეგენი ამაღლებული ხალხია, მაგრამ ჩვენც ნუ დაგვივიწყებ, უბრალო მოკვდავებს, ზოგჯერ ჩვენზეც დაწერე...

Post a Comment