Saturday, September 12, 2009

უაზრო დღე

რაც გავიღვიძე, მას მერე ვფიქრობ, რატომ გავიღვიძე...ძალიან მინდოდა გამოძინება. უთენია, მზემ შემომიჭყიტინა, ჯერ გავოცდი, თვალებზე სამ ფენად მაქ ჩამოფხატული ის (აღმოვაჩინე რო არ ვიცი რა ქვია) და მზე საიდანთქო, მაგრამ მაგას კიდევ გაუძლებდა კაცი, საწოლში რომ გადავბრუნდი და ისე შევქანდი რომ მეგონა ჩემი მეორე სართულიანად ძირს ვვარდებოდი, მაშინ ვიკადრე გამოფხიზლება. მომეჩვენა.. რას ვიზამდი, ავდექი. სანამ დილის სკაიპ-დიალოგები მოვილიე კი გახდა შუადღე და კი გადავწყვიტე, რომ დღევანდელი დღე დაკარგულია ჩემთვის და კომპიუტერს უნდა შევწირო. მერე ისიც გადავწყვიტე, რომ ყავის გარდა სხვა საკვებიც დავიმსახურე და ამაყად გავემართე სამზარეულოს დასალაშქრად :)). ორი დღის წინ საყიდლებზე რომ ვიყავი ვნახე მიუსლის ნაირსახეობა, მთელს მარკეტში ერთი კოლოფი ვიპოვნე რომელსაც გერმანულად ეწერა, რომ ხელში საოცრება მეკავა, რომელსაც შეიძლება დაამატო რძე ან წვენი და ჩემი საუზმეც მზად არის. ზუსტად ისეთი კოლოფი ავიღე, ოღონდ სხვა ხილის და აგერ, უკვე მესამე დღეა მიხარია, რომ სახლში საკვები მომეპოვება. დღეს გადავწყვიტე გასინჯვა. გავხსენი და ერთმანეთთან შეწებებული და გამაგრებული მასა რომ დავინახე ცოტა კი შევშფოთდი, მაგრამ პირველივე სიძნელეზე ხომ არ მივატოვებდი მზარეულობის მოწოდებას ჩემში. ამიტომაც, დავიწყე ამ მასასთან ბრძოლა. თეფშის ფსკერი მიანც რომ დამეფარა, მომიწია ნახევარი კოლოფის ჩაყრამ, მერე დავასხი რძე და...არა, იხტიბარი არ გავიტეხე და ბოლომდე ვჭამე, მაგრამ რამე თუ დამემართა გაკვეთას ნუ მოითხოვთ, ამ უმი მასით ვარ მკვდარი აშკარად... ახლაც უმი გემო მაქვს პირში.... არა, თავს ჯერ ცუდად არ ვგრძნობ, სარეცხის გარეცხვაც მოვახერხე დაზარალებულმა ბავშვმა, მაგრამ მაინც რაღაცა მღრღნის რომ მოვიწამლები...
ასეა, ნელ-ნელა ვეგუები და ვსწავლობ და თუ გადავრჩი დღეს, ხვალ აუცილებლად მდუღარე წყალს დავასხამ იმ, სავარაუდოდ გემრიელ, მასას და შეგატყობინებთ რა გამოვა.

0 comments:

Post a Comment