Sunday, January 10, 2010

ლაწიპუწიპუტუ...


მშვენიერი ენერგუული დღე იყო. დილიდან ანუ მას მერე რაც ორ საათზე გაღვიძება მოვხერხე დავბორიალებ, ჯერ გოგოებთან ერთად ვითომ გალერეებში წავედი, რომელიც ყველა დაკეტილი აღმოჩნდა, მერე კიდე გოგოებთან ერთად წავედი რაღაცა თანამედროვე წარმოდგენაზე სადაც უნდა ეცეკვათ, ნუ...იცეკვეს კიდეც, მაგრამ უფრო მეტი უნგრულად ილაპარაკეს და კიდე რაღაცა ულტრათანამედროვე განტვირთვის გზები შემოგვთავაზეს, პიჟამოებიანი ადამიანები დაბორიალებდნენ სცენაზე და ხელებს იქნევდნენ და მერე ერთმანეთში აიხლართნენ და კოტრიალი დაიწყეს :)))) მაგრამ ყველაზე სასაცილო მაინც ის იყო, ვიღაცა ქალმა მასიური ჰიპნოზის თუ რაღაცა ჯანდაბის ჩატარება რომ დაიწყო (უნგრულად) და დარბაზს გვეუბნებოდა რა უნდა გვექნა, ჩვენ რა თქმა უნდა არ გვესმოდა, ნუ სანამ საშუალება გვქონდა სხვებს ვუყურებდით და მათსავით ვიქცეოდით, მაგრამ თვალები დახუჭეთო რომ თქვა (ნუ, ყველამ დახუჭა და ალბათ ეგ თქვა) მაშინ დავიბენით, თვალებს თუ დავხუჭავდით, რაღა უნდა გვეკეთებინა? და რა თქმა უნდა დავიწყეთ უმსგავსოდ ქმედება და სიცილი, სულ ჩავუშალეთ თავიანთი ჯგუფური მედიტაცია :)))) უფ, ბევრიც ვიცინე და რაღაცა ენერგიით სავსეც დავბრუნდი. კარგი იყო. ხვალ უთენია გავიღვიძებ და დავიწყებ ახალ სემესტრს.

ყველაფერი კარგად იქნება

0 comments:

Post a Comment