Wednesday, September 30, 2009

Kuschel-Tee


მთელი დღეა ვმეტყველებ ყველა შესაძლო ენაზე, ამ გერმანულის ჯგუფში მყავს რუსი ბიჭი და ბელორუსი გოგო, იმათ რუსულად ველაპარაკები, მასწავლებელს - გერმანულად, რუმინელს - ინგლისურად და მერე, მშობლიური ქართული რომ არ დამავიწყდეს, ხანდახან ჩავილაპარაკებ ხოლმე ჩემთვის :))))), მესმის მუდმივად უნგრული და რა ვიცი, შემომეშველეთ კიდე, ვინმემ რამე ენა თუ იცით. დღეს მთელი დღეა სახლში ვარ და ასე იქნება ხოლმე ოთხშაბათობით, სუუულ სახლში ვიქნები და საღამოს წავალ გერმანულზე. კიდევ ის, რომ დღეს ბიბლიოთეკაში სამართლის განყოფილება დავლაშქრე და ადმინისტრაციული სამართლის რაღაც წიგნები მოვქექე, ორი ცალი სახლშიც წამოვიღე და ისე მიხარია, გეგონება უმშვენიერესი პოეტური ნაწარმოები მაქვს წასაკითხი. აბა, მე არ მაკლია??????
ხო, სახლში რომ მოვედი, ამ უსაყვარლესმა ჩემმა მეზობელმა ჩაი უნდა დაგალევინოო, განსაკუთრებული ჩაი მაქვსო, „ჩახუტების ჩაი" ან „ამბორის ჩაი" ასე იქნება ალბათ ქართულად, გულის ფორმის პაკეტებშია ხილის ჩაი და ძაააალიან საყვარელია, ძირითადად იმისთვისაა, სტუმრად თუ გყავს ვინმე და თავისით ვერ ხვდება რომ უნდა გაკოცოს, უნდა დაალევინო ეს. მე და ბრიტამ კი მივირთვით გემრიელად და თუ შემხვდა სადმე, თბილიშშიც წამოვიღებ, რა იცი, რაში გამომადგება :))))

3 comments:

Unknown said...

Mtlad chais imedzec nu iqnebiii:)))

Unknown said...

chai gacivdaa, cxeli gvinda rame:))))

ანუკა said...

ცხელი ვიცი მე ჭვიშტარი :))))))))))))))

Post a Comment