Saturday, September 5, 2009

დღე პირველი

ახლა დილის რვა საათია (აქ, ვენაში, თქვენთან უკვე გათენდა და ზოგიერთი სამსახურშიც კი უნდა იყოთ..), ცრის, ვენის აეროპორტში, რომელიც მართლა ბუტკასავით აღმოჩნდა და გამიღვიძა მძიმე მოგონებები შერემეტიევოზე, ერთი უბადრუკი სამადგილიანი სკამი ვიპოვნე, ჩვენც სამნი ვართ: მე, ჩემი ვარდისფერა (ან ფუსუსუნა) და „ხელბარგი“ (ტყვია, ტყვია, უნდა შევამოწმო ტყემლები და შემწვარი გოჭები ხო არ ჩამიდო დედაჩემმა). მოკლედ, როგორღაც განვთავსდით. ისეთი გათიშული ვარ, სად ვზივარ წესიერად არც ვიცი, თვიდან მმმმაგრად გამიკვირდა ეს ჯგროდ მომავალი ხალხი ჩემკენ რატომ მორბოდა, მერე ყველა ჩემს წინ რატომ ჩერდებოდა და ყველა შესაძლო და შეუძლო ენაზე რატომ ზუოდა, თურმე ეკრანების ქვეშ მოვკალათებულვარ, ზედ გასასვლელის წინ (რომეშლიც მე ასე ორიოდ საათის მერე თუ შემაყოფინებენ ცხვირს).
მძიმე დღეში ვარ რა...
ძალიან დავიტვირთე წუხელ ემოციებით, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, სევდები და დეპრესიები თვითმრინავის დანახვაზე არ დამწყებია...ყველაფერი რიგზეა, იმაზე მშვიდად და შემართებით ვარ, ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო....
ყველაფერი კარგად იქნება....
რამდენიმე საათში ნამდვილი ბუდაპეშტური ემოციები დაიწყება, რომელსაც საერთოდ ეძღვნება ეს ბლოდი (მანუელს მთელ თავს მივუძღვნი) :P
კიდევ ერთი, რამდენიმე წლის ოცნება ავიხდინე: გათენიისას შავ ზღვას დავცქეროდი და შავ, მწარე ყავას ვწრუპავდი...ასე მაინც რომ ვნახე ზღვა, რაღა მომკლავს!!!
გკოცნით, გეხვევით და I'll be back, baby...

0 comments:

Post a Comment