Friday, March 19, 2010

„რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით“..

დღესაც გაზაფხული იყო, დათბა საოცრად და სიცოცხლის ხალისი მომემატა.
საღამოს ისევ მელანქოლია, იცის ხოლმე, გაზაფხულის თბილ საღამოებს მელანქოლიური სიო მოაქვთ თან, მოგონებების მელანქოლიური სიო..
მეც ვზივარ და ვიგონებ.
ხანდახან თავი უკაცრიელ კუნძულზე მგონია გარიყული, ყველაფრის გახსენების და შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად გაღიმების გარდა რომ აღარაფერი დაგრჩენია, მეც ვზივარ, ვიხსენებ და ვიღიმი.
ეს დღეს ვარ ასეთ ხასიათზე, დარწმუნებული ვარ ხვალ ისევ მზე ამავსებს თავისი ენერგიებით, ისევ უაზროდ კარგ ხასაითზე ვიქნები, ისევ ყველაფერი ბირწყინებს და ილაღებს გარშემო.
ზუსტადაც ასეა, რა მოხდა მერე თუკი ვეღარ შევხვდებით...
:)

7 comments:

Dato trapaidze said...

ხოო, ახლა ის დროა რაც შეიძლება ბევრი მოგონება შევაგროვოთ. მერე რომ ერთი და იგივეს მოგონებამ არ დაგვღალოს :)

ანუკა said...

მოგონებასაც გააჩნია :) მთავარია ჭრელი იყოს და ხასხასა :)

Dato trapaidze said...

xo aba nacrisferi da uniato ra JANDABAD UNDA VINMES :))

ანუკა said...

:))))) ვიცინე :)))
მაშ ასე, ამხანაგებო, ვაცხადებთ მოგონებების კოლექტივიზაციას :) ხუთწლედის გეგმას დაწვრილებით ბატონი დავითი გაგაცნობთ :)

fiamifero said...

ჩემებიც შენ დაიმახსოვრე რა, მე ხო იცი უცებ მავიწყდება

ანუკა said...

ამ ვირტუალურ კოლექტივიზაციაშიც მე დავიჩაგრე??? :)))
ნუ, ჩემებს თუ დავიმახსოვრებ, ავტომატურად შენებიც გამოვა, არა?

fiamifero said...

ძირითადად კი, მარა რაღაც-რაღაცეების დამატებაც დაგჭირდება. შენ ისეთი ფუტკარივით გოგო ხარ, არ დაგეზარება ეგეც :)

Post a Comment