Wednesday, March 24, 2010

ქონებრივი დეკლარაცია


პირველივე დღიდან არ აგვეწყო ურთიერთობა, თავიდანვე ვერ გავუგეთ ერთმანეთს :((
ვისაც ჯერ არ გწვევიათ საგადასახადოსთან ურთიერთობის ბედნიერება, ჩემი რჩევა იქნება, ნუ იჩქარებთ :)
მაგრამ ვინ გაცლის! საჯარო მოხელე ვარ და ვალდებული ვარ ჩემო შემოსავლის დეკლარირება გავაკეთო ყოველ წელს. აგერ უკვე მესამე წელია ვცდილობ დავირწმუნო თავი, რომ ძალიან კეთილშობილური საქმიანობაა და საჯარო მოხელის პირნათელი დამოკიდებულება და ბლა, ბლა, ბლა. აი, ამ ფურცლების კრებულს ხელში როგორც კი ვიღებ, მაშინვე მზად ვარ უარი ვთქვა ყველაფერზე, კარიერიდან დაწყებული, პატიოსნებით დამთავრებული, მაგრამ ნუ...
ჯერ ერთი რომ რა წერია ვერ ვიგებ, მერე ვერ ვიგებ მე რა უნდა დავწერო და ამ ყველაფერს თუ გავიგებ, ვერ ვიგებ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს :(((
აი, მაგალითად, გრაფა სადაც ოჯახის წევრების საკუთრებაშ არსებული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება უნდა მიუთითო. არ ვიცი, არც არასოდეს მცოდნია, არც მეცოდინება, იმიტომ რომ იმ მიწის ნაკვეთზე ცხოვრობდა ყველა ჩემი წინაპარი და მაშინ მოიპოვეს, ჯერ საბაზრო ღირებულება კი არა, ყოდვა-გაყიდვაც რომ არ არსებობდა, გადმოინადირეს ალბათ რამე და დასახლდნენ იქ. მას მერე ასე, გვაქ ახლა ის სოფელი და რა ვქნა, არც არავის მოსვლია აზრად მისი გაყიდვა და შეფასება, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ვინ იყიდის, რომელი კურორტი ზესტაფონის რაიონის რიგითი სოფელია. ჩემს რომელიმე დაქალს თუ შევაბამ და ტკბილი ყრმობის მოსაგონრად თუ იყიდის ამ მიწას, მაგრამ მანამდე მილიონერი უნდა გახდეს და იმდენი ფული იშოვნოს, ვერ დათვალოს. ხოდა ადრეა ჯერ, ბატონო, ამ მიწის ნაკვეთის შეფასება და არადა, არ ითმენს საგადასახადო. არ ჩაწერ და კაცმა არ იცის რამდენიმე წლის შემდეგ რა თანამდებობაზე იქნები და სულ დასტა-დასტა მოიტანენ ამ დეკლარაციებს და ათას ამბავს მოყვებიან, რატომ არ მაქვს მითითებული თანხა, ან არასწორად რატომ მივუთითე :((
ხოდა ასე ვიტანჯები, მერე შემოსავალი (ოჯახის წევრებისაც). არ უნდა იქნება კაცო ამ ჩემს ოჯახის წევრს თავისი შემოსავალი გამიმხილოს, ძალაა? არის! თავზე გადგას ეს საგადასახადო!
არა, ყველაზე ძალიან რითაც ვიტანჯები, ბებიაჩემის პენსიის თვლა და საოჯახო ტექნიკის ფასის დადგენაა, აი, მოწამეობრივი საქმიანობა რა არის :(
არადა, ახლა მეც კარგი გიჟი თუ არ ვარ, ხომ შეიძლება პასუხისმგებლობის გარეშე მოვეკიდო ამ საკითხს???
ახლა ახალი პრობლემა ამოვჩიჩქნე: როგორ შევავსო აქედან ეს ჯანდაბა დეკლარაცია! არსებობს რამდენიმე არალეგალური გზა და კიდევ გამოსავალი, რომ თუ მაინცდამაინც ვინმეს გაახსენდა, გადავიხადო ის 200 ლარი ჯარიმა, მაგრამ მე მინდა ვიცოდე სამართლებრივი გზა!!! აი, ასე!
ვარ ახლა გახლართული ამ კანონებ-ონლაინ ბაზა-მეგობრების რჩევებს შორის და კიდევ ერთხელ მეშლება ნერვები ამ მოუწესრიგებელ სისტემაზე!!!!
დედა, რამდენი ვილაპარაკეეეე!
არადა, რო შეავსებ, მერე რა უსუსური და უნიათო ფურცლებია, გაგიჟება შეიძლება :)

6 comments:

Dato trapaidze said...

მე ის გრაფა მიყვარს, აგარაკების, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებების ჩამოთვლას რომ დაბეჯითებით მთხოვენ :))))

ანუკა said...

ფასიანი ქაღალდები და დივიდენდები????

Calendar Girl said...

axlave vacxadeb rom me ar viyidi! :D (amecva :D :D :D)

ანუკა said...

ახლავე ვაცხადებ, რომ ჩემი ნათესავ-მეზობლები მიყვარს მე და შენ არც მოგყიდი!!! აი, ასე!!!

fiamifero said...

ჯიგარი ხარ : ))))) მეზობლებზე რომ ასე ზრუნავ : ))))))))))
და რომელ გაყიდვაზეა საუბარი, შენი ანდერძით მე მრჩება ძმაო

ანუკა said...

ზუსტად ამიტომაც არ ვიცი საბაზრო ღირებულება, ხომ არ მოგამადლი მერე ლარებში, დაუფასებელი და შეუფასებელი რომაა ეგ სოფელი რა იცის საგადასახადომ!!!

Post a Comment