Tuesday, September 15, 2009

ბედი რომ არ გექნება...


სახლში ორნი ვცხოვრობთ, მე და ჩემი გერმანელი და აგერ, რამდენი ხანია უკვე ნეტარებით ვფიქრობ, როგორი გამოცდილი გოგოა ესა და როგორ მიშველის რამე რომ იყოს...მორიდებული კაკუნია დღეს ჩემს კარზე და შემომადგა ორი მაიკით, ერთად რო გავრეცხო რა მოუვაო, გავოცდი, ვერ მივხვდი რა უნდოდა, ლაპარაკ-ლაპარაკში გავედი მასთან და რას ვხედავ, ჩემი გამოგონება - ინტერნეტით დედის გარეცხილი სარეცხი და მომზადებული საჭმელი, არ მიუთვისებია?! მოკლეეედ, ისეთი გამოდგა, მე ვასწავლე სარეცხის დახარისხება, სარეცხ მანქანასთან მოპყრობა და საერთოდ თეთრი და შავი ერთად რომ არ უნდა გარეცხო (სარეცხ მანქანასთან მოპყრობა ვასწავლე რა, ერთად ვმკითხაობდით რომელ ღილაკს რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა)... ანალოგიურია საჭმელზეც, თან უნდა ნაირ-ნაირი კერძები ამზადოს და ყოველ საღამოს ცდილობს შემაბას რაიმე მამაპაპურ ხორციან საკვებზე, რაც არ გამოსდის და ალბათ, „ერთად დავამზადოთ“-ში იგულისხმება რომ მე უნდა ვიმზარეულო, ეეეჰ, ეგეც რა უბედურია, იცოდეს მაინც, ვის ხელშია... დანარჩენი არაფერი, ყოფითი უაზრობის გარდა...

3 comments:

Unknown said...

gogo am suratebs sadga chitav xolmee, ra xaaar :)

fiamifero said...

თავს ნუ მომჭრი, გაუკეთე ჩახოხბილი ან ჩაქაფული, ან რამე მამაპაპური : )
თუ გადარჩა, კარგად დაამახსოვრება

ანუკა said...

ხინკალს ვეპირები და ხაჭაპურებს დავუცხობ კიდე :P

Post a Comment