Saturday, September 12, 2009

გვიანი პოსტი ერთგულ მომხმარებლებს :P

ძალიან დავიღალე დღეს, მოვიარე ნახევარი ქალაქი. უნივერსტეტში თავისუფალი დღე გვქონდა, მიღების მაგვარი რაღაც მოგვიწყეს. მერე წავედი და ბუდაში გადავედი, ძაააალიან ლამაზია, გადავირიე, თან ძალიან განსხვავებული, პირველივე შენობას ეტყობა რომ მდიდრული უბანია, უფრო ევროპული და ძალიან ლამაზი, მაგრა საოცარი ის არის, რომ იქედან ხედიც შთამბეჭდავია. მოკლედ მომეწონა, არ ვიცი იმიტომ, რომ მართლა ლამაზია, არ ვიცი იმიტომ, რომ ბანკებთან ურთიერთობის ერთი ეტაპი წარმატებით დავასრულე და აღარ ვნერვიულობ, ამიტომ დავიწყე გარემოს აღქმა :))) მოკლედ ასე იყო ეს ამბავი. მთელი დღე იმდენი ვიარე, დაღლილობისგან ვკვდებოდი, თან მშიოდა, მე, ერთი ქართველი, ერთი მაკედონიელი და ერთიც ფრანგი წავედით საჭმელად და.... ვაიმე დედა, ახლაც არ მჯერა, ჩინურ რესტორანში ვჭამე.... და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ვარ გენიოსი, მაქვს ინტუიცია, ვერკვევი საჭმელებშ თუ არა, საკუთარ გემოვნებაში მაინც და მეორედ ამას აღარ ვიზამ!!!!!!!
ბოლოს წავედით სეუ-ს ორგანიზებულ ფართიზე. ვინც კი ამ უნივერსტეტში სწავლობს, ყველა იქ იყო, სემესრის დაწყება აღინიშნება ასე. შესავლელში მოგვაჩეჩეს შამპანური და შეგვრეკეს სადღაც. რანაირი ადამიანები აღარ იყვნენ, ყველანაირი კანის ფერის, რასის, ჩაცმულობის, სქესის და ორიენტაციის, თან ყველაფერი ეს მძაფრად გამოხატული, თან კიდევ ორი დისკოტეკა, ერთგან მაიკლ ჯექსონი და მეორეგან ფუსი ქეთ დოლზი, ორივე ბოლო ხმაზე და ტვინის წამღებად... კოშმარი...ადრე წამოვედი, სადღა შემიძლია ამდენი, ბებერი სტუდენტი ვარ მეეე...

0 comments:

Post a Comment