Monday, January 18, 2010

ამანათი


თბილისური ამანათი, იქაური სითბოს მატარებელი და პატარ-პატარა და მნიშვნელოვანი ამბებით სავსე. სინამდვილეში ყველაფერი უფრო ბანალურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ნაცნობი მოდიოდა, ჩამოიტანა, რაც მთავარია დოკუმენტები მივიღე, ჩემი ჩურჩხელები რომელი ქვეყნის თავზე მიფრინავს ახლაც არავინ იცის.
კიდევ საჩუქარი, უუულამაზესი ჯვარი. ადრე ვნახე ეს ჯვარი IX-XI საუკუნეების ერთ-ერთ სამარხშია ნაპოვნი, თუ არ ვცდები, სვანურში. მაშინაც მომეწონა. ვერცხლის ჯვარია, ქრისტეს გამოსახულებით, მაგრამ ეს ის არ არის, რაც გინახავთ, სვანური ქრისტეა. ვინმეს თუ დაგითვალიერებიათ სვანეთში ტაძრები, მათი ხატწერა, მიხვდებით რასაც ვამბობ. მე რომ პირველად ვნახე ეს რაღაცა აბსოლუტურად სხვა სამყარო, სხვა სითბოს მატარებელი და გამომცემი გამოსახულებები, მაშინ ავიჩემე ეს ჯვარი მინდათქო. რამდენი ხანია უკვე. დღეს მივიღე, დედამ გამომიგზავნა, თან არც მითხრა წინასწარ....
კიდევ, წიგნი მივიღე. მეორე წიგნი გამოვდა. არაფერი, გადავფურცლე უბრალოდ. წინასწარ ყდაც და შიგთავსიც ნანახი მქონდა პრინციპში, ახალიც რა უნდა იყოს, ფაქტის გარდა, მაგრამ მაინც დავიჟინე, გამომიგზავნეთთქო, გამომიგზავნეს. ახლა მაგიდაზე ორი წიგნი მიდევს და რამის წარმოდგენის, განცდის თავიც არ მაქვს, სენტიმეტალური სიტყვებიც არ მაქვს, ემოციებიც არ მაქვს. უბრალოდ ორი წიგნი მაქვს უკვე.

2 comments:

Dv0rsky said...

ჯვრის ფოტო დაიდოს! :)
არ ვარ ნამყოფი სვანეთში და მაგრად მაინტერესებს!

ანუკა said...

http://www.naturproduct.ge/index.htm
აი, ამ საიტზეა საერთოდ ეგ ჯვრები, მეორე ჯვარია ჩემი :)) თვითნ ეს სადაა აღმოჩენილი არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ასეთი ფრესკებია სვნაეთში, მაგის სურათებს დავდებ ამ დღეებში, ძალიან საინტერესოა

Post a Comment