Tuesday, January 5, 2010

რეკლამის მსხვერპლი


რაღაც ცუდად დაიწყო ეს წელი, თითქოს. ბევრი ცუდი ამბავი დაგროვდა :((( ვიცი, საბოლოოდ გამოსწორდება ბევრი რამ, მაგრამ ეს ცუდი ამბები??? აქაც რაღაცა მდორეა თითქოს ყველაფერი, უაზროდ და ნეეეეელა გადის დროს. დაიწყება იმ კვირაში სემესტრი და იმედია, შეიცვლება რამე, უფრო აქტიური გავხდები, მთელი დღე მთვარეულივით არ ვივლი...ამ კვირაში ჩემი მთავარი კითხვა შეეხება საკითხს, არის თუ არა პოლიტიკური ძალაუფლება იძულებითი ხასიათის მატარებელი. უუუუუუუუუუუუუუუუუუუფ, რა მეშველებააააააააააააააააა :))))))))) ხოდა ასე, ვფიქრობ ამ თემაზე, ისე კი არ ვარ და პასუხიც ვიცი, რომ არის, მთავარია კითხვის ნიშანსა და დადებით პასუხს შორის რას ჩავწერ :P

რაღაცა, ბევრს ვბორიალობ ამ ბოლო დროს, დღეს ვიცი რისი ბრალიცაა. რეკლამის მსხვერპლი ვარ. „გოგონა სლაიდიდან“ - თვალში მომხვდა, ახალი ქართული ფილმია მეთქი, თან იმდენი რამე ეწერა ბეეეევრს იცინებთო, რომ ვიფიქრე, ცოტას ხომ მაინც ვიცინებთქო და :(((( არა რა, არა!!!!!

5 comments:

fiamifero said...

რა ცუდი ამბები? :spy:

Unknown said...

gogo jer 2 dgea rac axali celia, ratom daigruze da ratom ggvruzav?:( mshvenieri celi iqneba, me momcons:)

ანუკა said...

კუკუ, იმედია მშვენიერი იქნება, ვნახოთ.
კვაააჭ, რაღაცეები რა, ცუდებები, მაგრამ ზოგიერთი კარგიც გავიგე და ველოდები დეტალებს :)))

fiamifero said...

მაათხოვარო!
იცოდე შურს ვიძიებ : ) თან ისე, რომ ვერც წარმოგიდგენია :))

ანუკა said...

ნუ, რა ვიცი, ჩემზე შურის საძიებლად თუ ჩაანაცვლებ, თან იმ სუბიექტით, ობიექტი უფრო რომ არის, არ ვიცი და.... :)))

Post a Comment