Wednesday, September 9, 2009

საკუთარ ჭერქვეშ...


როგორც იქნა... მოვიპოვე რამდენიმე კვ.მ. რომელსაც ათი თვე „ჩემი“ ერქმევა... ყველაზე კარგი ეს არის და კიდევ ის, რომ აბაზანა აქვს დიდი. მეტი პრობლემა მე არ შემექმნება, დარწმუნებული ვარ, ან თავს ვირწმუნებ. ცოტათი ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, რაც მართალია, მართალია, მაგრამ იმდენად დამღალა ამდენმა წოწიალმა და სხვების შეწუხებამ, დღეს ჩემზე ბედნიერი არავინ მგონია :))))) კიდე ის, რომ ნამდვილი ხამი ვარ, ვაღიარებ, მაგრამ მაინც ახალი კონვერსები მაქვს და ერთი კვირა ნურავინ შეეცდებით, მაინც ისინი მიყვარან ყველაზე მეტად ამქვეყნად!!! აი, ასე!!!! კიდევ ის, რომ როგორც იქნა, ხვალ უშავეს და უმწარეს ყავას დავლევ უზმოზე, კიდევ ის, რომ... რაც ნაკლები მაქვს საფიქრალი, მით უფრო მეძალება არასასურველი ფიქრები.... დავწერდი ახლა რამე გაწებილს, მარა დაიწყებს მერე ზოგიერთი, აიო, ხო ვთქვიო, ეგრეც ვიცოდიო და რა ვიცი კიდე რას არა... ამიტომ, არაფერსაც არ დავწერ!!!

ისე, მე რა მინდა? ზღვას ვუყუროთ...

4 comments:

Unknown said...

ehh akuka, akukaaa, ra gogo gagishviit da ....

ანუკა said...

რაო, რაოოო, რას მიწუნებ კუკუ?

NinoAnna said...

binis suratebi daidos bliad

ანუკა said...

ოო, ნუ შ...ამ სურათებზე, მობილიდან კომპში ვერ ვყრი და მოაწესრიგე მიკროფონის საკითხი, დამირეკე სკაიპში და დაგათვალიერებინებ ლაივში, ოღონდ წინასწარ გამაფრთხილე მივალაგო :))))))))

Post a Comment