Friday, January 1, 2010

ახალი წელი...

მოვიდა. სულ ეჭვი მქონდა რომ შეიძლება არ მოსულიყო, მაგრამ მოვიდა :) დიდად არ მიგრძვნია, სახლში რომ არ შევხვდი, მგონია უბრალოდ ერთად შევიყარენით. მაგრამ მაინც კარგი იყო, თან გოზინაყი გვქონდა და რაღაცა ოჯახური გარემო შევიქმენით საერთო საცხოვრებელში.
ერთი აღმოჩენა გავაკეთე: ახალი წლის დადგომამადე პრეზიდენტი რომ გვილოცავს ხოლმე, თეორიულად ხომ მაინც იცით თუ არ გიყურებიათ, ხოდა სულ მეგონა რომ უკიდურესად მოსაწყენი და ამაზრზენი საქმიანობა იყო ახალი წლის წინ პრეზიდენტის მოსმენა, წუხელ უფრო ამაზრზენი რამ აღმოვაჩინე - ახალი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტის მოსმენა :)))))) ჩვენ კი ვუთხარით რუსებს ეგეთი და კიდე უკეთესი ჩვენც გვყავს, მაგრამ ყველას არ ვანახებთთქო, მაგრამ არ დაიშალეს, მაინც მოუსმინეს :))))
მერე გოგოებთან დავრჩი და რაღაცა კარგი იყო დილით მარტო რომ არ ვიყავი. ახალი წლის დილას ყველაზე ძალიან ის მიყვარს, მამაჩემი რომ იწყებს უთენია ბორიალს და საცივის შემუსვრას, მერე მეც მაღვიძებს ხოლმე და იმ საცივს ერთად ვმუსრავთ, მე უფრო ტრადიციის და მამის ხათრით. ხოდა წელს რაღაცა ეს ყველაფერი რომ არ იქნებოდა და ჩვეულებრივი დილა გათენდებოდა, არ მინდოდა და გოგოებმა შემიფარეს, დილა ერთად გათენდა და მამაჩემის და საცივის რა გითხრათ, მარა ლელა და თავისი მაწვნის ბაჟე ნამდვილად ის იყო, ის!!!!!!
კიდევ ის, რომ დღეს უცნაური დღე მქონდა, ვისხედით, გაგებაზე ვლაპარაკობდით, მერე ვიცურავე...... უხ, საოცრად ვარ. უკვე ღამე მესიზმრა რამდენჯერმე აუზი და დღეს ვიცურავეეეე. არა რა, უნდა მოვაბა თავი და ამ საერთო საცხოვრებელში მაინც მივიდე ხოლმე. ჩემმა ხერხემალმა მადლიანად დამლოცა და კი მოვედი ახლა სახლში.
ვბოდამ ახლა მე და სჯობს შევეშვა ამ ბოდვას.
გილოცავთ ყველას, რაღაცა ახალი ყოფილიყოს ეს წელი, მთავარი ესაა მგონი...

0 comments:

Post a Comment