Wednesday, September 23, 2009

ბინადრობისმოწმობიანი ანუკა


მთელი დღეა გზააბნეული დავრბივარ, ყოვლად უგვანი მენეჯმენტის დღე მქონდა. დილით, უთენია - ლექცია, მგონი არ მძინებია საერთოდ წუხელ, ნუ...რამდენიმე საათი, გადავაკვდი ცალკე ინტერნეტს და ცალკე ამქვეყნად ყველაზე ბრიყვულ სტატიას ევროინტეგრაციაზე, რომლის განხილვაც დღეს ვერ მოვასწარით :((( მერე, იმის შიშით, დილით არ ჩამძნებოდა, უთენია გავიღვიძე და აღმოჩნდა რომ სახლიდან ერთი საათით ადრე გავედი...რა მექნა, წავბორიალდი ფეხით. როგორც კი 9 საათი გახდა და ლექტორი უნდა შემოსულიყო აუდიტორიაში, დაიწყო დედაჩემმა რეკვა, მობილური ჩართე, ბანკი გეძებს და გირეკავენო (იმდენი ვწერე ამ ბანკებზე, სახლში მაკითხავენ უკვე). მოკლეეეედ, ატყდა ერთი ამბავი, არადა მობილურზე მირეკავს ან მიმესიჯებს, მობილური ჩართეო (ეგრეა ძირითადად, სკაიპში მწერს ხოლმე შემოდიო), თან მოვიდა ეს ჩემი ფეხშიშველი ლექტორი, თან ბინადრობის მოწმობის ასაღებად ვარ წასასვლელი და 12 საათამდე მუშაობენ და მე 11-ის ნახევარზე მიმთავრდება ლექცია...გადავირიე მოკლედ, მაგრამ გმირულად გავუძელი და გავემართე ბუდაფოკის 60 ნომრის დასალაშქრად. ახლა იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი: ბუდაფოკის ქუჩა ბუდაში მდებარეობს, საინტერესო ქუჩაა საკმაოად, ჩემი სახლიდან ყვითელი ტრამვაი ზუსტად ამ ქუჩის კუთხესთნ აჩერებს და ზუუუსტად მაგ კუთხეშია ბუდაფოკის #59 (საჯარო რეესტრი მანდაა განლაგებული და მაგიტომ ვიცი), ხოდა მეც ჭკვიანივით წავედი და ნუ, რა უნდა იფიქრო ნორმალურმა ადამიანმა? 59-ის ახლოს იქნება სადმე 60-იც ხო? არადა, 59-ის პირდაპირ #20 იწონებს თავს, რა გინდა რო ქნა? გავუყევი ამ ოხერ ქუჩას, გავცდი ყველას და ყველაფერს, გავედი ჩვენთან რო ცენტრალურ ტრასას ეძახიან იმაზე, გავძვერი ხიდის ქვეშ, მარა რა გინდა,, კენტი რიცხვები უკვე 100-ს აცდა და ლუწები ჯერ 30-ზეა. გავაჩერე ვიღაც სანდომიანი ყმაწვილი, ჯერ იმაზე გაოცდა 101 ნომერთან რომ ვიდექი და 60-ს ვკითხულობდი, მერე ავუხსენი ნუმერაცია ქობულეთივით აქვს ამ ქუჩასთქო იქედან იწყებათქო და აგერ წინ, მარჯვენა მხარეს არაფერი რომ არ ჩანს და ტრიალი მინდორია, მაინც წავიდეთქო???? და ძალიან ბევრი იფიქრა, მიყურა, მიყურა და რა სამწუხაროა რომ ლუწი ნომრები მარჯვნივააო... რა უნდა მექნა? წავედი ამ ტრიალი მინდვრებისკენ. მარცხნივ სახლებია, ნომრებით, ამბებით, მარჯვნივ არაფერიც არაა და დაშლიგინებენ სატვირთო მანქანები და ტრაილერები. მე ფეხით მივდივარ და უკვე ვეღარც მივდივარ...თან ყველაზე მაგარი, მივალ ავტობუსის გაჩერებაზე, დაველოდები ავტობუსს ასე 5-7 წუთი (მაგვიანდება ნუ) ჩავიქნევ ხელს და ისე რომ გავცდები გაჩერებას რომ უკან ვეღარ მოვასწრო, მოვა ეს ავტობუსი და ჩამიქროლებს...რაც მე ვიწვალეეე... კაი, ეგ არაფერი, როგორც იქნა, მეღირსა და გამოჩნდა 50 ნომერი. დიაგონალზე გადავჭერი ტრასაო თუ ავტობანიო თუ რაც იყო, არ მაინტერესებდა და მიიიიიიივდივარ კიდე, მიიიივდივარ, ამ #50-სა და #60-ს შორის კიდევ ერთი-ორი ტრიალი მინდორი კი იყო, რაღა დაგიმალოთ, მაგრამ ვაჟკაცურად გავუძელი ბოლომდე და მივაღწიე საემიგრაციო სამსახურამდე... აწერია უშველებელ შენობას #60 შევედი, გამომართვეს პასპორტი, მელაპარაკნენ კარგა ხანს და გვერდით შენობაში მიბრძანდითო, მოკლედ რაღა ბევრი გავაგრძელო, ხუთ უშველებელ შენობას ეწერა #60, ზოგი დაკეტილი იყო და ზოგი გვერდით მიბრძანდითო მეუბნებოდა და ნუ, მგონი ერთი კილომეტრი მარტო ბუდაფოკის #60-ში ვიარე, მაგრამ შედეგი არის, ბინადრობის მოწმობაც მაქვს და ის საემიგრაციო ოფიცერი ძალიან მონდომებით მიხსნიდა როგორ შეიძლია უნგრეთში დავრჩე საერთოდაც, მითუმეტეს თუ მომეწონა ბუდაპეშტი. ჩანართის სახით ისიც უნდა ითქვას, რომ უშუალოდ ოფიცერთან ორჯერ მომიწია შესვლა და ორივეჯერ, ზუსტად ჩემი რიგი რომ მოვიდა მაშინ დამირეკა დედაჩემმაც და ბანკმაც. გადაირევი პირდაპირ... მერე ისევ უნივერსტეტში, მერე ისევ სახლში, ერთი და იგივე გზა გავიარე ორასჯერ დღეს...მაგრამ, რაც მთავარია, ფურცლომანიას მოვრჩი მგონი...

1 comments:

Unknown said...

shen ki ara me davigale amis kitxvit:))) aferum shens vajkacobas

Post a Comment