Saturday, January 23, 2010

ფიქრი #1


ისევ მოხვედი, მე კი წარმოდგენაც არ მაქვს რა უნდა გიყო. არ არის ამ ოთახში შენი ადგილი, სამეცადინო მაქვს, სტუდენტური ცხოვრება მაქვს გასატარებელი ევროპაში და ამ დროს შენ, მოხვედი აქ, ჯერ ტახის კუთხეზე ჩამოჯექი მორიდებით და ახლა უკვე ყველგან ხარ, მთელ სახლში ხარ, მთელ ქალაქში ხარ. გუშინ ბარში მეგობრებთან ერთად არ მოგეწონა, ადრე გამომაქცუნე, იმის წინ საერთოდაც არ წავიდეთო გამომიცხადე, არავის ხუმრობა არაა სასაცილო, არავინ არაა საინტერესო, ყველაფერი მოსაწყენია, ღამე არ მაძინებ, 24 საათი ტვინს მიჭამ. რა გინდა???? როდის დაგპატიჟე???

რამდენიც უნდა გელაპარაკო მაინც არ წახვალ, ვიცი. იჯდები აქ და ყველგან გამომეკიდები აჩრდილივით. რამე უნდა მოგიხერხო, არ ვიცი რა. ჯერ ახლა მოხვედი და უკვე არ მომწონს შენი აქ ყოფნა. წადი, კარგი???

7 comments:

fiamifero said...

მაგარი პოსტია :) ასე მეგონა მე ვწერდი :)
რას გადაგვეკიდნენ ამ სტუდენტ ხალხს ა???

Anonymous said...

ხა! ასე იციან ხოლმე, მოვლენ არც შეგეკითხებიან და არიან და არიან! მარტო სტუდენტებზე კი არ ვრცელდება!

ანუკა said...

კვააჭ :))) რას გადაგვეკიდნენ გოოო, მაგი ძმას კიდე მე ვუყვარვარ :))))

fiamifero said...

მიდი, აიღე გრამაფონი და ბოხჩა და გალსტუკები წავუღოთ ბიჭებს სამუშაო პოსტზე : ))))
ჰოდა კიდე პასუხი მოამზადე წინასწარ, დედა უფრო გიყვარს თუ მამა

ანუკა said...

ორივენიცააა :)))) ნაზუქივით გოგოები ხო ვართ კვაჭ და :)))) ვაიმე გავიგუდე, მინდა ეგ ფილმი :)

fiamifero said...

აჰა, ნაზუქივით კი ვართ, მარა შაქრის მაგიერ წიწაკა რო ჩაეპნათ გამომცხობებს ჯერ კი არ იცის არავინ : )
ჰოდა მოძებნე მერე, ინტერეს ჯი-ზე გდია მე მგონი, პირდაპირ შეიძლება ყურება. ან დესპანი.დე

ანუკა said...

იცი რა, ვერ დაგეთანხმები, მარტო წიწაკა არაა ეგ, ყველაფერი ჩაეპნათ რაც არ შეიძლებოდა :)) პიკანტნიი ვკუს :)))

Post a Comment