Wednesday, September 16, 2009

კუკუს ხათრით!

არ ვარ წერის ხასიათზე, მაგრამ მაინც დავწერ...ვალდებულებაა მთელი სრულიად ორი ადამიანის ინფორმირება ჩავლილი დღის შესახებ. არაფერი, სტატისტიკაში, როგორც ვვარაუდობდი დებილების ჯგუფში მოვხვდი (საშუალო ვარიანტია ძალიან დებილებსა და ისე რა დებილებს შორის), კომპიუტერის გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ მე და გამომცდელმა :)))) გერმანულის ტესტი დავწერე (არ გამომიყენებია შესაძლებლობა და ბრიტასთვის არაფერი მიკითხავს) და შედეგებს ველოდები, რომ განისაზღვროს ჩემი ცოდნის დონე. სხვა რა, თავპირისმტვრევაა საგნებზე დასარეგისტრირებლად, ვცდილობ მეც და წარმატებული მეოცე ან მეთხუთმეტე პოზიცია მიკავია მომლოდინე და ცოდნას დაწაფებულ სტუდენტებს შორის. ყველა ამ მოლოდინის სიაშია მე ვისაც ვხედავ ლექციებზე და ვინ დარეგისტრირდა, ვერაფრით გავარკვიე, ალბათ, არსებობენ ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც არ დადიან ლექციებზე, ერთობიან, რამე სხვა საქმით არიან დაკავებული, მაგრამ ახერხებენ კურსისთვის დარეგისტრირებას, ჩვენგან განსხვავებით, ლექტორებს რომ მივჩერებივართ პირდაბჩენილები და დავალებებს ვინიშნავთ დაურეგისტრირებელი საგნებისათვის...რა ვიცი, რა ვიცი...დღეს ბევრი ვიარე ფეხით :ამაყისმაილიკი: და მაინც უაზროდ ვარ, სიმართლე რომ ითქვას, ფილოსოფიურად ვარ განწყობილი, მელანქოლიურად და რა ვიცი კიდე როგორად, მაგრამ არ მინდა ამ თემებზე წერა....ეკონომიკის ლექტორი გავიცანი და ვაღიარებ, რომ ჩემი ფავორიტია. დილაუთენია, შემოქანდა აუდიტორიაში თმაგაბურძგნული, ფეხშიშველი (ნუ, ყავისფერი სანდლებით, თითებს რომ ათამაშებს ისეთით), სახეზე შეშლილი გამომეტყველებით, მოკლეხელება არსება, რომელსაც აღმოაჩნდა მეტყველების დეფექტი და არამდგრადი ხასიათი. ასეთებს საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტის ზოგიერთი სპეციალობის სტუდენტი სანთლით ეძებს („უდიპლომო სასიძო“-სი არ იყოს) და გამოაცხადა (ენადაბორკილმა) თქვენი ლექტორი ვარო, იარა ერთი საათი აუდიტორიაში დაფის წინ, იქნია ხელები უცნაურად და ყოვლადგაუმართლებლად, თვალები დახუჭლი ქონდა და ცდილობდა მოკლე ხელები გულზე გადაეჯვარედინებინა (უჭირდა რაიც ფრიად) და შიშლიკანა ფეხის თითები შეეთამაშებინა შიგადაშიგ და...რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, საინტერესო ლექცია გამოუვიდა და საათის ბოლოს, მივეჩვიე თუ მომეჩვენა არ ვიცი, მაგრამ სახეც გაასწორა, ხელებიც დაუშვა (ფეხზე არ ჩაუცვამს :P), მეტყველებაც გამართა და გამოაცხადა, წეწვა რომ გაქვთ ჩემს საგნებზე და ჩემი ადგილი არ დატოვეთ აუდიტორიაში იმდენი დარეგისტრირდით, ახლაც არ შემეშვებითოოო? საგრძნობლად მაღლა ავიწიე მომლოდინეთა სიაში... რას გაუგებ ევროპელ პროფესორებს და მათ აუდიტორიას... ისე ასისტენტი კი ყავდა ვარსკვლავთბიჭუნა, გიუნტერ-გიუნტერი თუ რაღაცა ამდაგვარი ერქვა, გავარკვევ შემდეგი ლექციისთვის :P

9 comments:

Unknown said...

shen tu ceris xasiatze rom ar xar amdens cer, xasiatze rom moxval ra gveshvelebaaa:))))

Unknown said...

amas hqvia viro madlioo araaa:)))

ანუკა said...

ra sityvebs ambob kuku, ra ari? :P:P:P

Unknown said...

chemi tqma ar sjobs, shens gapiqrebaaas?:))

ანუკა said...

:P:P:P

Unknown said...

ukacravad gogoni, tqven sadouri kapanadze brdzandebit?:))))

ანუკა said...

zestafoneli var, apa araaa :P

Unknown said...
This comment has been removed by the author.
ანუკა said...

:P:P:P mokitxva vanels chemgan :)

Post a Comment