Thursday, September 10, 2009

მე და ბანკები


ამ თემაზე ტომეულების დაწერა შეიძლება, ვერც ერთ ბანკში ვერ ვიგებ რა უნდათ ჩემგან და ვერ ვაგებინებ რა მინდა მათგან. ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ ნებისმიერმა ბანკის მენეჯმენტმა უნდა იფიქროს თავისი თანამშრომლების დატრნინგებაზე დებილებთან საურთიერთობოდ (როგორიც მე ვარ)!!! ავითვისე ბანკომატები და მგონია რომ მაგარი ვარ, ვერ გავერკვიე გადარიცხვებში, ანგარიშებში, დიჯიპასებში (დავიმახსოვრე როგორც იქნა), დებეტებში, კრედიტებში და კიდევ უამრავ უცხო და ჩემთვის ჩინურ სიტყვებში! რა მოხდა მერე, მოქალაქე როდესაც მირეკავს (მირეკავდა) ხომ არ ვთხოვდი დაეზუსტებინა მისი მოთხოვნა არსობის სფეროდან იყო თუ ჯერარარსობის??? არც იმ ყველაფერს ვეუბნებოდი (თან სხაპასხუპით) რაც რომელიღაც ნორმატიული აქტის დანართის მეშვიდე მუხლის მეოცე პუნქტის ჰაე ჩვიდმეტი პრიმა ქვეპუნქტით არის გაწერილი! ხოდა არ მაქვს უფლება მეც ადამიანურად მომემსახურონ და ჩემთვის გასაგებ ენაზე ამიხსნან რამე??? :თვალცრემლიანისმილიკი:


დღე პირველი: მივდივარ სანაქებო თიბისი ბანკის ერთ-ერთ პრესტიჟულ (:P) ფილიალში (თმა გასწორებული მაქვს, იუბკა და 10 სანტიმეტრიანი ქუსლები მაცვია, სამსახურში რაღცა გავაკეთე კარგად და ნუ, თავი მაგარი მგონია, მაგრამ სად ვარ ჯერ..) და ვთხოვ ჩემი კუთვნილი ანგარიშიდან ასევე კუთვნილი თანხის გადარიცხვას საზღვარგარეთ. მოქუჩდა მთელი ფილიალი ჩემს გარშემო, მიყურებენ, მიღიმიან და უიოოო, ანგარიში კი გაგიხსენითო (და როცა გაგიხსენით, არ გისმენდით ადამიანურ ენაზე რო გვიყვებოდი რაში გჭირდებოდაო), მაგრამ მაგ ანგარიშიდან ფულს საზღვარგარეთ ვერ გადარიცხავო. გაოცებული ვარ, ვერ ვიგებ რა ხდება. აბა, რა უნდა ვქნა მეთქი? რაო და უნდა იყიდო ისო (დიჯიპასი მაშინ ჯერ კიდევ უცხო სიტყვაა)! ვაიმე ანუკააა, რა არის ნეტა, რა უნდა იყიდო? რა არის მეთქი ეგ! რა და დანადგარიაო, რომელიც დაგეხმარება მაგ ოპერაციის განხორციელებაშიო და არააააა! ვიყვირე თავგანწირვით. თვალწინ დამიდგა გერმანიაში, მატარებელში კონტროლიორი რომ დადის და სამი სხვადასხვა ტერმინალი კიდია ჯიბეზე, რა იცი რომელ მგზავრს რა ბარათი აღმოაჩნდება და წარმოვიდგინე რომ ასე, ტერმინალი უნდა ვიყიდო და ჯიბეზე დავიკიდო და ვიარო, არ მომეწონა ეს იდეა. სხვა ვარიანტი რომ ვიკითხე, მითხრეს, ციტირება, „მაშინ ბანკში უნდა მიბრძანდეთ“!!!! თან მიღიმიან, ვგიჟდები ნელ-ნელა...უნგრეთში მქონდა რაღაცა დეპოზიტი გადმოსარიცხი და წარმოვიდგინე როგორ უნდა ჩამოვიდე აქ, ჩამოვიტანო ფული, ჩავრიცხო ანგარიშზე, დავბრუნდე უკან და ვაიმე, უნგრეთში წავიდე-თქო? განწირული სახით ვიკითხე. უიმეოოო, რას ამბობო, იტკიცეს მათ და უნგრეთში რა გინდაო (თან გულში დამცინიან, როგორ არ ვიცი ეს! ).

- აბა რა ვქნა?

- დიჯიპასი

-სხვა ვარიანტი?

-ბანკში უნდა მიბრძანდეთ

რამდენადაც გულს მომეშვა რომ უნგრეთის ბანკში არა, ჩავთვალე რომ იქვე, მარჯანიშვილზე ჩავირბნდი მარტივად.

- ცენტრალურში?

- არა, ნებისმიერ ფილიალში

- მაშინ ე.ი. შეიძლება ეს გავაკეთოთ

- არა, თქვენი ინტერნეტ ბანკინგით შეუძლებელია, ბლა, ბლა, ბლა დიჯიპასი!!!!!!!

- არაააა, სხვა ვარიანტი?

- ბანკში უნდა მიბრძანადეთ

მოვიკრიბე გამბედაობა და ამოვიკნავლე:

-ახლა სად ვაარ?

უკვე რაც უნდა მითხრან, ყვლეაფერი მჯერა და მგონია რომ აფთიაქში ვარ შესული და ფულის გადარიცხვას ვითხოვ ზღარბი ბარათით

- უიიი, ახლა გადარიცხაააავთ?

უკვირს სამივე გაკრეჭილ გოგოს და აქ მგონია რომ მარტო ჩემს სიჩლუნგეშიც არაა საქმე...

არა, შეიძლება უნიკალური საბარათე სისტემა აქვთ და საერთოდაც, შეიძლება ყველა ყველაფერს იგებს, მაგრამ მე რა დავაშავე რომ არ მესმის?

ახლა უარეს დღეში ვარ!


დღე მეორე: ბინის ქირა უნდა გადავრიცხო ჩემი ბინის მეპატრონის ანგარიშზე კანადაში (ნუ, ეს ცალკე თემაა, როგორ ვახერხებ ასეთ შარში გახვევას და ყველაფრის რთულად გაკეთებას). დილით ავდექი გადასარევ ხასიათზე, გავუღიმე იმ ადგილს, სადაც წესით მზე უნდა ყოფილიყო, ვღიღნებ ჩემთვის, გადმოვიხედე ჩემი მეორე სართულიდან (საწოლი მაქვს ასეთი განლაგების) და მიღიმიან ჩემი კონვერსები და მიხარია ცხოვრება. ავდექი და საქმიანი სახით წავედი ბანკში ფულის გადასარიცხად. ბანკში ადამიანებამდე მიღწევის სისტემა აქაც ისეთივეა, ჯერ რაღაც დანადგარს უნდა დააჭირო, ის მოგცემს რკოს, რკოს მიუტან ღორს, მოკლედ, როგორც არის... მაგრამ რად გინდა, ევროპაა ეს ძმაო და ნავაროჩენი დანადგარია, ბეეეევრი ღიალკებით და აწერია ყველაფერი უნგრულად. ვერავის გავაგებინე რა მინდოდა და დავაჭრე ალალბედზე ხელი, რა მექნა. მოვიდა ჩემი რიგიც, როგორც იქნა და ადამიანის ნაშიერი არ მოიძებნება ინგლისური რო ესმოდეს მაინც, წავიდნენ მერე სადღაც, მეზობელი ბანკიდან მოიყვანეს მგონი ვიღაც, რომელიც ცდილობს თავისი მეტყველება მიამსგავსოს ინგლისურს. ვაიმე ანუკაააა! რას ვიზამ, ვუხსნი ჩემი გაჭირვების ამბავს, მაგრამ გაასავსავეს ხელები (ითათბირეს მანამდე) ეგ ამბავი არ გამოვაო, ორივე უნგრული ბანკის კლიენტები უნდა იყოთო. რა გინდა რო ქნა? წავედი მეზობლ ბანკში და ასე მოვიარე ბუდაპეშტის ყველა (თითქმის) ბანკის ყველა ფილიალი. თან, საოცნებო კონვერსებს არ მოეწონათ ეს ამბავი და გაჭირვეულდნენ (არ ვაღიარებ, რომ მიჭერს, იმიტომ რომ მერე უნდა ვაღიარო რომ ხამი ვარ და ვერასოდეს ვერ ვითმენ რომ ფეხსაცმელი პირდაპირ სამასი კილომეტრის დისტანციაზე არ ჩავიცვა). თან ცუდად ვარ, თან დავიღალე, თან არავის ესმის ჩემი და ამიტომ ცალ ხელში ბარათი მიჭირავს, ცალში ანდრეას ანგარიშის ნომერი და ვცდილობ მუნჯურად მაინც მივახვედრო ვინმე რა მინდა. ბოლოს უნივერსიტეტის ფინანსურ განყოფილებას მივადექი და იმათმაც რომ მითხრეს, საზღვარგარეთ გადარიცხვის ვარიანტი არ გაქვს მაშინაც კი, ქეში რომ მიიტანო ბანკშიო, დავიწყე იმის წარმოდგენა როგორ ჩავალაგებდი ამ სიმწრით ამოლაგებულ ჩემოდანს და როგორ მომიწევდა ისევ ბინების ძებნა... :(((

თან, რა თქმა უნდა, ყველას სათითაოდ მოვუყევი რა გაჭირვებაშიც ვარ და ყველამ სათითაოდ სცადა რამე ბრძნულის თქმა, როგორიცაა „უნდა გადარიცხონ“" „არ შეიძლება ვერ გადარიცხონ" და ა.შ.

საბოლოოდ, გავარკვიე რომ მხოლოდ ჩემი უნგრული ანგარიში საკმარისი იქნება ამ ოპერაციის წარმატებით განსახორციელებლად და ხვალ უნდა დავეცე თავზე რომელიმე ბანკს.

არ მინდა რა მათთან ურთიერთობა.

გადწყდა, ბანკირს უნდა გავყვე ცოლად! სულ არ მინდა მისი ფულები, ადამიანურ ენაზე მაინც ამიხსნის რა ხდება და საერთოდაც თვითონ მოაგვარებს მსგავს საკითხებს!!!!!!!

9 comments:

fiamifero said...

შექალო, ბანკირზე ცოლად გაყოლა თუ გინდოდა, რას მირბოდი მაგსიშორეზე, აგერ არ არის ცოტნე?? თან არც ეწევი და კდემამოსილიც ხარ, მაგაზე უარს როგორ გეტყოდა

უბედურო შენ

ანუკა said...
This comment has been removed by the author.
ანუკა said...

ჰკითხე აბა ცოტნეს და ჩამოვალ :P:P:P

Unknown said...

moica jer 2011 ar ariis, dagelodos cota :)

fiamifero said...

უხერხულია დღეს ვერ ვკითხავ, დღეს მე მიხსნის სიყვარულს : )

ანუკა said...

cotnestan ranairadaa uxerxuli nu gadamrie :P:P:P egrea ra, yvelaferi daswrebazea :( (damwyda guli cotneze) :)))))) bavshvoba gamaxsenda

fiamifero said...

რა ხდებოდა ბავშვობაში გააამახსენე :)))

Unknown said...

mogikvdi me shen, radgeshi mkevxar. hmmm

ანუკა said...

ბავშვობაში დიიიიიიიიდი სამეგობრო ვიყავით კვააჭ

Post a Comment