Monday, March 1, 2010

დარაბებს მიღმა გაზაფხულია..


მარტიც მოვიდა :) მიყვარს მე გაზაფხული :) თუმცა დღეს მაინც საოცრად დამღლელი დღე იყო, ვერ ვიტყვი რომ ან გაზაფხულის არ რამე ადამიანურის ხასიათზე ვიყავი :(( ათას უბედურებასა და უხასიათობასთან ერთად, კიდე კისერი გამიშეშდა, თუ ნერვი თუ რაღაც, მოკლედ, დილით სუნთქვაზეც კი მაჟრიალებდა, ახლა ცოტა არაუშავს კიდე...
მოვიდა ჩემი ახალი მეზობელი, კვირა რომ თენდებოდა, დილის შვიდის ნახევარზე :(((( ჯერაც შოკშია მგონი, ნახევრად მძინარემ და თმაგაწეწილმა რომ გავუღე კარი მას მერე :) ძალიან სცადა დამმეგობრებოდა (იმ შვიდის ნახევარზე) და მე, პატივი დავდე, ცალი თვალი ოდნავ გავახილე, თავისი ოთახისკენ მივუთითე, აი, მეთქი, იქ დაიძინებ და გაცნობა სხვა დროს! :)) ძაან სასაცილო ადამიანი კი გამოდგა. ჯერ ერთი, ტიპიური გერმანელია (ეს ჩემი ბინის მეპატრონე რაღაცა გერმანულ ტრეფიკინგშია მგონი ჩართული, სულ გერმანელებს სად პოულობს ნეტა???), აი რაღაცა, თეთრი, ძალიან ქერა და მოწესრიგებული :))) ვარცხნილობა აქვს ჯამით შეჭრილივით (ვინც არ იცის რას ნიშნავს, წარმოიდგინოს ემალის ჯამს როგორ აფარებენ ბავშვს თავზე და იქედან, რა თმაც გარეთ მოხვდება, როგორ ჭრიან. გერმანელებს სულ ასეთი ვარცხნილობები აქვთ. მეორე მსოფლიო ომის გავლენაა მგონი :ჩავფიქრდისმაილიკი: ), დაბაჩუნებს თავითვის მშვიდად და უხმაუროდ და იღიმება. ოღონდ ჯერ ორიენტაციადაკარგულია და პატარა ბავშვივით დამსდევს: "დედაააა, დედააა, დე, დე, დე, დე"...ვაიმეეე, ჯერ ვერ გაიგო რომ ტახტი უნდა გაეშალა და საწოლად გადააკეთებინა და მგონი ხელით იატაკს ებჯინებოდა, ისე ეძინა. მერე ფანჯრიდან რა მონაკვეთსაც ხედავდა ქალაქის, იქ როგორ უნდა მოხვდეს, ძლივს გავაგებინე, ხან გათბობა ეთიშება და ვერ რთავს, ხან წყალს ვერ უშვებს, ხან მაკარონს ვერ ხარშავს (ბედი არ გინდააა, ესეც მაკარონს ჭამს) და არის ასე. დღეს, სახლში რომ მოვედი, მაგიდაზე წერილი დამხვდა, ინტერნეტი არ მაქვს და იქნებ მიშველო რამეო. ოღონდ თვითონ სახლში იყო და მე დილით რომ გავედი, 7-ზე მოვედი. ალბათ, თავი გაიმხნევა ამ წერილის დაწერით :))))))
ხოდა ასეა, მხიარულად ვცხოვრობთ :)))

8 comments:

Anonymous said...

ლოოლ! მიყვარს მე ჯამით თმაშეჭრილი ქერა ბიჭები :) არა მართლა კი არა! ხოდა, ვერ ვიტან გაზაფხულს! გაიტანეთ!

ანუკა said...

რა გინდა ადამიანო შენ, რატო ერჩი მთელი დღეა მარტს??? ვცდილობ არ შევიმჩნიო და არა!!! :))))
მე მიყვარს გაზაფხული, ყველა სეზონს მირჩევნია :)

Unknown said...

au ra sakvarlebi iqnebiiit, cali tvalit shemomaxeda netaaaaa :P
gogo ar dachagro bavshviii

ანუკა said...

კიიი, განსაკუთრებით, საცოდავი სახით რო მომადგა ახლა, გაზს ვერ ვანთებო :(((

Calendar Girl said...

hahaaa :D didi mxiaruleba gelis cin rogorc vatyob :P mtavaria tefshebs ise recxavdes rom post factum churchlis jele zed ar iyos mimxmari :P shegigutune

ანუკა said...

იცი რაა, მაფიქრებს ეგ საკითხი, იმიტომ, რომ რაღაც ორი დღეა გადმოვიდა და რამდენჯერმე გაიმზადა რაღაცეები და ბინძური დატოვა რამეთქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ის ქვაბი და თეფშებიც არსად ჩანს, რომლებიც გამოიყენა და რა ვიცი....

Unknown said...

:D:D sakvareli

Calendar Girl said...

:D :D :D
p.s. karadebshi kargad mozebne mainc, ikneb raimis ukan iyos gadamaluli :P

Post a Comment