Friday, October 2, 2009
ვწერ იმიტომ, რომ შევეჩვიე, მგონია რომ უნდა ვწერო, მგონია ვალდებულებაა, აქამდე ყოველთვის ვაცნობიერებდი, რომ ეს ბლოგია, რაღაცა საჯარო , ყველასათვის ხელმისაწვდომი...უკაცრიელი, მაგრამ მაინც...ახლა რაღაცა ზღვარს ვკარგავ, მალე შეიძლება დღიურად მექცეს ეს საიტი, ვგრძნობ, მალე შეიძლება ყველაფერი დავწერო, ყველაფერი ვთქვა, არ ვიფიქრო იმაზე, თუ ვინ წაიკითხავს...აი, დავიწყე ხო ასე წერა?! შეიძლება კარგია, შეიძლება ცუდი...არ ვიცი რა მინდა...რაღცა უაზროდ ვარ, მარტო ვარ და არ მომწონს ეს მარტო ყოფნა, ჩამოდით ვინმე, გადაგმალავთ ტახტის ქვეშ და გაიზიარეთ ჩემი მარტოობა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
წერე, წერე, ჩვენ კითხვა მაინც არ გვეზარება! ;)ხო, ისე ხათუნა ვარ, ამ ნიკით ვერ მიცნობ, ალბათ. :*
:) ძალიან კარგი რომ ვინმე მაინც კითხულობს :))))
ნუ დაისაწყლებ ახლა თავს, თორამ ცრემლად დავიღვრებით :P
მე მანდ არ ვარ და მარტო იქნები იაასნა : ))
სწორად ჩაწვდით ამხანაგო საქმის არსს, 70% :P
მეც მასე ვარ... ჯეერ ბევრი არც არაფერი დამიწერია მაგრამ ჩემთვის ბლოგი ის ადილია სადაც ჩემზე და ჩემს გძნობებზე ვლაპარაკობ, და მერე რა თუ ბევრი ისეთი ნახავს და წაიკითხავს ვინც ცხოვრებაში არ მინახავს, ან შეიძლება ვერც ვნახო :) მე ეს უფრო მეტად მომწონს.. რაც ნაკლები ნაცნობი ნახავს ის მირჩევნია :)
ეგ არც არაფერი, მარა შენ ის თქვი ისეთი თ წაიკითხავს, ცხოვრებაში რომ ხშირად უნდა ნახო...და ისეთს თუ წაიკითხავს, საჭირო რომ არ იყო რომ წაეკითხა :)))))
Post a Comment