Sunday, January 3, 2010

ხაჭაპურებიანი ბედობა :)))

ხოდა დავიბედეთ. დავტიალდით ქალები :P (მე, როგორც წარმატებული დამხმარე) და ქართული საღამო გამოგვივიდა, თავისი ბაჟეში ჩაწყობილი ქათმებით, ლაზანიის ცომიანი ხაჭაპურებით და რა ვიცი მე კიდე რითი. აი, სახლში რომ წამოვედი და მარტო რომ ვარ ეგ აღარ მომწონს, მანამდე ყველაფერი კარგი იყო.
ისე, დილიდან დიდი შემართებით ავდექი და ძალიან რაღაცნაირი დღე დავიბედე. ჯერ თავი ვერ ავწიე დილით, მაგრამ რაღაც მომენტში უცებ წამოვხტი, პერანგისამარა ვეძგერე მტვერსასრუტს და დავიწყე მთელ სახლში მტვერსასრუტით და ჯაგრისებით სირბილი და ლაგება. ვინმეს რომ დავენახე, ალბათ გიჟი ვეგონებოდი (აქ იგულისხმება, რომ იმ ვინმემ არ იცის რომ გიჟი ვარ :)))) ). ხოოოდა ასე, დალაგებული და მეგობრებიანი და კარგი დღე დამებედა მგონი :)
სხვა არც არაფეი, ხვალიდან ისევ ბიბლიოთეკომანია და წერა, მერე რვაში ჩაბარება, მერე სამი დღე დასვენება და მერე ახალი სემესტრი, რომელსაც რაღაცა კარგი განწყობით ველოდები. და აუუუუუ, რა მაგარია ყველაფერიიიიიიიიიიიიიიიიი, რაღაცა ეგეთ ხასიათზე ვარ :)))))))))))))))))))))

2 comments:

Calendar Girl said...

:))))
gilocav genc gilocavvvv : )) chagexute da gakoce bevri, sheni budapeshturi nomeri ertxel kidev momcere ra sadme, mob davkarge da miyva yvela info

Nationalism Studies Network said...

კაპან, საღოლ შენ, პილესოს თუ ეძგერე და ეგრევე ჩართე, მართალია ბუდაპეშტში გაგანია "ოქტომბრელი" ვიყავი მაგრამ ე.წ. "პილესოსის" ჩართვას 4 თვიდან 3 თვე ვეხვეწებოდი პილესოს, რაღაცა დენიკინის დროინდელი იყო, მეტყვეეების ე.წ. "დრუჟბა" რომ იქოქება ისე იქოქებოდა.
P.S. ამ შენმა დაქალმა კიდე ვერ მოაგროვა ნომრები?

Post a Comment